
ვებინარზე განვიხილავთ
1
ქონების გადასახადის გადამხდელი სუბიექტების წრეს, დასაბეგრ ქონებასა და მოქმედ შეღავათებს.
2
გადასახადით დასაბეგრი ბაზის სწორად განსაზღვრას, დეკლარირების ვადებსა და სხვა პროცედურულ მოთხოვნებს.
3
პრაქტიკული მაგალითის განხილვა და კითხვა-პასუხის სესია.

ვებინარს გაუძღვება მარიკა
კაჭკაჭაშვილი, IBCCS TAX საქართველოს
ბუღალტრული მიმართულების
ხელმძღვანელი.
მარიკა გაგიზიარებთ ქონების გადასახადის დეკლარირების პრაქტიკულ და პროფესიულ ბუღალტრულ ხედვას, რომელიც ეფუძნება რეალურ გამოცდილებასა და მოქმედ რეგულაციებთან სრულ შესაბამისობას. ვებინარის ფარგლებში დეტალურად განვიხილავთ ქონების სწორ კლასიფიკაციასა და ბალანსში ასახვის სტანდარტებს, დეკლარირებამდე აუცილებელ საკონტროლო მექანიზმებს და გადასახადის ზუსტი გაანგარიშების მეთოდოლოგიას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ ტექნიკურ და შინაარსობრივ შეცდომებს, რომლებიც ხშირად იწვევს საგადასახადო რისკებსა და დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს.
