შრომითი საქმიანობის ახალი წესები 2026 წლიდან - რა უნდა იცოდეთ შრომითი ბინადრობის ნებართვის შესახებ?
- Feb 24
- 2 min read

ცვლილებების თანახმად შრომითი საქმიანობის უფლება
გაიცემა:
1) საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე, რომლის მიზანია ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება საქართველოში ან დისტანციურა; შრომითი იმიგრანტის შემთხვევაში გაიცემა კონკრეტულ დამსაქმებელთან, კონკრეტულ სამუშაო პოზიციაზე. შრომითი საქმიანობის უფლებას შრომითი იმიგრანტი მოიპოვებს ადგილობრივი დამსაქმებლის მეშვეობით, კონკრეტულ სამუშაო პოზიციაზე.
2) საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე თვითდასაქმებულ
უცხოელზე, რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას, მათ შორის, არის ვაჭრობის, მომსახურების ან სხვა ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი ან პარტნიორი, დამოუკიდებელი კონტრაქტორი, ან სხვაგვარად არის ჩართული სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში და ამ საქმიანობის მიზანი ფინანსური
სარგებლის მიღებაა.თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში შრომითი საქმიანობის უფლების გაცემა ხორციელდება კონკრეტულ საქმიანობაზე ან/და საქმიანობის კონკრეტულ სფეროზე. თვითდასაქმებული უცხოელი შრომითი საქმიანობის უფლებას მოიპოვებს უშუალოდ.
შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან
შრომითი მოწყობის მიზნით:
შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად,ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში ტექსტში მოხსენიებული როგორც -სააგენტო) წარუდგინოს განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია.
დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთებამდე არანაკლებ 10სამუშაო დღით ადრე შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.moh.gov.ge განათავსოს ინფორმაცია იმ ვაკანტური სამუშაო პოზიციის თაობაზე, რომელზეც აპირებს დაასაქმოს შრომითი იმიგრანტი; იმ შემთხვევაში, თუ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.moh.gov.ge განთავსებულ ვაკანსიაზე, 10 სამუშაო დღის განმავლობაში, სააგენტო ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ განთავსებული ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატურ(ებ)ის მოძიებასა და დამსაქმებლისთვის მიწოდებას,ადგილობრივი დამსაქმებელი შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს და წესით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას წარადგენს სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით შემდეგ მისამართზე:
პროცედურა არ გავრცელდება:
1) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიაზე, ასევე „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლით გათვალისწინებულ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიაზე;
2) სსიპ -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრ საერთაშორისო ექსპერტებზე;
3) ისეთ შემთხვევებზე,როდესაც დამსაქმებლის მიერ განთავსებული მოთხოვნა ერთდროულად მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს:
ვაკანტური სამუშაო პოზიციისთვის გათვალისწინებული ყოველთვიური შრომის ანაზღაურება აღემატება 15000 ლარს (დარიცხული თანხა);
ვაკანტური სამუშაო პოზიციისთვის დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილია უმაღლესი განათლება იმ სპეციალობით,რომელიც დაკავშირებულია შესასრულებელ სამუშაოსთან და ობიექტურად მოითხოვება ამ სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად
თვითდასაქმებული უცხოელის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით
შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად უცხოელი ვალდებულია
სააგენტოს უშუალოდ წარუდგინოს წესით განსაზღვრული დოკუმენტაცია; შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამ დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ უცხოელი სავალდებულოდ გადის ვიდეოგასაუბრებას სააგენტოსთან და ვიდეოგასაუბრების დასასრულს ადასტურებს ამ უკანასკნელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით გაკეთებულ ელექტრონულ განაცხადს.
შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცედურები თვითდასაქმების მსურველი უცხოელი შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით
ა)თვითდასაქმების მსურველი უცხოელი შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით სააგენტოში წარადგენს განცხადებას და დოკუმენტაციას სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით შემდეგ მისამართზე: www.labourmigration.moh.gov.ge
შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის საფუძვლებია:
შრომითი იმიგრანტისთვის/თვითდასაქმებული უცხოელისთვის საქართველოში D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლის ან შეწყვეტის მომენტში ბინადრობის ნებართვა არ ექნება მოპოვებული;
შრომითი იმიგრანტისთვის/თვითდასაქმებული უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა;
შრომითი იმიგრანტის/თვითდასაქმებული უცხოელის მიერ D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად დადგენილ ვადაში განცხადების წარუდგენლობა;
შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტზე/თვითდასაქმებულ უცხოელზე D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება;
შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების
საფასური
1. შრომითი იმიგრანტისთვის/თვითდასაქმებული უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურება ფასიანია. მომსახურების საფასური დიფერენცირებულია ვადის მიხედვით და შეადგენს:
ა) შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნა - განცხადებისა და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისას - 200 ლარს;
ბ) შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნა - განცხადებისა და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისას - 400 ლარს;
გარდამავალი დებულებები
იმ თვითდასაქმებულ უცხოელებთან მიმართებაში, რომლებიც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით უკვე ახორციელებენ საქართველოში შრომით/სამეწარმეო საქმიანობას,არიან მოქმედი საწარმოების პარტნიორები ან სხვაგვარად არიან ჩართულნი სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში, რომლიდანაც იღებენ ფინანსურ სარგებელს, მათ მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული აღსრულების მექანიზმი ამუშავდეს 2026 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში (www.Labourmigration.moh.gov.ge) რეგისტრირებულმა იმ შრომითმა იმიგრანტმა, რომელსაც 2026 წლის 1 მარტის მომენტისთვის რეგისტრაციის სტატუსი აქვს აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის 1იანვრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.
