ბუღალტრული მომსახურება საქართველოში - პროფესიონალური საბუღალტრო და საგადასახადო გადაწყვეტილებები
ბიზნესის წარმატებისთვის ზუსტი საბუღალტრო აღრიცხვა და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მცირე უზუსტობამაც კი შესაძლოა დიდი ფინანსური და რეპუტაციული ზიანი მოგიტანოთ. ამიტომაც, საქმე მათ მიანდეთ, ვინც ზუსტად იცის, რას აკეთებს.
საერთაშორისო გამოცდილება, თანამშრომელთა კვალიფიკაცია და ინდივიდუალური მიდგომა - ამ ყველაფერს IBCCS TAX საქართველო აერთიანებს.
ჩვენი კომპანია IBCCS TAX International Group-ის წევრია და ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში, სხვადასხვა სექტორთან მუშაობის გამოცდილება დაგვიგროვდა. ვეხმარებით როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კომპანიებს, რათა საქართველოში საქმიანობა ეფექტურად მართონ.
სწორედ ამიტომ, შეგვიძლია, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კვალიფიციური ბუღალტრული მომსახურება შევთავაზოთ. ჩვენთვის კლიენტები გრძელვადიანი პარტნიორები ხდებიან, რადგან ხარისხიან სერვისს იღებენ.
რომელი სექტორის წარმომადგენლებს ვემსახურებით?
IBCCS TAX საქართველოში შეგვიძლია, რომ საბუღალტრო სერვისი ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შევთავაზოთ. ვინაიდან, ამის საფუძვლიანი გამოცდილება გვაქვს.
კერძოდ, ჩვენ საშუალება გვაქვს, საბუღალტრო მომსახურება შემდეგი დარგების წარმომადგენლებს გავუწიოთ:
-
პროგრამული მხარდაჭერა და უზრუნველყოფა;
-
მშენებლობა და დეველოპერული საქმიანობა;
-
წარმოება;
-
გაზი და ნავთობი;
-
განახლებადი ენერგია;
-
ტურიზმი და დასვენება;
-
სოფლის მეურნეობა;
-
ლოჯისტიკა და ვაჭრობა.
ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი კლიენტებსა და პარტნიორებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს იღებს, რითაც თქვენს საქმეს ბევრად გაამარტივებს.
ბუღალტრული მომსახურება - რა საკითხებს მოიცავს?
ბუღალტრული სერვისი, საერთაშორისო სტანდარტების (IFRS და GAAP) შესაბამისად, კომპანიის ფინანსური საქმიანობის სრულ მართვას გულისხმობს. ძირითადი მიმართულებებია:
-
მიმდინარე საბუღალტრო აღრიცხვა - აღრიცხვის პროგრამაში ისეთი ფინანსური ტრანზაქციების ჩაწერა, როგორებიცაა გაყიდვები, შესყიდვები, მიღებები და გადახდები;
-
დოკუმენტბრუნვის მართვა - ინვოისების, ხელშეკრულებებისა და სხვა დამხმარე საბუთების გამოწერა, მიღება, დადასტურება და მათი საბუღალტრო სისტემაში ატვირთვა;
-
ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგება - წლიური ანგარიშგების, მათ შორის მოგება-ზარალის უწყისისა და ბალანსის მომზადება და წარდგენა;
-
ხელფასების ადმინისტრირება (Payroll) - თანამშრომელთა ხელფასების დათვლა, გადასახადებისა და სხვა კანონით გათვალისწინებული დაქვითვების გაანგარიშება;
-
სპეციალიზებული სერვისები - ეს მენეჯერულ აღრიცხვას, შიდა კონტროლის სისტემების შექმნას, ხარჯების ოპტიმიზაციასა და ERP სისტემების ინტეგრაციას მოიცავს.
ინდუსტრიული ექსპერტიზა
სხვადასხვა ინდუსტრიას განსხვავებული ბუღალტრული და საგადასახადო გამოწვევები აქვს. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა სექტორში გვაძლევს შესაძლებლობას, ბიზნესებს შევთავაზოთ პრაქტიკული, მათ საქმიანობაზე მორგებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ითვალისწინებს თითოეული ინდუსტრიის სპეციფიკურ მოთხოვნებს.
IBCCS TAX საქართველო მომსახურებას უწევს კომპანიებს, რომლებიც საქმიანობენ პროგრამული უზრუნველყოფისა და IT-ის, მშენებლობისა და უძრავი ქონების განვითარების, წარმოების, ნავთობისა და გაზის, განახლებადი ენერგიის, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის, მედიისა და გართობის, სოფლის მეურნეობის, ლოჯისტიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროებში.
ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის ვთავაზობთ სპეციალიზებულ ბუღალტრულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს ინვესტორებისთვის მზადყოფნაში მყოფ ფინანსურ ანგარიშგებას, კაპიტალის სტრუქტურის მართვის მხარდაჭერასა და მასშტაბირებისთვის გამართულ ფინანსურ პროცესებს. ჩვენი გუნდი კარგად იცნობს სხვადასხვა ინდუსტრიის საგადასახადო და მარეგულირებელ მოთხოვნებს საქართველოში და თითოეული ბიზნესისთვის ინდივიდუალურად მორგებულ გადაწყვეტილებებს ქმნის.
