სტარტაპ სერვისები საქართველოში
GITA გრანტი, ინვესტიციები & იურიდიული შესაბამისობა
სტარტაპი ხშირად ერთი ადამიანის იდეით იწყება, მაგრამ წარმატების მიღწევა სწორად შერჩეულ საქმიან პარტნიორზეა დამოკიდებული. გუნდზე, რომელსაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება აქვს.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის სტარტაპ სერვისები, რომელთაც IBCCS TAX საქართველოში გთავაზობთ. ჩვენი კომპეტენცია უზრუნველყოფს, რომ თქვენი იდეა მდგრად ბიზნესად გადაიქცეს.
სტარტაპებისთვის IBCCS TAX საქართველო სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც იურიდიულ, ფინანსურ და საინვესტიციო ექსპერტიზას ერთ სივრცეში აერთიანებს. კლიენტები ჩვენთან გრძელვადიანად თანამშრომლობენ, რადგან ზუსტად იმ სერვისს იღებენ, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებათ.
სტარტაპის წამოწყებისას დაშვებულ შეცდომებში დამფუძნებლებს მაღალი ფასის გადახდა უწევთ. იმისთვის, რომ რისკები თავიდან აიცილოთ, სასურველ შედეგს სწრაფად მიაღწიოთ და განვითარდეთ, კვალიფიციურ გუნდს უნდა ენდოთ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩვენი კომპანია IBCCS TAX International Group-ის წევრია და ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში, სხვადასხვა სექტორთან მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება დაგვიგროვდა. ვამაყობთ იმითაც, რომ კლიენტთა განსაკუთრებული ნდობით ვსარგებლობთ.

საქართველოს სტარტაპ კანონი - რა შესაძლებლობებს ხსნის?
საქართველოში „ინოვაციების შესახებ“ კანონსა და საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები სტარტაპებისთვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის. ამან ინოვაციური სტარტაპებისთვის ძლიერი სამართლებრივი გარემო შექმნა. ამ კანონის ფარგლებში, შესაძლებელია მნიშვნელოვანი სარგებლის მიღება. მათ შორის არის:
-
NAPR-ის მიერ ლიცენზირება და სტარტაპის რეგისტრაცია - სტარტაპის ოფიციალური სტატუსის მიღება და რეესტრში რეგისტრაცია;
-
R&D გადასახადო შეღავათები (150%-მდე) - კვლევისა და განვითარების პროექტებისთვის საგადასახადო შეღავათები;
-
გამარტივებული წვდომა გრანტებზე - GITA-სა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ ადმინისტრირებული პროგრამების მხარდაჭერით;
-
ბენეფიციარი მფლობელების და AML დეკლარაციების სავალდებულო შევსება - განსაკუთრებით სტარტაპებისთვის, რომლებიც ფინანსურ, HR ან ციფრულ მომსახურებას უზრუნველყოფენ;
-
RS.GE სისტემასთან ინტეგრაცია და საგადასახადო სტიმულები - საგადასახადო ორგანოებთან კომუნიკაციის გამარტივება და შესაბამისი საგადასახადო შეღავათების გამოყენების შესაძლებლობა.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ აღნიშნული შესაძლებლობებით სარგებლობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც სტარტაპის სტრუქტურა, დოკუმენტაცია და განაცხადები სწორად და სრულყოფილადაა მომზადებული.
ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა არასათანადო მონაცემები, უზუსტობები ან რეგულაციებთან შეუსაბამობა შეიძლება პროცესი შეაფერხოს. მეტიც, ეს შესაძლოა უარყოფის საფუძველი გახდეს ან სხვა ბენეფიტების დაკარგვა გამოიწვიოს.
რა უნდა გაითვალისწინოთ?
კანონი სტარტაპებს საშუალებას აძლევს, დაზოგილი გადასახადები (რომელიც ადრეულ ეტაპზე საკმაოდ დიდი ტვირთია) პირდაპირ პროდუქტის განვითარებასა და გუნდის ზრდას მოახმარონ. თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც ამ პროცესში უნდა გაითვალისწინოთ.
-
GITA-ს პორტალი: სტატუსის მისაღებად განაცხადი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მეშვეობით უნდა წარადგინოთ.
-
შეთავსებადობა: სტარტაპის სტატუსი გამორიცხავს „ვირტუალური ზონის“ ან „საერთაშორისო კომპანიის“ პრივილეგიებით ერთდროულად სარგებლობას.
-
ყოველწლიური რეპორტინგი: სტატუსი ყოველწლიურად უნდა განახლდეს - კომპანიამ უნდა დაამტკიცოს, რომ კვლავ ინოვაციურია და ინვესტიციებს იზიდავს.
IBCCS TAX საქართველოში დაგეხმარებით, რომ ყველა ეტაპი წარმატებით გაიაროთ და პროცესი სწორად წარმართოთ.
ჩვენი სტარტაპ სერვისები - რას მოიცავს?
