top of page

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკის დოკუმენტი

რედაქცია: 07.04.2026 წ.  

წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი აღწერს შპს „აიბისისიეს ტაქსი“-ს  (ს/ნ 402162360) (შემდგომში - „კომპანია“) მიერ პერსონალური მონაცემთა დამუშავების პრინციპებს და საფუძვლებს, ამასთანავე, მონაცემთა დამუშავების პროცესში მონაცემთა სუბიექტის უფლებათა დაცვის მექანიზმებს და გარანტიებს, ინფორმაციის შენახვისა და უსაფრთხოების საკითხებს. პოლიტიკის დოკუმენტი მონაცემთა სუბიექტს ან/და პოტენციურ მონაცემთა სუბიექტს, დასაქმებულს ან სხვა დაინტერესებულ პირს გამჭვირვალედ, მარტივად და გასაგებ ენაზე შესაძლებლობას აძლევს მიიღოს ინფორმაცია კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესახებ, რაც უზრუნველყობს კომპანიის გამჭვირვალობას მონაცემთა დაცვის მიმართულებით.

 

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - https://www.ibccs.ge/ka/about-us 

 

კომპანიის  მიერ პერსონალური მონაცემები მუშავდება საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა  მარეგულირებელი აქტების შესაბამისად. მონაცემთა სუბიექტის უფლებები დაცულია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მონაცემთა დაცვის ევროპული რეგულაციით(GDPR). 

ამასთანავე, მონაცემთა დამუშავების პროცესში გათვალისწინებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო სამსახურის დადგენილი პრაქტიკა და შესაბამისი რეკომენდაცები. 

 

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1.1 წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების (შემდგომში - „მონაცემი“) დამუშავების ყველა პროცესზე, მათ შორის  დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების მეშვეობით წარმართულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე - ასეთის არსებობის შემთხვევაში;

1.2 წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებსა და წესებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კომპანიის ყველა თანამშრომლისთვის, სტაჟიორისთვის, კონტრაქტორისთვის და სხვა დაკავშირებული პირებისთვის. აღნიშნული წესები მიზნად ისახავს მონაცემთა დაცვის/უსაფრთხოების/შესაბამისობის უზრუნველყოფას და მათი დარღვევა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის პასუხისმგებლობას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

2.1 წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინს/ტერმინებს აქვთ კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა და განიმარტება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს მე-3 მუხლის შესაბამისად; 

მუხლი 3. მონაცემთა დამუშავების პრინციპები

3.1 კომპანია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების  მიზნებისთვის, კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს განუხრელად დაიცვას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ქვემოთ მოცემული პრინციპები:

3.1.1 კანონიერება, სამართლიანობა, გამჭვირვალობა და ღირსების დაცვა – მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონიერად, სამართლიანად, გამჭვირვალედ და მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად. 

განმარტება: მონაცემთა კანონიერი დამუშავება გულისხმობს, რომ მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს შესაბამისი საფუძველი და დაცულია ყველა სამართლებრივი მოთხოვნა. 

სამართლიანობის პრინციპი, მოითხოვს, რომ პერსონალური მონაცემები მონაცემთა სუბიექტის საზიანოდ, დისკრიმინაციულად არ დამუშავდეს, არ აღმოჩნდეს მოულოდნელი ან შეცდომაში შემყვანი.  ამ პრინციპის მიხედვით, მონაცემთა მოპოვება ან სხვაგვარად დამუშავება უსამართლო საშუალებებით, შეცდომაში შეყვანით ან მონაცემთა სუბიექტის ცოდნის გარეშე, დაუშვებელია. 

გამჭვირვალობის პრინციპის მიხედვით, ფიზიკური პირებისთვის მათი მონაცემების დამუშავებამდე უნდა იყოს ნათელი, რომ მათთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვდება, გამოიყენება, ან სხვა სახით დამუშავდება. ამასთანავე, თუ პირებს კომპანიის მიერ გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებათ მათი პერსონალური მონაცემების გამოყენებისა და საჭიროების შესახებ, აღნიშნული მათთვის გასაგები ენით უნდა განხორციელდეს.

