top of page

ბინადრობის ნებართვა საქართველოში - საემიგრაციო & საგადასახადო სერვისები

საცხოვრებელი გარემოს შეცვლა ყოველთვის გამოწვევებთანაა დაკავშირებული. მით უმეტეს მაშინ, თუ არა უბრალოდ სხვა სახლში, არამედ სხვა ქვეყანაში გადადიხართ. ბევრ ადამიანს მსგავსი ცვლილება აშინებს. და მაინც, თუ არჩევანი საქართველოზე შეაჩერეთ, მნიშვნელოვანია, თქვენი ყველა დოკუმენტი კანონთან სრულ შესაბამისობაში იყოს. 

იმისთვის, რომ პრობლემები თავიდან აირიდოთ, აუცილებელია გამოცდილი პარტნიორის - IBCCS TAX საქართველოს მხარდაჭერით ისარგებლოთ. 

მნიშვნელობა არ აქვს საქართველოდან დისტანციურად მუშაობას აპირებთ, ბიზნესის სამართავად უფრო მოსახერხებელ ადგილს ეძებთ თუ უბრალოდ, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება გსურთ - IBCCS TAX საქართველოში დაგეხმარებით, რომ ბინადრობის ნებართვა საქართველოში მოიპოვოთ. გარდა ამისა, მხარდაჭერას ისეთ საკითხებში აღმოგიჩენთ, როგორიცაა შრომითი ბინადრობის ნებართვა, საგადასახადო რეზიდენტობა, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა და სხვა. 

მიიღეთ კომპლექსური მხარდაჭერა ბიზნესისა და პერსონალის რელოკაციის (გადმოტანის), საემიგრაციო პროცესებისა და საგადასახადო ოპტიმიზაციის მიმართულებით. ენდეთ მათ, ვისაც საერთაშორისო გამოცდილება, შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია აქვს.

აირჩიეთ ჩვენი გუნდი და დაივიწყეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა ენობრივი სირთულეები, კულტურული სხვაობა და იურიდიული საჭიროებები. IBCCS TAX საქართველოში დაგეხმარებით, რომ ახალ გარემოში თავი კომფორტულად იგრძნოთ და მართებული კორპორატიული გადაწყვეტილებები მიიღოთ. 

დაჯავშნეთ ზარი
IBCCS Expat Services image

შრომითი, საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა საქართველოში - ის, რაშიც IBCCS TAX საქართელო დაგეხმარებათ

საქართველოს კანონმდებლობით, სულ 11 ტიპის ბინადრობის ნებართვა არსებობს. ახლა ყურადღებას მხოლოდ სამ მათგანზე გავამახვილებთ. ჩვენი გუნდის მხარდაჭერით, მიზნისკენ მიმავალ გზას ბევრად უფრო მარტივად, სწრაფად და ეფექტურად გაივლით. 

1. შრომითი ბინადრობის ნებართვა

იყენებენ მეწარმეები, რომლებიც მცირე ან საშუალო ბიზნესს საქართველოში იწყებენ. გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:

  • ეკონომიკური ბარიერი: კომპანიის წლიური ბრუნვა თითოეულ უცხოელზე, რომელიც ბინადრობას ითხოვს, მინიმუმ 50 000 ლარი უნდა იყოს. თუ კომპანიას ორი უცხოელი მფლობელი ჰყავს და ორივეს ბინადრობის უფლების მიღება სურს, ბრუნვა 100 000 ლარს უნდა აჭარბებდეს;

  • გამონაკლისი: სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ბარიერი 35 000 ლარია;

  • პირადი შემოსავალი: განმცხადებლის ხელფასი არ უნდა იყოს ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები (ამჟამად, ეს დაახლოებით 1,200 - 1,300 ლარია);

  • ხანგრძლივობა: თავდაპირველად ნებართვა 6 თვით ან 1 წლით გაიცემა. მისი გაგრძელება შესაძლებელია 12 წლამდე, რის შემდეგაც პირს მუდმივი ბინადრობის მოთხოვნა შეუძლია.

2. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა (უძრავი ქონება)

შეიძლება ითქვას, რომ ეს არის „ინვესტიცია ცხოვრებისთვის“ - იდეალურია მათთვის, ვისაც უბრალოდ საქართველოში გადმოსვლა სურს. 

