top of page

ექსპორტის სერვისები საქართველოში

საქართველოს ბიზნეს და სავაჭრო გარემო კომპანიებს ფართო შესაძლებლობებს აძლევს საერთაშორისო ბაზრებზე საქმიანობის განვითარების მიმართულებით. ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმები, სტრატეგიულ ბაზრებზე წვდომა და ბიზნესზე ორიენტირებული რეგულაციური ჩარჩო რეალურ წინაპირობებს ქმნის ექსპორტის წარმატებისთვის - იმ შემთხვევაში, როდესაც სტრატეგიული დაგეგმვა, კანონმდებლობასთან შესაბამისობა და დოკუმენტაციის მართვა ეფექტიანად არის ორგანიზებული.

IBCCS TAX საქართველო ბიზნესებს ექსპორტის პროცესის ყველა ეტაპზე უწევს მხარდაჭერას. იურიდიული, საგადასახადო და ბიზნეს-საკონსულტაციო ექსპერტიზის ინტეგრირებული მიდგომით, ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს საერთაშორისო გაფართოების იდეის გარდაქმნაში სტრუქტურირებულ, პრაქტიკულ და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მყოფ ექსპორტის სტრატეგიად.

დაჯავშნეთ ზარი
IBCCS Expat Services image

საქართველო, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების საფუძველი

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფართო ქსელისა და გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურების გათვალისწინებით, საქართველო ქმნის ხელსაყრელ გარემოს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც გეგმავენ ოპერირებას ან გაფართოებას ევროკავშირის, დსთ-ის რეგიონის, ახლო აღმოსავლეთისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე. ეს კი ბიზნესებისთვის ნიშნავს:

  • კონკურენტულ ფასებს საბაჟო და საგადასახადო პროცესების ოპტიმიზაციის შედეგად;
     

  • სხვადასხვა რეგიონში სწრაფ და ეფექტიან წვდომას მყიდველებსა და პარტნიორებზე;
     

  • საქმიანობის მასშტაბების გაფართოების შესაძლებლობას საქართველოდან, იურისდიქციის შეცვლის გარეშე.
     

ჩვენი როლია უზრუნველვყოთ, რომ აღნიშნული უპირატესობები მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოსა და სხვა სამიზნე ბაზრების სამართლებრივ და რეგულაციურ ჩარჩოებთან სრული შესაბამისობის დაცვით.

სტრატეგიული ექსპორტის დაგეგმვა - კონკურენტული უპირატესობის მიღმა

წარმატებული ექსპორტი მხოლოდ კონკურენტული შეთავაზებით არ განისაზღვრება. იგი მოითხოვს სტრატეგიულ მიდგომას, რომელიც მოიცავს:

  • სამიზნე ბაზრების პრიორიტეტების მკაფიო განსაზღვრას;
     

  • კომპანიის შიდა რესურსებისა და შესაძლებლობების რეალისტურ შეფასებას;
     

  • ბაზარზე შესვლის ეფექტიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებას;
     

  • სავაჭრო რისკების იდენტიფიკაციასა და მათ პროფესიონალურ მართვას.

IBCCS TAX საქართველო თქვენი სტრატეგიული პარტნიორა. ჩვენ ვთანამშრომლობთ თქვენი კომპანიის გუნდთან მიზნების დაზუსტების, შესაბამისი ბაზრის შერჩევისა და ისეთი ექსპორტის მოდელის შემუშავების მიზნით, რომელიც შეესაბამება თქვენს რესურსებს, პროფილსა და გრძელვადიანი ზრდის გეგმას. საერთაშორისო ბაზარზე გასვლის საწყისი იდეიდან დაწყებული, სტრატეგიის რეალურად განხორციელებამდე, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.

ჩვენი ექსპორტის მხარდაჭერის სერვისები საქართველოში

ჩვენ გთავაზობთ ექსპორტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების ინტეგრირებულ პაკეტს, რომელიც კომპანიებს ეხმარება გლობალურ ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში.