მონაცემთა დამუშავების პროცესი უნდა წარიმართოს მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად და არ გამოიწვიოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის რისკი. 

 

3.1.2 მიზნობრიობა – მონაცემები უნდა შეგროვდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნისთვის და არ უნდა იქნეს გამოყენებული ამ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით.

განმარტება: აღნიშნული პრინციპის თანახმად, დამუშავების ოპერაციის მიზნის განსაზღვრა მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის გამოყენებისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შემუშავებისთვის პირველი ეტაპია. ამასთანავე, მიზნის განსაზღვრა სხვა მოთხოვნების დაწესების წინაპირობას წარმოადგენს. მიზნის შეზღუდვის პრინციპი ადგენს საზღვრებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მოცემული მიზნისთვის შეგროვებული პერსონალური მონაცემების დამუშავება და შემდგომი გამოყენება.

 

3.1.3 პროპორციულობა – მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

განმარტება: პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დამუშავების მიზნის მიღწევა, გონივრულობის ფარგლებში, შეუძლებელია სხვა საშუალებებით. დამუშავება არ უნდა იყოს არაპროპორციული ჩარევა მონაცემთა სუბიექტის უფლებებსა და თავისუფლებებში და უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა განსაზღვრული მიზნის მისაღწევად.

 

3.1.4  სიზუსტე – მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი, ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული.

მონაცემთა დამუშავების მიზნ(ებ)ის გათვალისწინებით, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე უზრუნველყოს არაზუსტ მონაცემთა გასწორება, წაშლა ან განადგურება.

 

3.1.5 შენახვის ვადა – მონაცემები  შენახულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

განმარტება: შენახვის ვადის შეზღუდვის პრინციპში მოიაზრება, რომ მონაცემები უნდა წაიშალოს ან განხორციელდეს მათი ანონიმიზაცია, დამუშავების მიზნის მიღწევისთანავე. შენახვის ვადის შეზღუდვის პრინციპი გულისხმობს, რომ პასუხისმგებელმა პირმა წინასწარ უნდა აცნობოს მონაცემთა სუბიექტს შენახვის პერიოდის შესახებ, ასევე, უნდა უზრუნველყოს პრინციპთან შესაბამისობის დემონსტრირება. შესაბამისად, შენახვის ვადები უნდა განისაზღვროს ორგანიზაციის შიგნით, მონაცემთა დამუშავების დაწყებამდე.

 

3.1.6 უსაფრთხოება – მონაცემების არამართლზომიერი დამუშავებისგან დასაცავად მიღებულ უნდა იქნეს თანმდევი საფრთხეების შესაბამისი ორგანიზაციულ - ტექნიკური ზომები.

განმარტება: პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დაცვა მოითხოვს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების დანერგვას, რომელთა მიზანია: მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის (ინციდენტის) თავიდან აცილება და მართვა; მონაცემთა დამუშავების ამოცანების სწორად შესრულება და სხვა პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; და პირთა უფლებების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა.

 

მუხლი 4. მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

4.1 მონაცემთა დამუშავებისას გამოიყენება შემდეგ საფუძვლები:

ა) მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;

ბ) მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება; 

გ) კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები/შემთხვევები;

დ) საჭიროება განცხადების განსახილველად/მომსახურების გასაწევად;

ე) კანონის შესაბამისად მონაცემების საჯაროდ ხელმისაწვდომობა. მონაცემთა სუბიექტის მიერ პირადი ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა;

ვ) პერსონალური მონაცემების დამუშავება შეიძლება განხორციელდეს ერთდროულად რამდენიმე მიზნისთვის. ამ შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს, რომ თითოეული მიზნისთვის:

  1. არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი (მაგალითად, ხელშეკრულება, კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, კომპანიის კანონიერი ინტერესი ან მონაცემთა სუბიექტის თანხმობა); 

  2. დაცული იყოს მონაცემთა დაცვის და კონფიდენციალურობის მოთხოვნები, რომ არ იყოს დარღვეული მონაცემთა სუბიექტის უფლებები.