ადრეული ეტაპის სტარტაპებიდან მსხვილ კომპანიებამდე, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ბუღალტრული პროცესების ეფექტიან მართვას, რეგულაციებთან შესაბამისობასა და ბიზნესის გრძელვადიან განვითარებას. ასევე, ტექნოლოგიურ სტარტაპებს ვეხმარებით ძლიერი ფინანსური სისტემების ჩამოყალიბებასა და ინვესტიციების მოსაზიდად საჭირო ფინანსური მზადყოფნის უზრუნველყოფაში.
რატომ უნდა აირჩიოთ IBCCS TAX საქართელოს ბუღალტრული მომსახურება?
შიდა ფინანსური დეპარტამენტის შექმნა და მართვა მნიშვნელოვან დროს, ფინანსურ რესურსსა და ადამიანურ კაპიტალს მოითხოვს. IBCCS TAX საქართველოსთან თანამშრომლობით კი, თქვენი ბიზნესი დაუყოვნებლივ იღებს გამოცდილ ბუღალტრებზე, საგადასახადო კონსულტანტებსა და ფინანსურ ექსპერტებზე წვდომას - დამატებითი ადმინისტრაციული და საოპერაციო ხარჯების გარეშე.
IBCCS TAX საქართველოს ბუღალტრული მომსახურებით შეგიძლიათ სრულად კონცენტრირდეთ თქვენი ბიზნესის განვითარებაზე, ხოლო შესაბამისობის, ანგარიშგებისა და ფინანსური ადმინისტრირების პროცესები ჩვენს გამოცდილ გუნდს მიანდოთ. ჩვენი მიზანია შევამციროთ ფინანსური და საგადასახადო რისკები, გავზარდოთ ოპერაციული ეფექტიანობა და უზრუნველვყოთ, რომ თქვენი ყველა ფინანსური ვალდებულება დროულად და სრულყოფილად შესრულდეს.
დამატებითი პირობები და უპირატესობები
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხთან ერთად, აღსანიშნავია, რომ IBCCS TAX საქართველოში შემუშავებული გვაქვს პირობები, რომელთაც კლიენტებს ვთავაზობთ. ამის გამო, ბიზნესის წარმომადგენლებისა და ინდივიდუალური პირებისთვის ჩვენთან თანამშრომლობა ხელსაყრელი და სასურველია. ეს უპირატესობებია:
-
კონსულტაციები - ყოველთვიური მომსახურება ანგარიშის მენეჯერთან ან ბუღალტერთან ერთსაათიან უფასო კონსულტაციას მოიცავს. დროის გადაჭარბების შემთხვევაში, დამატებითი საათობრივი ტარიფი მოქმედებს;
-
მარეგულირებელი შესაბამისობა - დაქირავებულ პირთა რეესტრის წარმოება და ავტორიზებულ პორტალზე გადამხდელის საინფორმაციო ბარათის მუდმივი განახლება;
-
სტარტაპების მხარდაჭერა - სპეციალური სერვისები ადრეულ ეტაპზე მყოფი ბიზნესებისთვის, რაც კაპიტალის ცხრილის (Cap table) მართვას და ინვესტიციების დოკუმენტირებას მოიცავს.
რატომ უნდა აირჩიოთ IBCCS TAX საქართველო?
IBCCS TAX საქართველო ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. დიდი გამოცდილება და წარმატებული საქმიანობა ჩვენი მთავარი ნიშაა. სწორედ ამიტომ, ადამიანები თავიანთ ბიზნესსა თუ ფინანსებზე ზრუნვას გვანდობენ. ჩვენ ვსარგებლობთ ნდობით, რომელიც თითოეული თანამშრომლის შრომის შედეგად დავიმსახურეთ.
ქართულ ბაზარზე ჩვენი კომპანია მთელი რიგი უპირატესობებით გამოირჩევა და ბუღალტრული მომსახურება მაღალ დონეზე წარიმართება. რატომ უნდა მოგვამართოთ? - ამას შემდეგი მიზეზები აქვს:
-
საერთაშორისო ქსელი - ჩვენი ოფისები საქართველოში, კვიპროსში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და უზბეკეთში საშუალებას გვაძლევს რთული, ტრანსსასაზღვრო ოპერაციები ვმართოთ;
-
გამჭვირვალობა - ჩვენი პრიორიტეტია პირდაპირი კომუნიკაცია და მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაო;
-
თანამშრომლების კვალიფიკაცია - გუნდის წევრების 85%-ს უცხოელ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება აქვს, ხოლო 95% უცხო ენებს ფლობს;
-
ინდივიდუალური მიდგომა - ჩვენ ვქმნით გადაწყვეტილებებს, რომლებიც მორგებულია თქვენი ინდუსტრიის სპეციფიკაზე, იქნება ეს IT სექტორი, ლოჯისტიკა, მშენებლობა თუ კრიპტოვალუტები;
-
კომპლექსურობა - შეგიძლიათ ერთ სივრცეში როგორც საბუღალტრო, ისე იურიდიული და საგადასახადო კონსულტაცია მიიღოთ.