  • ქონების ღირებულება: უნდა ფლობდეთ უძრავ ქონებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო მიწისა), რომლის საბაზრო ფასი მინიმუმ $100 000-ის ეკვივალენტია ლარში;

  • აუცილებელი პროცედურა: ქონების ღირებულება აკრედიტებულმა შემფასებელმა უნდა დაადასტუროს;

  • ოჯახური პრივილეგია: ბინადრობის ნებართვის მიღება ქონების მესაკუთრის მეუღლესა და შვილებსაც შეუძლიათ;

  • ხანგრძლივობა: ნებართვა ერთწლიანია და ყოველ წელს ახლდება, თუ ქონება კვლავ თქვენს საკუთრებაშია.

3. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა საქართველოში

ეს არის „პრემიუმ“ კატეგორია, რომლითაც მუდმივი ბინადრობისკენ გზა იხსნება. 

ფინანსური ზღვარი: მინიმუმ $300 000-ის (ექვივალენტი ლარში) ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკაში.

ამ ტიპის ნებართვის მისაღებად ორი გზა არსებობს. პირველი, ეს არის ბიზნეს-ინვესტიცია. თუ თანხას ბიზნესში დებთ, 5-წლიან ნებართვას მიიღებთ. ამ პერიოდში კომპანიას მზარდი წლიური ბრუნვა უნდა ჰქონდეს. პირველ წელს $50 000, მეორე წელს $100 000 და ა.შ. 5 წლის კი მუდმივი ბინადრობის უფლებას მიიღებთ. 

მეორე გზაც არსებობს. თუ $300 000-ზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას ყიდულობთ, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღება მაშინვე შესაძლებელია. 

ნებისმიერი ტიპის ბინადრობის მოთხოვნისას, აუცილებელია განმცხადებელი საქართველოში კანონიერად იმყოფებოდეს. IBCCS TAX საქართელო უზრუნველყოფს, რომ ბინადრობის ნებართვა საქართველოში რაც შეიძლება სწრაფად, დაბრკოლებების გარეშე მიიღოთ.

ჩვენი იურიდიული სერვისი

იურიდიული მომსახურება ყველა იმ ადამიანს სჭირდება, ვინც საქართველოში უცხო ქვეყნიდან ჩამოდის. 

ამ სფეროში ჩვენი სერვისი შემდეგ ძირითად საკითხებს მოიცავს:​

  • ბიზნესის რეგისტრაცია; 

  • საბანკო ანგარიშის გახსნა; 

  • დოკუმენტების თარგმნა;

  • დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმება; 

  • კონსულტირება ინვესტიციების თაობაზე;

  • სასამართლო დავები. 

IBCCS TAX საქართველოში ისეთი სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც ადგილობრივ კანონმდებლობასა და რეგულაციებს საფუძვლიანად იცნობენ. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ და საქმე ჩვენ მოგვანდოთ. 

Batumi construction

საემიგრაციო და რელოკაციის მხარდაჭერა

ჩვენი კომპანია საერთაშორისო პერსონალისა და ბიზნესის მფლობელების საქართველოში რელოკაციის პროცესს სრულად მართავს.

  • ვიზების მხარდაჭერა: სავიზო პროცედურების მართვა გუნდის წევრებისთვის, რომლებიც სამუშაოდ საქართველოში გადმოდიან;

  • ნებართვების მოპოვება: დახმარება სხვადასხვა ტიპის ნებართვების მოპოვებაში, რაც ქვეყანაში ლეგალური ოპერირებისა და ცხოვრებისთვის აუცილებელია;

  • საცხოვრებლის მოწყობა: საერთაშორისო თანამშრომლებისთვის საცხოვრებელი პირობების მოწესრიგებისა და დაბინავების ხელშეწყობა;

  • ბიზნესის რელოკაციის გზამკვლევი: სპეციალიზებული კონსულტაციები ბიზნესის საქართველოში გადმოტანის ან ლოკალურად დაფუძნების შესახებ.

საგადასახადო სერვისები ფიზიკური პირებისა და უცხოელი რეზიდენტებისთვის

პერსონალის გადმოყვანასთან ერთად, IBCCS TAX საქართველო ყველა თანმდევ საგადასახადო ვალდებულებას მართავს.

 

ესენია:

  • საშემოსავლო გადასახადის დეკლარირება: ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადისა და დაკავების გადასახადის (Withholding Tax) ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;

  • საერთაშორისო შემოსავლების დაბეგვრა: საერთაშორისო შემოსავლების დაბეგვრის სტრუქტურირება და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებების (Double Tax Treaties) გამოყენების ანალიზი;

  • ტრანსსასაზღვრო ოპერაციები: ტრანსსასაზღვრო ოპერაციების საგადასახადო ანალიზი და გლობალური ოპერაციების საგადასახადო მოდელირება;

  • პერსონალის რეგისტრაცია: დაქირავებულ პირთა რეესტრში თანამშრომლების აღრიცხვა და ავტორიზებულ პორტალზე გადამხდელის საინფორმაციო ბარათის მართვა.