შრომითი საქმიანობის უფლების არ გაიცემა
შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, მგზავრების გადაყვანას, ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებას.
შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე,რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა - 200.
როგორ გეხმარებათ IBCCS TAX საქართველო პროფესიონალურ სამართლებრივი კონსულტაციით?
IBCCS TAX საქართველო გთავაზობთ სტრუქტურირებულ და პრაქტიკაზე დაფუძნებულ მხარდაჭერას 2026 წლის შრომითი საქმიანობისა და ბინადრობის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ:
კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად თქვენი დასაშვებობის წინასწარ შეფასებაში
დოკუმენტაციის სწორ და სრულყოფილ მომზადებაში
დამსაქმებლისა და თვითდასაქმებული პირის ვალდებულებების ანალიზში
სახელმწიფო სააგენტოს ელექტრონული სისტემით განაცხადის პროცესის მართვაში
ვიზისა და ბინადრობის ნებართვის პროცესთან სინქრონიზაციაში
რისკების იდენტიფიცირებასა და პრევენციაში
ჩვენი იურიდიული გუნდი უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ, კონკრეტულ საქმეზე მორგებულ მხარდაჭერას, მათ შორის დასაშვებობის შეფასებას, დოკუმენტაციის მომზადებას, შესაბამისობის დაგეგმვასა და თქვენს ბინადრობის სტატუსთან შესაბამის სტრატეგიულ კონსულტაციას.
დაგვიკავშირდით: helloGeorgia@ibccs.tax or +995 32 24 24 837
ვის ეხება შრომითი საქმიანობის ახალი რეგულაციები?
ცვლილებები ვრცელდება იმ უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში არ ფლობენ მუდმივ ბინადრობის ნებართვას და ამასთანავე:
აპირებენ დასაქმებას ადგილობრივ დამსაქმებელთან;
ან საქმიანობენ/აპირებენ საქმიანობას თვითდასაქმებულის სტატუსით.
რა განსხვავებაა შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელს შორის?
შრომითი იმიგრანტი - დასაქმებულია კონკრეტულ დამსაქმებელთან და კონკრეტულ პოზიციაზე
თვითდასაქმებული უცხოელი - საქმიანობს დამოუკიდებლად (მეწარმე, პარტნიორი, კონტრაქტორი და სხვ.) ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.
როგორ ხდება შრომითი საქმიანობის უფლების მიღება დასაქმების შემთხვევაში?
დამსაქმებელი ვალდებულია:
ვაკანსია მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე განათავსოს worknet.moh.gov.ge-ზე;
თუ შესაბამისი ადგილობრივი კანდიდატი ვერ მოიძებნა, მიმართოს სააგენტოს labourmigration.moh.gov.ge-ის მეშვეობით.
როგორ ხდება პროცედურა თვითდასაქმებულისთვის?
უცხოელი თავად წარადგენს განცხადებას და დოკუმენტაციას სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, გადაიხდის მომსახურების საფასურს და გაივლის სავალდებულო ვიდეოგასაუბრებას.
როგორ ხდება პროცედურა თვითდასაქმებულისთვის?
30 კალენდარულ დღეში განხილვა - 200 ლარი
10 სამუშაო დღეში დაჩქარებული მომსახურება - 400 ლარი
ვრცელდება თუ არა პროცედურა ყველა კომპანიაზე?
არა. გამონაკლისებია:
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიები
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიები
გარკვეული მაღალანაზღაურებადი (15,000 ლარზე მეტი) და სპეციალიზებული პოზიციები
როდის შეიძლება შეწყდეს შრომითი საქმიანობის უფლება?
უფლება წყდება, თუ:
გაუქმდა ან ამოიწურა D1 ვიზა ან ბინადრობის ნებართვა
განაცხადი არ წარედგინა დადგენილ ვადაში
მიღებულია უარყოფითი გადაწყვეტილება
არსებობს თუ არა შეზღუდული საქმიანობები?
შრომითი საქმიანობის უფლება არ გაიცემა:
საკურიერო მომსახურებაზე
მგზავრთა გადაყვანაზე
ტურისტული გიდის მომსახურებაზე
სამთო/სათხილამურო გამყოლებზე მოქმედებს წლიური კვოტა - 200.



Comments