გამოსავლის პოვნა ჩვენი სპეციალობაა
ჩვენ გეხმარებით მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები ქართულ ბაზარზე კომპანიის დასაფუძვნებლად ან მის გადმოსატანად სხვა ქვეყნიდან, საბუღალტრო, იურიდიული და საგადასახადო საკითხების მოსაწესრიგებლად, ბინადრობის შესაცვლელად, უძრავ ქონებაში, პროექტებსა და სტარტაპებში ინვესტიციებისს განსახორციელებლად, აგრეთვე დამატებით სხვა საკითხების მოსაგვარებლად.
ვინ ვართ ჩვენ
"IBCCS საქართველო" საერთაშორისო კომპანი IBCCS Tax-ის ქართული წარმომადგენლობაა. ჩვენ გეხმარებით აღმოაჩინოთ საქართველოს არაჩვეულებრივი პოტენციალი როგორც ბიზნესისთვის, ასევე საცხოვრებლად.
ლიმასოლში (კვიპროსი), ტალინსა (ესტონეთი) და ერევანში (სომხეთი) მდებარე ოფისები საშუალებას გვაძლევს უფრო ეფექტურად ვითანამშრომლოთ კლიენტებსა თუ პარტნიორებთან და ვუზრუნველვყოთ მრავალფეროვანი, ინკლუზიური სამუშაო გარემო ჩვენი თანამშრომლებისთვის.
აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ სურვილის შემთხვევაში, "IBCCS საქართველოს" მომსახურების მიღება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, გამოცდილი პარტნიორების დიდი ქსელის მეშვეობით.
ჩვენ ვართ მოტივირებული ბიზნესკონსულტანტების გუნდი, რომელიც მუდამ მზადაა იურიდიულ და საერთაშორისო საგადასახადო საკითხებში თქვენს მხარდაჭერად.
გამოცდილება საერთაშორისო საგადასახადო საკითხებში და ადგილობრივი კანონმდებლობის ცოდნა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივებია. სწორედ ამიტომ შეგვიძლია მომსახურებები კლიენტის ინდივიდუალურ საჭიროებს მოვარგოთ და წარმატებული საქმიანობისათვის აუცილებელი ყველაზე ოპტიმალური გამოსავლიც შევთავაზოთ.
ველით თქვენთან თანამშრომლობას!
გაიცანით ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი ფლობს ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას საერთაშორისო საგადასახადო, საბუღალტრო და სამართლებრივ სფეროებში.
ჩვენ დროს ვუთმობთ თქვენი მიზნებისა და ამოცანების გათავისებას, რათა დავსახოთ მოქმედების საუკეთესო გზები სასურველი შედეგებისის მისაღწევად.
Ჩვენი ღირებულებები
ეფექტურად მუშაობა, მაღალი პასუხისმგებლობა და ერთგულება კომპანიის ძირითადი ღირებულებებია.
გვჯერა და მივისწრაფით კლიენტებთან/პარტნიორებთან გრძელვადი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისკენ, რაც მხოლოდ ნდობასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული კომუნიკაციით მიიღწევა.
თითოეული კლიენტი/პარტნიორი ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია - სწორედ ამიტომ ვუზიარებთ მათ საქართველოში საქმიანობის მრავალფეროვან შესაძლებლობებს და გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და ბიზნეს გარემოს გათვალისწინებით შემუშავებულ რეკომენდაციებს ვთავაზობთ.
ხედვა
ვაქციოთ გამოწვევები შესაძლებლობად!
ჩვენი სურვილია ვიყოთ წამყვანი ბიზნეს საკონსულტაციო ფირმა - ცნობილი სანდოობით, გამჭვირვალობითა და დღევანდელი თუ ხვალინდელი გამოწვევებისადმი მდგრადი, ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღების უნარით. აღიარებული პროფესიონალიზმით, გამოცდილებითა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომებით.
Მისია
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ კლიენტებსა და პარტნიორებს იმ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, რომელიც მათი ბიზნესის ზრდას, განვითარებასა და წარმატებას განაპირობებს.
თითოეულ კლიენტთან ვმუშაობთ ინდივიდუალურად, საუკეთესო პროფესიულ პრაქტიკაზე დაყრდნობით საერთო მიზნების მისაღწევად.
მზად ხართ განავითაროთ თქვენი ბიზნესი საზქართველოში ან სხვა ქვეყნებში?
დაგვიკავშირდით