top of page

5 რამ, რაც აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ საქართველოში უძრავი ქონების შეძენამდე - მნიშვნელოვანი რჩევები ძვირადღირებული შეცდომების თავიდან ასაცილებლად

  • ibccstax
  • Sep 19, 2025
  • 4 min read
5 რამ, რაც აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ საქართველოში უძრავი ქონების შეძენამდე

ბოლო წლების მანძილზე ბევრი მოგვმართავს კითხვით: უსაფრთხოა თუ არა საქართველოში უძრავი ქონების შეძენა? უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ საქართველო უფრო მიმზიდველად იქცა უცხოელი მყიდველებისთვის. შედარებით დაბალი ფასები, უცხოელებისთვის საკუთრებაზე შეზღუდვების არარსებობა (სოფლის მეურნეობის მიწის გარდა), მარტივი რეგისტრაციის პროცედურები და ხელსაყრელი საგადასახადო პირობები - ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კი უცხოელი პირებისთვის დიდ ინტერესს იწვევს.


საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი ფართო არჩევანს სთავაზობს როგორც საცხოვრებლად მსურველებს, ისე ციფრულ ნომადებსა და გრძელვადიან ინვესტორებს - ბათუმის სანაპირო ბინები, თანამედროვე აპარტამენტები თბილისში და მყუდრო სახლები სოფლის გარემოში. თუმცა, შესაძლებლობებთან ერთად რეალური რისკები და გამოწვევებიც არსებობს.


უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში სწრაფად იზრდება, თუმცა კვლავ აკლია ძლიერი სამომხმარებლო დაცვის კანონები და სტანდარტიზაცია. ეს კი ხშირად იწვევს გაუგებრობებს ან კიდევ უფრო სერიოზულ შემთხვევებს. ჩვენი კომპანიის პრაქტიკაშიც ხშირად გვხვდება შემთხვევები, როცა მყიდველებმა გააფორმეს კონტრაქტები, რომელთა შინაარსიც ბოლომდე არ ესმოდათ; შეიძინეს ობიექტები იურიდიული პრობლემებით; ან ზედმეტად ენდობოდნენ აგენტების ან დეველოპერების ზეპირ დაპირებებს. რეალურად, ამ პრობლემების უმრავლესობის თავიდან აცილება შესაძლებელია თანამშრომლობის დაწყებისთანავე იურიდიული კონსულტაციითა და საგადასახადო მხარდაჭერით.


IBCCS საქართველოში ჩვენ ვმუშაობთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კლიენტებთან, რომლებსაც სურთ ინვესტირება უსაფრთხოდ და მაღალი სანდოობით - იქნება ეს პირველი ბინის შეძენის პროცესი, რელოკაცია თუ უძრავი ქონების გაქირავებიდან შემოსავლის მიღება. IBCCS TAX საქართველო მთელი პროცესის განმავლობაში თქვენი სანდო პარტნიორია!


ამ სტატიაში გაგიზიარებთ 5 ძირითად საკითხს, რომელიც ყოველთვის უნდა გადაამოწმოთ მანამ, სანამ საქართველოში უძრავ ქონებას შეიძენთ და გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს თითოეულ ეტაპზე.


  1. გადაამოწმეთ უძრავი ქონების იურიდიული სტატუსი


მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, ვინ არის ქონების კანონიერ მფლობელი და არსებობს თუ არა მასზე რაიმე სახის შეზღუდვა - ეს უძრავი ქონების შეძენისას ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია. ბევრ მყიდველს არ აქვს ინფორმაცია, რომ დასრულებულ უძრავ ქონებებშიც კი შეიძლება არსებობდეს მოუგვარებელი რეგისტრაციის საკითხები ან სხვა იურიდიული სირთულეები. სტატუსის დროული გადამოწმება კი მომავალში სერიოზული პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.