Batumi construction

ბაზარზე შესვლისა სტრატეგიის შემუშავება

ექსპორტის პროცესს ვიწყებთ შეფასებით - რამდენად არის თქვენი კომპანია რეალურად მზად საერთაშორისო გაფართოებისთვის და რამდენად სწორად არის შერჩეული სამიზნე ბაზრები და ბაზარზე შესვლის მიდგომა. აღნიშნული ანალიზი ქმნის მყარ საფუძველს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად და ექსპორტის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

ექსპორტისთვის მზადყოფნის შეფასება

ჩვენ ვაანალიზებთ თქვენი კომპანიის მიმდინარე ოპერაციულ მოდელს, შესაძლებლობებს, ფასების პოლიტიკას, ლოჯისტიკას და შიდა პროცესებს, რათა ექსპორტზე გასვლამდე გამოვავლინოთ როგორც ძლიერი მხარეები, ისე პოტენციური ხარვეზები. ეს კი საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ ძვირადღირებული შეცდომები და ჩამოაყალიბოთ რეალისტური მოლოდინები საერთაშორისო გაფართოების პროცესში.

ბაზრის კვლევა და სამიზნე ბაზრების შერჩევ

ჩვენი გუნდი მიზნობრივ ბაზრის კვლევას გთავაზობთ, რათა კომპანიებს დავეხმაროთ პრიორიტეტული ქვეყნების და შესაბამისი სეგმენტის სწორად იდენტიფიცირებაში. შეფასების ფარგლებში ვაანალიზებთ ბაზრის მოთხოვნას, კონკურენტულ გარემოს, რეგულაციურ ბარიერებსა და ხარჯებთან დაკავშირებულ ფაქტორებს, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება იმ ბაზრების სასარგებლოდ, სადაც თქვენს პროდუქტსა თუ მომსახურებას წარმატების ყველაზე მაღალი პოტენციალი აქვს.

ბაზარზე გასვლის სტრატეგია

ჩვენ გეხმარებით გეგმის ჩამოყალიბებაში, რომელიც სრულად შეესაბამება თქვენი ბიზნესის მიზნებსა და სამიზნე ბაზრების სპეციფიკას, მათ შორის:

  • ოპტიმალური გაყიდვების არხების განსაზღვრაში (პირდაპირი გაყიდვები, დისტრიბუტორები, აგენტები, ონლაინ პლატფორმები);

  • ფასების სტრატეგიისა და კომერციული პირობების ფორმირებაში;

  • თითოეული სამიზნე ბაზრისთვის შესაბამისი პოზიციონირების განსაზღვრაში.

პარტნიორების იდენტიფიკაცია და შერჩევა

ჩვენი ფართო ქსელისა და ადგილობრივი კონტაქტების გამოყენებით, ვეხმარებით პოტენციური პარტნიორების, დისტრიბუტორებისა და აგენტების იდენტიფიკაციასა და წინასწარ შეფასებაში. ასევე ვუჭერთ მხარს შერჩევისა და საწყისი მოლაპარაკებების პროცესში, რათა უზრუნველვყოთ თანამშრომლობა სანდო, გამოცდილი და რეპუტაციის მქონე კონტრაგენტებთან.

რეგულაციური და შესაბამისობის სერვისები

საერთაშორისო ვაჭრობა მოიცავს მრავალფენიან რეგულაციურ ჩარჩოს - მათ შორის საბაჟო პროცედურებს, პროდუქტის სტანდარტებს, საკონტრაქტო მოთხოვნებსა და დოკუმენტაციის მართვას. ჩვენ გეხმარებით აღნიშნული მოთხოვნების სწორად, ეფექტურად და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მართვაში, რათა შემცირდეს რისკები და გამარტივდეს საერთაშორისო ოპერაციები.

საბაჟო პროცედურები, მოსაკრებლები და ტარიფები

ჩვენ ვუწევთ კონსულტაციას საბაჟო პროცედურების, ტარიფული კლასიფიკაციისა და შესაბამისი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ეფექტიანი გამოყენების საკითხებზე. ჩვენი მიზანია თქვენი ექსპორტის ნაკადების სტრუქტურირება იმგვარად, რომ შემცირდეს ზედმეტი საბაჟო გადასახადები და თავიდან იქნას აცილებული საზღვარზე წარმოქმნილი შეფერხებები.