ჩვენი სერვისები შემდეგ ძირითად საკითხებს აერთიანებს: სტარტაპის რეგისტრაცია, GITA გრანტი, ინვესტორებისთვის მომზადება, იურიდიული შესაბამისობა, post-funding მხარდაჭერა.
ახლა თითოეულ მათგანზე უფრო ვრცლად მოგიყვებით.
1. ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა
IBCCS TAX საქართველოში სტარტაპებს მყარი საფუძვლის შექმნაში ვეხმარებით, რაც მდგრადი მასშტაბირებისთვის აუცილებელია. ეს შემდეგ პუნქტებს მოიცავს:
-
იურიდიული სტრუქტურირება: სტარტაპის სპეციფიკაზე მორგებული სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა;
-
საგადასახადო დაგეგმვა და ოპტიმიზაცია: საგადასახადო მოდელების შერჩევა ეფექტურობის მაქსიმალური გაზრდის მიზნით;
-
საბუღალტრო სისტემის გამართვა: ბუღალტრული მომსახურება - საბუღალტრო აღრიცხვის საწყისი გამართვა და მიმდინარე მართვა.

ინვესტიციები და ფანდრაიზინგი
2. ინვესტიციები და ფანდრაიზინგი
სტარტაპებისთვის ინვესტორებთან ურთიერთობა და კაპიტალის სწორად მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვუზრუნველყოფთ:
-
ფანდრაიზინგისთვის მზაობას: ბიზნესის მომზადება ინვესტორებთან ჩართულობისთვის;
-
ფინანსური რესურსის მობილიზებისთვის კონსულტაციბს: სტრატეგიული რჩევები კაპიტალის მოზიდვის პროცესში;
-
Cap Table-ის მართვას: კომპანიის წილობრივი სტრუქტურის (კაპიტალის ცხრილის) ადმინისტრირება;
-
საინვესტიციო დოკუმენტაცია: ინვესტიციებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტების მომზადება;
-
კონვერტირებადი ინსტრუმენტები: კონვერტირებადი სესხებისა და სხვა მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტების მართვა.
სტრატეგიული ფინანსური მართვა
კომპანიაში მზარდი სტარტაპებისთვის მაღალი დონის ფინანსური ექსპერტიზაა ხელმისაწვდომი.
-
Fractional CFO სერვისი: ფრაქციული ფინანსური დირექტორის მომსახურება, რომელიც მოიცავს ფინანსურ სტრატეგიას და KPI დიზაინს;
-
ბიუჯეტირება და პროგნოზირება: ინვესტორებისთვის მისაღები ფინანსური სტრუქტურების, ბიუჯეტების და პროგნოზების შექმნა;
-
სტრატეგიის რედიზაინი: ბიზნესის მასშტაბირებისთვის საჭირო სტრატეგიული ცვლილებების დაგეგმვა.
შესაბამისობა და რისკების მართვა (AML/KYC)
საერთაშორისო პარტნიორებთან და ინვესტორებთან მუშაობისას აუცილებელია გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი. თქვენდამი ნდობას სწორედ ეს აყალიბებს.
-
AML პროტოკოლები: ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მკაცრი პროცედურების დანერგვა;
-
KYC პროცედურები: კლიენტებისა და პარტნიორების იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია;
-
სანქციების სკრინინგი: გლობალურ სანქციების სიებში გადამოწმება;
-
ბენეფიციარების ვერიფიკაცია: კომპანიის რეალური მფლობელების დადგენა და შემოწმება.
-
სტარტაპებს IBCCS TAX Georgia ევლინებათ, როგორც ერთიანი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც იურიდიულ, საგადა
სტარტაპების იურიდიული მხარდაჭერა & შესაბამისობა საინვესტიციო პროცესებისთვის
“IBCCS TAX საქართველო” უზრუნველყოფს სრული იურიდიულ შესაბამისობის მხარდაჭერას იმ სტარტაპებისთვის, რომლებიც ემზადებიან ინვესტიციის მოსაზიდად და ლიცენზიის მოპოვებისთვის განაცხადის წარსადგენად. ჩვენი გუნდი გეხმარებათ სწორად ჩამოაყალიბოთ დამფუძვნებლისა და აქციონერების შეთანხმებები, მოამზადოთ სამართლიანი საინვესტიციო პირობები და უზრუნველყოთ სრული შესაბამისობა საქართველოსა და საერთაშორისო რეგულაციებთან. თქვენი იურიდიული სტრუქტურის, საკუთრების (IP) მფლობელობისა და ფულის გათეთრების (AML) მოთხოვნის სწორად დალაგებით, ჩვენ ვამცირებთ ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს ინვესტიციების მოპოვების პროცესში და ვიცავთ თქვენი ბიზნესის გრძელვადიან ნტერესებს.