რასაკვირველია, თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ ფინანსური ანგარიშგება ზუსტი და დროული იყოს. ჩვენი გუნდი მზად არის საქართველოში თქვენი გრძელვადიანი პარტნიორი გახდეს.

საგადასახადო მომსახურება საქართველოში | თბილისი & ბათუმი:
-
საგადასახადო დაგეგმვა და კონსულტაცია
-
საგადასახადო შესაბამისობა - ადგილობრივ კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა
-
ტრანზაქციებთან დაკავშირებული საგადასახადო კონსულტაცია
-
საგადასახადო აუდიტი
-
წინასწარი გადაწყვეტილების მიღება
-
წარმომადგენლობა ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში
-
საგადასახადო დავების წარმოება
-
საგადასახადო შეთანხმების გაფორმება
-
საბუღალტრო მომსახურება საქართველოში | თბილისი & ბათუმი:
ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება:
-
ზუსტი და განახლებადი ფინანსური ჩანაწერების, ტრანზაქციების, ინვოისების, ქვითრების და საბანკო ანგარიშების ჩათვლით
აუდიტი:
-
ფინანსური ჩანაწერების გადახედვა (Revision) საგადასახადო კანონებსა და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფად
ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა და მართვა (Accounting Software)
Ფინანსური მომსახურება საქართველოში | თბილისი & ბათუმი:
-
კომპანიის ფინანსების დაგეგმვა და ადმინისტრირება:
-
კომპანიის მომგებიანობის დაგეგმვა, შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა
-
ინდიკატორების განსაზღვრა
-
ხარჯების ოპტიმიზაცია
-
-
ფინანსური ანგარიშგება:
-
ბუღალტრული ბალანსი
-
შემოსავლის ანგარიშგება
-
ფულადი სახსრების ნაკადების ანგარიშგება
-
-
ბიუჯეტირება და პროგნოზირება:
-
კლიენტის დახმარებას ბიუჯეტის შექმნასა და შენარჩუნებაში
-
ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება პროგნოზირებადი ფინანსური მაჩვენებლების საფუძველზე
-
-
კონსულტაცია:
-
ფინანსურ და ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე რჩევების მიცემა
-
ფინანსური მენეჯმენტი და გასაუმჯობესებელი მიმართულებების იდენტიფიცირება
-
-
ანგარიშწარმოება
-
კორპორატიული კრედიტის აღების უზრუნველყოფა/კონსულტაცია
-
კომპანიის მართვის სისტემისა და ბიზნეს პროცესების შემუშავება და ადმინისტრირება
-
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება

მრავალწლიანი გამოცდილება საბუღალტრო & საგადასახადო კონსულტაციაში
ენდეთ ჩვენს ფართო გამოცდილებას საგადასახადო და საბუღალტრო აღრიცხვის სფეროში, რათა უზრუნველყოთ თქვენი ბიზნესის ეფექტურობა და წარმატება. მომხმარებელთა კმაყოფილებაზე მაქსიმალურად ორიენტირებული IBCCS TAX საქართველო, ინდივიდუალურად გეხმარებათ მიიღოთ პროფესიონალური გადაწყვეტილებები მცირე და მსხვილი ბიზნესებისთვის საქმიანობის წარმართვასთან დაკავშირებით.
დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ უფრო მეტი ჩვენი სერვისების შესახებ, გაიგეთ როგორ შეგვიძლია თქვენი დახმარება
საბუღალტრო და საგადასახადო სერვისები სხვადასხვა სექტორში
IBCCS TAX საქართველოს ექსპერტიზა მოიცავს მრავალფეროვან საქმიანობას.
ჩვენ ვუზრუნველყობთ საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურებას ბიზნესის ფართო სპექტრისთვის, მათ შორის:
-
პროგრამული მხარდაჭერა და უზრუნველყოფა
-
მშენებლობა და დეველოპერული საქმიანობა
-
წარმოება
-
გაზი და ნავთობი
-
განახლებადი ენერგია
-
ტურიზმი და დასვენება
-
სოფლის მეურნეობა
-
ლოჯისტიკა და ვაჭრობა
ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს კლიენტებსა და პარტნიორებზე მორგებული, პროფესიონალური გადაწყვეტილებების მიღებას ზემოთ აღნიშნულ სფეროებში.
თუ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბუღალტრული მომსახურება, საგადასახადო დეკლარაციებისა და ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, RS.GE-ს და SARAS-ის პორტალზე წარდგენა გჭირდებათ - ჩვენს გამოცდილებას ენდეთ.
დაგვიკავშირდით ნომერზე +995 32 24 24 837 და დაჯავშნეთ კონსულტაცია.