 

მუხლი 5. რა მონაცემებს ვაგროვებთ და რატომ 

კომპანია აგროვებს და ინახავს პირად მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებულია კლიენტებთან, პარტნიორებთან, თანამშრომლებთან და მათთან დაკავშირებულ პირებთან. მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ კონკრეტული, კანონიერად განსაზღვრული მიზნებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მომსახურების მიწოდება, ბიზნეს პროცესების მართვა, ფინანსური და სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება. კომპანია უზრუნველყოფს, რომ მონაცემები დაცული იქნება ადეკვატური ტექნიკური და ორგანიზაციული ზომებით და გამოყენებული იქნება მხოლოდ დასახელებული მიზნებისთვის.

1. პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები 

მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი, პასპორტის, იურიდიული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი. 

მიზანი: პირის იდენტიფიკაცია, კონტრაქტების გაფორმება და მართვა, სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება, ოფიციალური ჩანაწერების წარმოება და რეგისტრაცია. 

2. საკონტაქტო მონაცემები 

მონაცემები: ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მისამართი. 

მიზანი: კომუნიკაცია კლიენტებთან, პარტნიორებთან და თანამშრომლებთან, ინფორმაცია შეკვეთების, მომსახურების, დავალიანებებისა და სხვა საჭირო საკითხების შესახებ. 

3. დოკუმენტები და შეთანხმებები 

მონაცემები: ხელშეკრულებები, დოკუმენტაციის ასლები, წერილობითი შეთანხმებები, საბანკო რეკვიზიტები. 

მიზანი: ხელშეკრულებების/კონტრაქტების მართვა, ფინანსური ოპერაციების განხორციელება, სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება, ანგარიშგება და ინსპექციის მოთხოვნების დაკმაყოფილება. 

 

4. მოლაპარაკებები და კორესპონდენცია 

მონაცემები: ელ.ფოსტით ან წერილობითი მიმოწერა (ელექტრონულად ან მატერიალურად). 

მიზანი: კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა, მომსახურების ხარისხის კონტროლი, დავალიანებებისა და საქმიან ურთიერთობებთან საკითხების გადაწყვეტა. 

 

5. ბიზნეს მონაცემები 

მონაცემები: კლიენტებისა და პარტნიორების სია, ფინანსური ინფორმაცია (მოთხოვნები, დავალიანებები). 

მიზანი: კლიენტებისა და პარტნიორების მართვა, ფინანსური ანალიზი, რისკების მონიტორინგი, ანგარიშგება და რეგულატორული ვალდებულებების შესრულება. 

 

6. თანამშრომელთა და სტაჟიორების მონაცემები 

მონაცემები: სახელი, გვარი,  პირადი ნომერი, საკონტაქტო მონაცემები, ელ.ფოსტის მისამართი, განათლებისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, CV, საბანკო რეკვიზიტები, მისამართი. 

მიზანი: შრომითი ურთიერთობების მართვა, ხელფასების გაცემა, შიდა კომუნიკაცია, პროფესიული შეფასება და განვითარების უზრუნველყოფა, სამართლებრივი და საგადასახადო ვალდებულებების შესრულება.

 

მუხლი 6.  უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემების დამუშავება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 

  1. მონაცემები მუშავდება მხოლოდ კომპანიის მიერ განსაზღვრული მიზნებისათვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების და აკრძალვების გათვალისწინებით.