ჩვენი იურიდიული შესაბამისობის სერვისი მოიცავს:
-
დამფუძნებლების შეთანხმებებისა და აქციონერების სტრუქტურების მომზადებას, რომლებიც მომავალ საინვესტიციო პროცესებს უზრუნველყოფს
-
საინვესტიციო შეთანხმებების, SAFE-ისა და კონვერტირებადი სესხის ხელშეკრულებების შედგენას ან გადახედვას
-
ინტელექტუალური საკუთრების (IP) მფლობელობის გადამოწმებას, რაც აუცილებელია ინოვაციური სტარტაპების ლიცენზიის მისაღებად და მნიშვნელოვანია ინვესტორების ნდობის მოპოვებისთვის
-
მფლობელის რეგისტრაციას და AML მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით ლიცენზირებული სტარტაპებისთვის, როგორებიცაა ფინანსური, HR-tech და ციფრული მომსახურების სექტორები
-
კონფიდენციალური მონაცემების დაცვის პოლიტიკისა და მონაცემთა დამუშავების დოკუმენტაციის მომზადებას ტექნოლოგიური პლატფორმებისა და SaaS ბიზნესებისთვის.
ჩვენი გუნდი გეხმარებათ შექმნათ სამართლებრივად სწორი, გამჭვირვალე და შესაბამისობაში მყოფი ბიზნეს სტურქტურა, რომელიც იცავს როგორც დამფუძვნებლის, ასევე ინვესტორების ინტერესებს და უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის გრძელვადიან ზრდას.
დაფინანსების მოპოვების შედმეგ მხარდაჭერა
“IBCCS TAX საქართველო” უზრუნველყოფს მუდმივ მხარდაჭერას დაფინანსების მიღების შემდეგაც კი. მას შემდეგ, რაც გრანტის ხელშეკრულება გაფორმდება ან ინვესტიცია ჩაირიცხება, თქვენს სტარტაპს ეკისრება კონკრეტული ვალდებულებები - მიზნობრივი მაჩვენებლების შესრულება, ე.წ. KPI-ების დაცვა და რეგულარული ანგარიშგების მომზადება. ჩვენ კი უზრუნველვყოფთ, რომ ამ პროცესებისთვისაც მზად იყოთ. ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებათ ანგარიშგების გამჭვირვალე სტრუქტურის შექმნაში, ვადების მონიტორინგსა და ეფექტურ კომუნიკაციაში ინვესტორებთან და გრანტის მიმწოდებლებთან.
ჩვენ გეხმარებით:
-
ინვესტორებისა და დონორებისთვის ანგარიშგების სტრუქტურების დაგეგმვასა და დანერგვაში
-
მიზნობრივი მაჩვენებლების, KPI-ებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგში
-
ინვესტორებისა და დონორებისთვის პერიოდული განახლებებისა და შედეგების ანგარიშების მომზადება
-
გრანტის პირობებთან, საგადასახადო წესებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის უწყვეტ უზრუნველყოფაში
ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერის შედეგად, თქვენი სტარტაპი ინარჩუნებს გამჭვირვალე და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, რაც ზრდის მომავალი ინვესტიციების მიღების შესაძლებლობას და უზრუნველყოფს ბიზნესის ზრდას.
რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?
კომპანიაში როგორც ფიზიკურ პირებს, ისე სტარტაპებსა და იმ ბიზნესებს ვეხმარებით, რომლებსაც სანდო იურიდიული მომსახურება, საგადასახადო და საკონსულტაციო მხარდაჭერა სჭირდებათ. ჩვენი გუნდის ცოდნა და კვალიფიკაცია ის საკითხია, რითაც ძალიან ვამაყობთ.
კონკრეტულად სტარტაპებისთვის შემდეგი მიდგომები გვაქვს:
-
ჩვენი მომსახურება ერთჯერადი კონსულტაციით არ შემოიფარგლება. ჩვენ თქვენი სტრატეგიული და გრძელვადიანი პარტნიორი ვიქნებით;
-
გვაქვს საქართველოს იურიდიულ, ფინანსურ და საინვესტიციო ეკოსისტემაზე სრული ხედვა - ადგილობრივად და საერთაშორისო დონეზე;
-
უზრუნველვყოფთ, რომ კომპლექსური რეგულაციები მკაფიო, პრაქტიკულ ნაბიჯებად გადააქციოთ;
-
გეხმარებით, თქვენი საოპერაციო სტრუქტურა, ხელშეკრულებები და დოკუმენტაცია ინვესტორებისა და მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნებსა და სტანდარტებს მოარგოთ;
-
მუდმივად ვადევნებთ თვალს რეგულაციების ცვლილებებს და ყველა საჭირო განახლება თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში დროულად ავსახავთ.
სწორედ ამიტომ, საქმე მათ მიანდეთ, ვინც ზუსტად იცის, რას აკეთებს. ჩვენი ექსპერტიზა დაგეხმარებათ, სტარტაპის დაფინანსება ან GITA გრანტი მოიპოვოთ.
დაგვიკავშირდით ნომერზე +995 32 24 24 837 და დაჯავშნეთ კონსულტაცია.