მაგალითისთვის - ქონება შეიძლება გასაყიდად იყოს შეთავაზებული ისეთი პირის მიერ, რომელსაც სრული იურიდიული უფლება არ აქვს მისი გაყიდვის განხორციელებაზე. შესაბამისი გადამოწმების გარეშე არსებობს რისკი, რომ ხელი მოეწეროს ხელშეკრულებას, რომელსაც იურიდიული ძალა არ ექნება და დაკარგოთ დეპოზიტი.


როგორ გეხმარებათ ჩვენი გუნდი:


ჩვენ ვატარებთ სრულ იურიდიულ შემოწმებას საჯარო რეესტრისა და სხვა წყაროების მეშვეობით,რათა უზრუნველვყოთ:


  • ქონების რეგისტრაცია სწორად განხორციელდეს;

  • მასზე არ არსებობდეს სესხები, დავალიანებები ან საკუთრების დავები;

  • გამყიდველ პირს ჰქონდეს სრული იურიდიული უფლება გარიგების დასრულებისთვის.


ჩვენი იურიდიული გუნდი უზრუნველყოფს, რომ თქვენ შეიძინოთ არა მხოლოდ ის, რასაც ხედავთ, არამედ ის, რაც იურიდიულად სრულად უსაფრთხოა.


  1. მყიდველების ხშირად დასმული კითხვა: როგორ დავადგინოთ, სანდოა თუ არა ქონების გამყიდველი პირი?


უძრავი ქონების შეძენისას მნიშვნელოვანია, იცოდეთ, ვინ არის თქვენი პარტნიორი.


ზოგიერთ ადგილობრივ დეველოპერს აქვს გამორჩეული რეპუტაცია, თუმცა ზოგიერთს შესაძლებელია ჰქონდეს პროექტების დაგვიანების ისტორია, დაბალი სამშენებლო სტანდარტები ან პროექტის შეწყვეტის შემთხვევები. სამწუხაროდ, სავალდებულო სამომხმარებლო დაცვის არქონის გამო, პრობლემური დეველოპერები საქმიანობას მარტივად აგრძელებენ.


ამიტომ, გამოიჩინეთ ყოველთვის ყურადღება და დაიცავით თავი უძრავი ქონების შესაძლო თაღლითობებისგან და არასანდო მშენებლების შემთხვევებისგან.


როგორ გეხმარებათ ჩვენი გუნდი:


ჩვენ ვამოწმებთ დეველოპერის სრულ პროფილს, მათ შორის:


  • წარსული პროექტების ისტორია;

  • ონლაინ და იურიდიული რეპუტაცია;

  • ლიცენზიები და ნებართვები;

  • შესაძლო ფინანსური რისკები.


თუ რაიმე პრობლემას აღმოვაჩენთ, აუცილებლად შეგატყობინებთ, რათა ყოველთვის მშვიდად იყოთ. ხოლო თუ ყველაფერი წესრიგშია, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი ქონება უსაფრთხოა.


  1. ხელშეკრულების ყურადღებით შემოწმება


ხელშეკრულება ხელმოწერის შემდეგ იურიდიულად ყოველთვის მოქმედია, მიუხედავად იმისა, ეცნობა თუ არა მყიდველი სრულად მის შინაარსს. ბევრი ხელშეკრულება წარმოდგენილია მხოლოდ ქართულ ენაზე, თუმცა ინგლისური თარგმანებიც შესაძლოა ვერ გადმოსცემდეს ყველა მნიშვნელოვანი იურიდიული ნიუანსს. ზოგიერთი მუხლი ბუნდოვანია და გამყიდველს საშუალებას აძლევს:


  • შეცვალოს მიწოდების ვადები;

  • გადააბაროს აქტიური გადასახადები მყიდველს;

  • თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა სამშენებლო ნაკლოვანებების შემთხვევაში


ბევრ უცხოელ მყიდველს აინტერესებს - საჭიროა თუ არა იურისტის ჩართულობა უძრავი ქონების შეძენისას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე არ აჩქარდეთ და არ ენდოთ მხოლოდ ზეპირ დაპირებებს - გახსოვეთ, რომ მხოლოდ ხელშეკრულებაში მითითებული პირობები არის პრიორიტეტული.