Bank of Georgia building Tbilisi

შესაბამისობა და სამართლებრივი უსაფრთხოება (Compliance)

აღსანიშნავია, რომ რელოკაციისას განსაკუთრებული ყურადღება გამჭვირვალობასა და საერთაშორისო სტანდარტებს ეთმობა:

  • AML/KYC პროტოკოლები: ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) და „იცნობდე შენს კლიენტს“ (KYC) პროცედურების დანერგვა, რაც ბანკებთან და ინვესტორებთან მუშაობისთვის აუცილებელია;

  • სანქციების სკრინინგი: გლობალური სანქციების სიებში გადამოწმება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ვერიფიკაცია;

  • რისკების შეფასება: კლიენტების რისკ-სკორინგი და მუდმივი მონიტორინგი საემიგრაციო და ბიზნეს რეგულაციებთან შესაბამისობის მიზნით.

ჩვენი ექსპერტიზა საემიგრაციო სამართალს, საგადასახადო დაგეგმარებასა და ბუღალტერიას აერთიანებს. კომპანიაში კლიენტებს „ერთი ფანჯრის“ პრონციპით მომსახურებას ვთავაზობთ.

საგადასახადო რეზიდენტობა - 183 დღის წესი, ორმაგი დაბეგვრა, CRS

საგადასახადო რეზიდენტობა და მოქალაქეობა (ან ბინადრობის ნებართვა საქართველოში) სხვადასხვა ცნებებია. საგადასახადო რეზიდენტობა პირსა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივი კავშირია. ის განსაზღვრავს კონკრეტულმა ადამიანმა გლობალური შემოსავლიდან გადასახადები სად უნდა გადაიხადოს. 

ამ შემთხვევაშიც, ყველა საჭირო დეტალის დაზუსტებასა და პროცესის ეფექტურად წარმართვაში IBCCS TAX Georgia-ს გუნდი დაგეხმარებით. 

183 დღის წესი (ფიზიკური ყოფნის პრინციპი)

საგადასახადო რეზიდენტობის მისაღებად აუცილებელია საქართველოში 183 დღით ყოფნა - ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში.

თუ რეზიდენტი გახდებით, თქვენი მსოფლიო მასშტაბით მიღებული შემოსავალი შეიძლება დეკლარირებას დაექვემდებაროს. გარდა იმ შემოსავლისა, რომელიც მიღებულია საქართველოში არსებული წყაროდან და უკვე დაიბეგრა.

ორმაგი დაბეგვრა (Double Taxation)

ეს არის სიტუაცია, როდესაც ორი სახელმწიფო ერთი და იმავე შემოსავლის დაბეგვრაზე ერთდროულად აცხადებს პრეტენზიას. მაგალითად, ერთი როგორც ქვეყანა, სადაც შემოსავალი წარმოიქმნა, ხოლო მეორე - როგორც პირის რეზიდენციის ქვეყანა.

გამოსავალი არსებობს - საქართველო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება (DTAA) 58-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.

CRS (Common Reporting Standard)

CRS არის ფინანსური ინფორმაციის ავტომატური გაცვლის საერთაშორისო სტანდარტი, რომლის მიზანი გადასახადებისგან თავის არიდების პრევენციაა.

ბანკები უცხოელი რეზიდენტების მონაცემებს შემოსავლების სამსახურს გადასცემენ, რომელიც მათ შესაბამისი ქვეყნის საგადასახადო უწყებას ავტომატურად უზიარებს. 2024-2025 წლებიდან საქართველო ინფორმაციის გაცვლის სისტემაში ჩაერთო. 

ცვლილების გამო, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგადასახადო რეზიდენტობის სტატუსის სწორად მართვა, რათა გაუთვალისწინებელი დეკლარირების ვალდებულებები თავიდან აიცილოთ. ამისთვის საჭიროა ბუღალტრული მომსახურება. 

IBCCS TAX საქართელოს ექსპერტიზა სწორედ ამაში დაგეხმარებათ.

როდესაც საქმე ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ეხება, როგორიც ქვეყნის შეცვლაა, საქმე მხოლოდ სპეციალისტებს უნდა მიანდოთ. ჩვენი საერთაშორისო გამოცდილება თქვენი სიმშვიდის საფუძველი გახდება. 

დაგვიკავშირდით ნომერზე +995 32 24 24 837 და დაჯავშნეთ კონსულტაცია.

bottom of page