  2. უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაამუშაოს მონაცემები მხოლოდ პასუხისმგებელი პირის წერილობითი  (მათ შორის ელექტრონული ფორმით გაცემული) ინსტრუქციების საფუძველზე;

  3. თუ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ პასუხისმგებელი პირის ინსტრუქცია ეწინააღმდეგება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ პასუხისმგებელ პირს; 

  4. უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს, რომ მონაცემებზე წვდომა ჰქონდეთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებიც საჭიროებენ ასეთ წვდომას და რომლებიც ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა;

  5.  უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (მაგ. დაშიფვრა, წვდომის კონტროლი, ლოგირება), რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფ პერსონალურ მონაცემების დაცვას; 

  6. დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი არ არის უფლებამოსილი გადასცეს მონაცემები მესამე პირებს პასუხისმგებელი პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

  7. უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაეხმაროს პასუხისმგებელ პირს მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზებაში (წვდომა, წაშლა, შესწორება და სხვ.);

  8. უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხისმგებელ პირს ნებისმიერი მონაცემთა უსაფრთხოების ინციდენტის შესახებ;

  9. უფლებამოსილი პირი ვალდებულია ჰქონდეს მონაცემთა უსაფრთხოების ინციდენტზე რეაგირების პოლიტიკის დოკუმენტი.


 

მუხლი 7. პერსონალური მონაცემების  დამუშავება და დაცვა

  1. კომპანიაში პერსონალური მონაცემები დეპარტამენტებს შორის გადაიცემა მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობისთვის და განსაზღვრული მიზნებისთვის;

  2. მონაცემებზე წვდომა შეზღუდულია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომლებისთვის და მონაცემთა გაცვლა ხდება დაცული შიდა საკომუნიკაციო არხებითა და ელექტრონული სისტემებით; 

  3. კომპანიის საქმიანობაში მონაცემების დამუშავება ხორციელდება შესაბამისი პროგრამების მეშვეობით: დოკუმენტების მართვისა და არქივაციის სისტემებით; საბუღალტრო/ფინანსური პროგრამებით; კორპორატიული ელექტრონული ფოსტის სისტემების მეშვეობით; 

  4. ყველა თანამშრომელს აქვს ინდივიდუალური ანგარიში ლოგირების სისტემა, ხოლო კომპანია უზრუნველყოფს ტექნიკურ და ორგანიზაციულ დაცვის ღონისძიებებს, მათ შორის: დაშიფვრა, წვდომის კონტროლი, ბექაფები და მონაცემთა არასწორ გამოყენების პრევენციას.

  5. თითოეული თანამშრომელი ინფორმირებულია კონფიდენციალურობის დაცვისა და მისი დარღვევის თანმდევი სამართლებრვი შედეგების შესახებ. 

  6. დასაქმებულებს ინფორმაცია აქვთ მონაცემთა უსაფრთხოების ინციდენტზე რეაგირების პოლიტიკისა და პროცედურის შესახებ; 

 

მუხლი 8. მონაცემთა შენახვის ვადები

8.1 კომპანია ინახავს ინფორმაციას და მონაცემებს (როგორც ელექტრონულ, ისე მატერიალურ ფორმატში) მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მათი დამუშავების მიზნების მისაღწევად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად. 

 

8.2 

Screenshot 2026-04-28 at 22.51.29.png

მუხლი 9. მონაცემთა სუბიექტის უფლებები

 

9.1 კანონი განსაზღვრავს მონაცემთა სუბიექტის შემდეგ უფლებებს, შესაბამისად მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ისარგებლოს ქვემოთ მოცემული უფლებებით:

Screenshot 2026-04-28 at 22.58.53.png

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი  (კომპანია) ვალდებულია  კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელება, მათ შორის, მიიღოს ყველა ზომა ამავე კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის და საჭიროების შემთხვევაში, მათი დემონსტრირების მიზნით.

მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე დამუშავებაზე უფლებამოსილ პირზე მასთან დაცულ/არსებულ მონაცემებთან მიმართებით ასეთის არსებობის შემთხვევაში. 

9.2 მონაცემთა სუბიექტის მიმართვის ფორმა
მონაცემთა სუბიექტს შეუძლია მიმართოს კომპანიას შემდეგი ფორმებით:

 

1. წერილობითი ფორმით: კომპანიის ფიზიკური მისამართზე – საქართველო, თბილისი, ატენის N16 ელექტრონულად: 

2. ელ. ფოსტაზე – helloGeorgia@ibccs.ge
3.  საჭიროების შემთხვევაში, კომპანია შეიძლება უზრუნველყოს სპეციალური ელექტრონული ფორმა ვებსაიტზე მონაცემთა დაცვის საკითხებისთვის. 