როგორ გეხმარებათ ჩვენი გუნდი:


ჩვენ გთავაზობთ ხელშეკრულების სრულად შემოწმებას იურიდიული განმარტებებით. ჩვენი იურისტები დაგეხმარებიან:


  • გამოავლინონ შესაძლო რისკები და ბუნდოვანი ნიუანსები;

  • შემოგთავაზოთ ცვლილებები და მოლაპარაკების ძირითადი პუნქტები;

  • უზრუნველყონ, რომ ხელშეკრულება იცავდეს თქვენს უფლებებს და სრულად ასახავდეს თქვენს ხედვებს.


საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია დავამზადოთ ორმხრივი (ორენოვანი) ხელშეკრულება და უზრუნველვყოთ მხარდაჭერა მოლაპარაკებებში გამყიდველთან ან აგენტთან.


  1. შეამოწმეთ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადები და ხარჯები


საქართველოს ბაზარი გთავაზობთ შედარებით დაბალ საგადასახადო გარემოს, თუმცა მყიდველებმა უნდა გაითვალისწინონ სხვადასხვა არსებული ხარჯები: ქონების გადასახადი, შემოსავლების გადასახადი, გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის გადასახადი, ნოტარიუსის საფასური, რეგისტრაციის საფასური და, ზოგიერთ შემთხვევაში, ღირებულების დამატებული გადასახადი (VAT).


ჩვენი საგადასახადო კონსულტანტები კი გაუძღვებიან გარიგების ყველა ფინანსურ ასპექტს. გთავაზობთ დეტალურ ხარჯების ანალიზს და შესაძლო საგადასახადო შედეგების შეფასებას, განსაკუთრებით ინვესტორებისთვის ან კომპანიებისთვის.


  1. არ გამოტოვოთ საბოლოო ეტაპები - რეგისტრაცია და ნოტარიზაცია


ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პროცესი არ სრულდება. ბოლო ეტაპების გამოტოვება ან მათი არასრულყოფილად შესრულება იწვევს იმას, რომ თქვენი საკუთრება სამართლებრივად არ იქნება დაცული. აუცილებელია გარიგების სწორად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ასევე ნოტარიზაცია ან სადაზღვევო მანდატის გამოყენება.


ბევრ მყიდველის ინტერესს იქცევს - იქნება თუ არა საჭირო ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა უძრავი ქონების შესაძენად? პასუხი კი შემდეგნაირია: შესაბამისი სადაზღვევო მანდატის გამოყენებით, მთელი პროცესი შესაძლებელია დისტანციურად.


როგორ გეხმარებათ ჩვენი გუნდი:


 ჩვენ ვუძღვებით ხელმოწერის შემდგომ მთელ პროცესს:


  • ვამზადებთ და ვაგზავნით ყველა საჭირო დოკუმენტს რეგისტრაციისთვის;

  • გეხმარებით ნოტარიუსის ვიზიტებში ან დისტანციური ხელმოწერების პროცესში;

  • ვადასტურებთ, რომ სამართლებრივი საკუთრება თქვენს სახელზე აღირიცხება შესაბამისი ექსტრაქტით რეესტრიდან.


არ აქვს მნიშვნელობა ადგილობრივი პირი ხართ თუ უცხოელ მყიდველი, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი ქონება იყოს სრულიად თქვენი.


შეჯამება - სანდო ინვესტირება


ქართული უძრავი ქონების ბაზარი საინტერესო შესაძლებლობებს გთავაზობთ, თუმცა უძრავი ქონების ყიდვისას დეტალების გაუთვალისწინებლობა და არასათანადო ყურადღების დათმობა არასოდეს არის კარგი გადაწყვეტილება. სწორი ადგილობრივი მხარდაჭერის დახმარებით კი თავენ შეგიძლიათ აიცილოთ ხშირად დაშვებული შეცდომები და გააკეთოთ ინვესტიცია უსაფრთხოდ.


