საქართველოს 2026-ის შრომითი საქმიანობის ნებართვა: სრული გზამკვლევი უცხოელი პირებისა და მეწარმეებისთვის
- ibccstax
- 4 days ago
- 4 min read

2026 წლის 1 მარტიდან საქართველოს შრომითი მიგრაციის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა. ცვლილების მთავარი ელემენტია სპეციალური შრომითი ნებართვა, რომელიც სავალდებულო გახდება იმ უცხოელი პირებისთვის, ვისაც საქართველოში მუშაობა, ფრილანს საქმიანობა ან ბიზნესის წარმოება სურს. ცვლილებების მიზანია გამჭირვალობის გაზრდა, ადგილობრივი შრომითი ბაზრის დაცვა და უცხოელი სპეციალისტებისა და ქართველი დამსაქმებლებისთვის მკაფიო წესების უზრუნველყოფა.
აღნიშნული ცვლილება შეეხება შრომითი კანონმდებლობის ცვლილებას, რომელიც 2025 წლის 26 ივნისს დამტკიცდა და არსებითად ცვლის საქართველოს შრომითი მიგრაციის სისტემას. ის ასევე ცვლის სამუშაოსთან დაკავშირებული ნებართვების გაცემის ერთიან და ეტაპრივ პროცედურას.
ვინ სჭირდება 2026 წლის სპეციალური შრომითი ნებართვა საქართველოში?
სპეციალური შრომითი ნებართვა სჭირდებათ უცხოეთის მოქალაქეთა უმეტესობას, ვინც გეგმავს საქართველოში მუშაობას ან ბიზნესის წარმოებას, მათ შორის:
საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებში დასაქმებულებს, ფრილანსერებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს
გამონაკლისები: დიპლომატიური მიზნებისა და საკონსულოების თანამშრომლები, ასევე საინვესტიციო ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები.
მნიშვნელოვანია: საქართველოში კანონიერად დასაქმებისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საჭირო გახდება ორი დოკუმენტი თანხლება - მოქმედი სპეციალური შრომითი ნებართვა და D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა
აღნიშნული კანონის ცვლილებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ნებართვის გაცემის მოქმედების არეალი: თუ აქამდე კანონი მხოლოდ საქართველოში ადგილობრივად დასაქმებული პირებისთვის ვრცელდებოდა, ახლა ნებართვა ვრცელდება დისტანციურად დასაქმებულ პირებზეც, თუ ისინი მუშაობენ ქართულ კომპანიებში და თვითდასაქმებულებზე (მაგ: ინდ. მეწარმე IE). ახალი რეგულაციებით, როგორც დისტანციურად დასაქმებული პირები, ასევე თვითდასაქმებულები სრულად კვალიფიცირდებიან შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად.
როგორ მივიღოთ სპეციალური შრომითი ნებართვა საქართველოში?
დასაქმებული პირები: განაცხადის წარდგენის ვალდებულება თქვენს ქართველ დამსაქმებელ კომპანიას აქვს(ხელმოწერილი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე). ფრილანსერები და ინდ. მეწარმეები: განაცხადს თავად წარადგენენ - შესაბამისი დოკუმენტებით, რომლებიც ადასტურებს თქვენს საქმიანობას ან ბიზნესს.
გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გადაწყვეტილებას 30 კალენდარული დღის განმავლობაში გასცემს. გახანგრძლივების შესაბამისი განაცხადი კი უნდა განთავსდეს ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 30 დღით ადრე.
დასაქმებული პირების, მათ შორის დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების შემთხვევაში, სპეციალური შრომის ნებართვაზე განაცხადს ქართველი დამსაქმებელი წარადგენს. ეს არის პირველი და სავალდებულო ეტაპი, სანამ რომელიმე ბინადრობის ნებართვა გაიცემა.
თვითდასაქმებული პირებისთვის განაცხადის წარდგენა ხდება პირადად, დოკუმენტაციასთან ერთად, რომელიც ადასტურებს მიმდინარე საქმიანობას.
ყველა განაცხადი განიხილება საქართველოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - დამტკიცების ან უარყოფის სახით.
ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მოთხოვნები საქართველოში მომუშავე უცხოელებისთვის
სპეციალური შრომის ნებართვის მიღების შემდეგ:
თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებით - 30 დღის განმავლობაში აუცილებელია D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის განაცხადის გაკეთება.