მონაცემთა სუბიექტის მიერ საჭირო ინფორმაციის მითითება
 

მიმართვისას სუბიექტმა უნდა მიუთითოს:
1) სრული სახელის და გვარის ან იურიდიული პირის დასახელება;
2) პირადობის დამადასტურებელი ინფორმაცია (მაგალითად, პირადი ნომერი);
3) კონკრეტული მოთხოვნა - პერსონალურ მონაცემთა დაკავშირებით
4) ნებისმიერ შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მისცემს კომპანიას ზუსტად განსაზღვროს მონაცემები, რომელთა შესახებაც მიმართვაა წარმოდგენილი. 

კომპანია განცხადება/საჩივრის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში წერილობითი ფორმით მიაწვდის დასაბუთებულ ინფორმას მონაცემთა სუბიექტს დასმულ საკითხთან დაკავშირებით. 

მუხლი 10. ინციდენტის შესახებ შეტყობინების ვალდებულება

10.1 დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია აღრიცხოს ინციდენტი, დამდგარი შედეგი, მიღებული ზომები და ინციდენტის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 72 საათისა მის შესახებ წერილობით ან ელექტრონულად შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაკლებსავარაუდოა, რომ ინციდენტი მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს ან/და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

 

10.2 თუ ინციდენტი მაღალი ალბათობით გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს ან/და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ინციდენტის აღმოჩენიდან პირველი შესაძლებლობისთანავე, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე აცნობოს მონაცემთა სუბიექტს ინციდენტის შესახებ;

 

10.3 დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს; 

 

10.4 მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს (კომპანიას) შემუშავებული აქვს მონაცემთა უსაფრთხოების ინციდენტზე რეაგირების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელის მიზანია მონაცემთა უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების ერთიანი სტანდარტის განსაზღვრა, რათა უზრუნველყოფილი იყოს პერსონალური მონაცემების დაცვა და რისკების მინიმიზაცია. 

 

მუხლი 11. აღსრულება

11.1 წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად კომპანია  შეიმუშავებს დამატებით წერილობით დოკუმენტებს და იღებს სხვა შესაბამის ზომებს კანონით განსაზღვრული წესით;   

 

11.2 კომპანია, მონაცემთა სუბიექტებთან კომუნიკაციისა  და უფლებების დაცვის რეალიზების მიზნით, მონაცემთა სუბიექტს შესაძლებლობას აძლევს კომპანიას წერილობით მიმართოს  პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:   helloGeorgia@ibccs.ge 

 

11.3 მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული ყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. 

 

11.4 პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი მტკიცდება კომპანიის დირექტორის ბრძანების საფუძველზე და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - https://www.ibccs.ge/ka 

 

მუხლი 12. პოლიტიკის დოკუმენტის მოქმედება და მასში ცვლილების შეტანა

12.1 წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი გადაიხედება სულ მცირე წელიწადში ერთხელ მაინც და საჭიროების შემთხვევაში, მასში სათანადო ცვლილებები განხორციელდება;

12.2 წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი კომპანიის თანამშრომლებისთვის გაცნობის დღიდან შესასრულებლად სვალდებულოა. 

 

თქვენ, როგორც მონაცემტა სუბიექტს უფლება გაქვთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით თქვენუ უფლებების დასაცავად/საჩივრის წარსადგენათ მიმართოთ როგორც  შპს „აიბისისიეს ტაქსი“-ს  ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 

საკონტაქტო ინფორმაცია: 

კომპანიის თბილისი ოფისის მისამართი: 

საქართველო, თბილისი, ატენის N16

ტელეფონი: +995 32 24 24 837

ელ.ფოსტა: helloGeorgia@ibccs.ge 

bottom of page