BCCS TAX საქართველო გთავაზობთ სრულ იურიდიულ და საგადასახადო მხარდაჭერას როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის, რომლებიც გეგმავენ უძრავი ქონების შეძენას. ჩვენი მიზანია, პროცესი იყოს გამჭვირვალე, უსაფრთხო და ყოველგვარი სტრესის გარეშე.


ჩვენი მომსახურება მოიცავს:


  • ქონებისა და გამყიდველი პირის იურიდიული შემოწმება;

  • უძრავი ქონების აგენტის პროფილის გადამოწმება;

  • ხელშეკრულების შემოწმება და შედგენა (შესაძლებლობის შემთხვევაში ორმხრივი);

  • მყიდველებისა და ინვესტორებისთვის საგადასახადო კონსულტაცია;

  • კომპანიების დაფუძნება ინვესტიციის სტრუქტურირებისთვის;

  • სადაზღვევო მანდატის მხარდაჭერა და იურიდიული წარმომადგენლობა;

  • რეგისტრაცია და გაყიდვის შემდგომი შესაბამისობის უზრუნველყოფა.


გსურთ ჩვენს გუნდთან კონსულტაცია?ჩვენ გთავაზობთ პირველ კონსულტაციას უფასოდ, რათა გაგაცნოთ, როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენი უძრავი ქონების გეგმების განხორციელებაში.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: helloGeorgia@ibccs.tax




ხშირად დასმული კითხვები:

როგორც უცხოელ კლიენტს, შემიძლია თუ არა საქართველოში უძრავი ქონების შეძენა?

დიახ. უცხოელ კლიენტებს თავისუფლად შეუძლიათ საცხოვრებელი ქონების შეძენა საქართველოში. შეზღუდვები არსებობს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე.

სავალდებულოა თუ არა საქართველოში ყოფნა, რათა ქონება შევიძინო?

სავალდებულო არ არის. შესაბამისი სადაზღვევო მანდატის გამოყენებით, მთელი პროცესი შესაძლებელია შესრულდეს დისტანციურად.

 უძრავი ქონების შეძენა უკეთესია პირადი პირის სახელით თუ კომპანიის მეშვეობით?

ეს დამოკიდებულია თქვენს მიზნებზე. ინვესტიციის ან გაქირავების მიზნით, კომპანიის მეშვეობით შეძენა შესაძლოა საგადასახადო უპირატესობებს გთავაზობდეთ.

თაღლითობის ან ყალბი შეთავაზებების რამდენად დიდი რისკი არსებობს უძრავი ქონების შეძენისას?

სამწუხაროდ, თაღლითობის შემთხვევები არსებობს. ამიტომაც აუცილებელია ხელშეკრულების დეტალურად გადამოწმება, აგენტის ისტორიის შესწავლა და იურიდიული შემოწმების ჩატარება.

აუცილებელია ქართული ენის ცოდნა ქონების შესაძენად?

არა, მაგრამ ბევრი ოფიციალური დოკუმენტი და ხელშეკრულება ქართულ ენაზე იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, იმუშაოთ გუნდთან, რომელიც შეძლებს გაუძღვეს ყველა ეტაპს ინგლისურ ენაზე.


 
 
 

Comments


გვითხარით თქვენი საჭიროებების შესახებ

ჩვენ სიამოვნებით ვმუშაობთ ახალ კლიენტებთან და გარდავქმნით მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს შესაძლებლობებად.

მოგვაწოდეთ ინფორმაცია და გაგიწევთ ბიზნეს კონსულტაციას

ibccs logo.png

მეილი: helloGeorgia@ibccs.ge

T: +995 32 24 24 837

  • Facebook
  • LinkedIn
  • Youtube
  • Instagram

© 2025 IBCCS-ის მიერ

თბილისის ოფისი

ატენის 16ა, 0179

თბილისი, საქართველო

ბათუმის ოფისი

ჟიული შარტავას გამზირი 8, 6010

ბათუმი, საქართველო

bottom of page