თუ უკვე იმყოფებით საქართველოში - 10 დღის განმავლობაში უნდა მიმართოთ შესაბამის უწყებას შრომითი ბინადრობის ნებართვის ან IT ბინადრობის ნებართვის მისაღებად.
ბინადრობის მოქმედი ნებართვის მქონე პირები, ან სრულად დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები, რომლებიც არ ემსახურებიან ადგილობრივ კლიენტებს. თუ უცხოელი პირი ნებართვის დამტკიცების დროს უკვე საქართველოშია, მას აქვს 10 კალენდარული დღე, რომ მოითხოვოს შრომითი ან IT ბინადრობის ნებართვა. თუ პირი საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება, მან უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოს D1 კატეგორიის ვიზის მისაღებად 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
მნიშვნელოვანი გამონაკლისი - დისტანციურად დასაქმებულ თანამშრომლებს, რომლებიც საქმიანობას სრულად ასრულებენ მხოლოდ ქართული დამსაქმებლისთვის და არ საჭიროებენ საქართველოში ფიზიკურ ყოფნას, არ ევალებათ ბინადრობის ნებართვის ან D1 კატეგორიის ვიზის მიღება.
რის საფუძველზე შეიძლება საქართველოში სპეციალური შრომის ნებართვის უარყოფა ან გაუქმება
ნებართვის უარყოფა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
მოთხოვნილი დოკუმენტები არასრულია ან განაცხადის წარდგენა დაგვიანებულია
განმცხადებლის კვალიფიკაცია ან პოზიციაარ შეესაბამება შრომითი ბაზრის მოთხოვნებს
განმცხადებელი პირი დეპორტაციის პროცედურის ფარგლებში იმყოფება
ნებართვის გაუქმება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
დასაქმების შეწყვეტა თვითდასაქმებული პირისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტხანს ყოფნა.
ვიზის ან ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვა, ან განაცხადის დაგვიანებით შეტანა
ოფიციალური დეპორტის ბრძანების გამოცემა
გარდა ამისა, სპეციალური შრომის ნებართვის გარეშე საქართველოში ნებისმიერი შრომითი საქმიანობის დაწყებამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც უარი ნებართვის მოთხოვნაზე, ასევე სანქციები, რადგან 2026 წლის 1 მარტიდან ეს ნებართვა გახდება წინაპირობა ნებისმიერი ბინადრობის ნებართვის ან ვიზის გაცემისთვის.
სანქციები საქართველოს შრომით წესებთან შეუსაბამობის საფუძველზე
საქართველოში სპეციალური შრომის ნებართვის გარეშე მუშაობა უკანონოა. პირველ დარღვევაზე როგორც უცხოელ პირს, ასევე დამსაქმებელს ეკისრება 2,000 ლარის ოდენობის ჯარიმა, განმეორებით შემთხვევებში კი სანქციები მნიშვნელოვნად იზრდება.
ჯარიმები თანაბრად ვრცელდება როგორც დასაქმებულებზე/დისტანციურად მომუშავე პირებზე, ისე თვითდასაქმებულებზე. ის დამსაქმებლები კი, რომლებიც უცხოელ პირს სპეციალური შრომის ნებართვის გარეშე დაასაქმებენ ან ჩართავენ სამუშაო პროცესში, ასევე დაექვემდებარებიან ფინანსურ პასუხისმგებლობებს.
გარდამავალი პერიოდი საქართველოში უკვე დასაქმებული უცხოელი პირებისთვის
ის უცხოელები, რომლებიც უკვე მუშაობენ საქართველოში, უფლებამოსილნი არიან 2027 წლის 1 იანვრამდე მოაწესრიგონ საკუთარი სტატუსი. დამატებითი ინსტრუქციები გამოქვეყნდება კანონის ძალაში შესვლისთანავე.