პროდუქტის შესაბამისობის სტანდარტები და სერტიფიკაცია

თითოეულ სამიზნე ბაზარს შესაძლოა ჰქონდეს პროდუქტის საკუთარი სტანდარტები, სერტიფიკაციისა და მარკირების მოთხოვნები. ჩვენ გეხმარებით განსაზღვროთ, რომელი რეგულაციები ვრცელდება თქვენს კონკრეტულ პროდუქტზე ან მომსახურებაზე და ვაკოორდინირებთ საჭირო ნებართვებისა და დამტკიცებების მიღების პროცესს.

სამართლებრივი ჩარჩო და კონტრაქტული სტრუქტურები

ჩვენ ვუწევთ კონსულტაციას ექსპორტის ოპერაციების სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის კონტრაქტების სტრუქტურირებაზე, Incoterms®-ის გამოყენებაზე, გადახდის პირობებსა და თქვენსა და პარტნიორებს შორის რისკების სწორ განაწილებაზე. საჭიროების შემთხვევაში, პროცესში ვრთავთ სამიზნე ქვეყნების ადგილობრივ იურისტებს, რათა უზრუნველვყოთ სრულყოფილი სამართლებრივი შესაბამისობა.

ექსპორტის დოკუმენტაცია და პროცედურები

ჩვენ გეხმარებით ექსპორტთან დაკავშირებული ყველა ძირითადი დოკუმენტის მომზადებასა და მართვაში - მათ შორის კომერციული ინვოისების, შეფუთვის სიების, წარმოშობის სერტიფიკატებისა და სატრანსპორტო დოკუმენტების. სწორად და სრულყოფილად მომზადებული დოკუმენტაცია მნიშვნელოვნად ამცირებს საბაჟო შეფერხებების, ჯარიმებისა და ტვირთის დაგვიანების რისკებს.

Bank of Georgia building Tbilisi

ქართული ბიზნესების საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოება

IBCCS TAX საქართველოს მიზანია დაეხმაროს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებს, საქართველო გამოიყენონ გლობალური ოპერაციების მყარ და საიმედო ბაზად. სტრატეგიული დაგეგმვის, საგადასახადო და იურიდიული ექსპერტიზის, ასევე პრაქტიკული ექსპორტის გამოცდილების გაერთიანებით, ჩვენ საერთაშორისო ვაჭრობის სირთულეებს ვაქცევთ სტრუქტურირებულ, პროგნოზირებად და მართვად პროცესად.

მიუხედავად იმისა, პირველად განიხილავთ თუ არა უცხოურ ბაზრებზე გასვლას, ან უკვე არსებული ექსპორტის პორტფელის გაფართოებას გეგმავთ, ჩვენი გუნდი მზად არის:

  • დაგეხმაროთ ექსპორტის პოტენციალის მკაფიო და რეალისტური შეფასებაში;
     

  • შეიმუშაოს პრაქტიკულად განხორციელებადი და თქვენს რესურსებსა და მიზნებზე მორგებული სტრატეგია;

  • უზრუნველყოს რეგულაციურ და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სრული მხარდაჭერა, რათა საერთაშორისო ვაჭრობა უსაფრთხოდ, ეფექტიანად და თავდაჯერებულად განახორციელოთ.

თუ მზად ხართ საქართველოდან ექსპორტის შესაძლებლობების შესასწავლად, დაგვიკავშირდით ჩვენს გუნდს თბილისში ან ბათუმში - რათა დეტალურად განვიხილოთ თქვენი გეგმები და ერთად დავგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები.

დაჯავშნეთ ზარი
გვითხარით თქვენი საჭიროებების შესახებ

ჩვენ სიამოვნებით ვმუშაობთ ახალ კლიენტებთან და გარდავქმნით მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს შესაძლებლობებად.

მოგვაწოდეთ ინფორმაცია და გაგიწევთ ბიზნეს კონსულტაციას

ibccs logo.png

მეილი: helloGeorgia@ibccs.ge

T: +995 32 24 24 837

  • Facebook
  • LinkedIn
  • Youtube
  • Instagram

© 2025 IBCCS-ის მიერ

თბილისის ოფისი

ატენის 16ა, 0179

თბილისი, საქართველო

ბათუმის ოფისი

ჟიული შარტავას გამზირი 8, 6010

ბათუმი, საქართველო

bottom of page