საქართველოს სპეციალური შრომის ნებართვის 2026 წლის ძირითადი მახასიათებლები
ნებართვა სავალდებულო ხდება უცხოელთა უმეტესობისთვის 2026 წლის მარტიდან
დამატებით აუცილებელია ბინადრობის ნებართვა ან D1 კატეგორიის ვიზა
დარღვევების შემთხვევაში დაწესდება ჯარიმები
გახანგრძლივებისთვის განაცხადი უნდა წარადგინოთ ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 30 დღით ადრე
უკვე დასაქმებული უცხოელებისთვის გარდამავალი პერიოდი გაგრძელდება 2027 წლის 1 იანვრამდე
დისტანციურად მომუშავე პროფესიონალები შესაძლოა გათავისუფლდნენ მოთხოვნისგან, თუ მათი საქმიანობა საქართველოში ადგილობრივ ეკონომიკურ საქმიანობას არ უკავშირდება
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ შრომითი ბინადრობის ნებართვის ან D1 კატეგორიის ვიზის გაცემამდე, განმცხადებელმა ჯერ სპეციალური შრომის ნებართვა უნდა მიიღოს, რომელი პროცესიც 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს.
რატომ არის საქართველოს ბაზარი მიმზიდველი უცხოელი პროფესიონალებისთვის 2026 წლის სპეციალური შრომის ნებართვის პირობებში
მიუხედავად გამკაცრებული რეგულაციებისა, საქართველო კვლავ რჩება მიმზიდველ ადგილად მეწარმეებისთვის, ფრილანსერებისთვის და ინვესტორებისთვის. სპეციალური შრომის ნებართვა უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, კანონმდებლობასთან შესაბამისობას და საშუალებას აძლევს უცხოელ სპეციალისტებს ეფექტურად და ლეგალურად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში.
საქართველო ინარჩუნებს კონკურენტულ საგადასახადო გარემოს, მარტივ რეგულაციებს და სწრაფ ბიზნესპროცესებს - სწორედ ეს ფაქტორები იზიდავს საერთაშორისო ინვესტორებს, ციფრული მომსახურების პროვაიდერებს და დისტანციურად მომუშავე პროფესიონალებს.
მიიღეთ სპეციალური შრომის ნებართვა IBCCS TAX Georgia-ს დახმარებით!
აიცილეთ ჯარიმები, დარჩით კანონთან შესაბამისობაში და გამოიყენეთ კარიერული ზრდის ახლაი შესაძლებლობები სამუშაო საქართველოში. IBCCS TAX Georgia უცხოელ პროფესიონალებსა და მეწარმეებს სრულ მხარდაჭერას უწევს შრომითი ნებართვის მიღების პროცესში, რათა თქვენ მხოლოდ თქვენი ბიზნესის ზრდაზე იფიქროთ.
ჩვენი ექსპერტების გუნდი კი მზად არის გაგიწიოთ სრული სამართლებრივი მხარდაჭერა და უზრუნველყონ, რომ თქვენი საქმიანობა სრულად შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.
დაგვიკავშირდით:
📞 +995 32 24 24 837
ხშირად დასმული კითხვები: 2026 წლის საქართველოს შრომითი საქმიანობის ნებართა
სჭირდებათ თუ არა დისტანციურად მომუშავე პირებს სპეციალური შრომის ნებარა?
მხილოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქმიანობა ადგოლობრივ ეკნომიკურ საქმიანობას უკავშირდება. სრულად დისტანციურად მომუშავე პირს, რომელსაც საქართველოს ტერიოტორიაზე არც კლიენტი ჰყავს და არც ეკონომიკური ზეგავლენა აქვს, შსაძლოა გათავისუფლებული იყოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებისგან.
რა განსხვავებაა ბინადრობის ნებართვასა და სპეციალური შრომის ნებართას შორის?
ბინადრობის ნებართვა უცხოელ პირებს საქართელოში კანონიერად ყოფნის უფლებას აძლევს. სპეციალური შრომის ნებართა კი საჭიროა იმისთვის, რომ უცხოელ პირს საქართელოში კანონიერად მუშაობის უფლება ჰქონდეს.
შეიძლება თუ არა განცხადის წარდგენა ქართველი დამსაქმებლის გარეშე?
დიახ. იმ შემთხვევაში თუ ხართ ფრილანსერი ან ინდივიდუალური მეწარმე, განაცხადის წარდგენის უფლება გაქვთ ქართველი დამსაქმებლის გარეშე, თუმცა აუცილებელია წარადგინოთ საკუთარი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
რამდენი ხანი გრძელდება განაცხადის განხილვა?
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გადაწყვეტილებას, როგორც წესი, 30 კალენდარული დღის განმავლობაში გასცემს. თუმცა, თუ საჭირო გახდება დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა ან გადამოწმება, განხილვის ვადა შეიძლება გაიწელოს.



Comments