შრომითი საქმიანობის ნებართვა 2026 — მოპოვების პროცედურა და ვადები
- Jul 28
- 2 min read
Updated: 3 days ago
2026 წლის 9 ივლისიდან ძალაში შევიდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც არეგულირებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების შრომით საქმიანობას საქართველოში.
გთავაზობთ მთავარი სიახლეების დეტალურ მიმოხილვას:
1. შემოვიდა „მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის“ ცნება
• ვადა და ლიმიტი: მოკლევადიანი საქმიანობის პერიოდი არ უნდა აღემატებოდესკალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად 4 თვეს (და არ უნდა აჭარბებდესშრომითი იმიგრანტის ქვეყანაში ყოფნის ვადას).
• დამსაქმებლის ვალდებულება: დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი იმიგრანტიდაარეგისტრიროს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში და წარადგინოს მე-4 დანართით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
2. ცვლილება არარეზიდენტებისთვის მომუშავე თვითდასაქმებულთათვის
აქამდე (2026 წლის 15 აპრილის საკანონმდებლო ცვლილებით ) უცხოელითვითდასაქმებულები, რომლებიც მომსახურებას უწევდნენ არარეზიდენტ პირებსსაქართველოს ფარგლებს გარეთ, თავისუფლდებოდნენ საქმიანობის ნებართვისმოპოვებისგან.
• რა შეიცვალა: ახალი რეგულაციით, თუ აღნიშნულ პირებს სამომავლოდ ქვეყანაშილეგალურად ყოფნისთვის სჭირდებათ ბინადრობის ნებართვა, მათ ეძლევათშესაძლებლობა ნებაყოფლობით აიღონ ეს ნებართვა.

3. იმ კატეგორიის ჩამონათვალს, რომელზეც ამ კანონის წესები არ ვრცელდებადაემატა შემდეგი პუნქტები:
• ეწევიან მოკლევადიან საქმიანობას: საქართველოში ახორციელებენმოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას.
• მუშაობენ სახელმწიფოსთვის: საქმიანობენ საჯარო უწყების ან სახელმწიფოსაწარმოს (სადაც სახელმწიფო წილს ფლობს) სასარგებლოდ.
• მუშაობენ დისტანციურად: ადგილობრივი დამსაქმებლისთვის მუშაობენ სრულადდისტანციურად და ამისთვის საქართველოში ჩამოსვლა არ სჭირდებათ.
• „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოსკანონით განსაზღვრულ I, II, III კატეგორიის საწარმოში ან საწარმოში, რომელიცამავე კანონის შესაბამისად დადგენილი ან საქართველოს მთავრობის მიერდამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე სამსახურის მიერ განსაზღვრულისაზოგადოებრივი დაინტერესების პირია (შემდგომში - სდპ), ახორციელებს„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულხელმძღვანელობით ან მმართველობით საქმიანობას, ან ახორციელებს საქმიანობას აუდიტის კომიტეტში;
• აქვთ დროებითი ყოფნის უფლება: მოპოვებული აქვთ საქართველოში დროებითიყოფნის უფლება კანონის შესაბამისად.
4. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტყობინების წესი
კანონმდებლობამ მკაფიოდ გამიჯნა, თუ როდის არის ვალდებული დასაქმებული პირიხელშეკრულებაში შესული ცვლილებების შესახებ აცნობოს სსიპ დასაქმებისხელშეწყობის ეროვნულ სააგენტოს:
• შეტყობინება აუცილებელია: პოზიციის (ვაკანსიის) ან საქმიანობის სფეროსშეცვლისას.
• შეტყობინება არ არის საჭირო: პოზიციის დონის (მაგ. დაწინაურება), ანაზღაურების(ხელფასის) ან სამუშაო გრაფიკის შეცვლისას.

5. მინდობილობის აკრძალვა თვითდასაქმებულებისთვის
• ოფიციალურად განისაზღვრა, რომ თვითდასაქმებულ პირს (მაგალითად, ინდივიდუალურ მეწარმეს) არ აქვს უფლება საქმიანობის ნებართვის მისაღებადდოკუმენტაცია წარადგინოს მინდობილი (უფლებამოსილი) პირის მეშვეობით. პროცედურა პირადად უნდა წარიმართოს.
6. ვიდეოგასაუბრების სავალდებულო წესი
• ვიდეოგასაუბრების ეტაპის გავლისას, თვითდასაქმებულ პირს თან უნდა ჰქონდესპასპორტის დედანი - კერძოდ ის პასპორტი, რომლითაც გააკეთა განაცხადი.
7. სამომავლო კვოტების წინსწრებით შეთანხმება
• ადგილობრივ დამსაქმებლებს დაეკისრათ ვალდებულება, წლის განმავლობაშიწინასწარ შეათანხმონ დასასაქმებელი უცხოელი თანამშრომლების სამომავლორაოდენობა (კვოტა).
8. საქმის განუხილველად დატოვება და საფასურის დაბრუნება
• თუ თვითდასაქმებული უცხოელი შეიტანს განაცხადს ნებართვაზე, თუმცააღმოჩნდება, რომ მასზე ეს კანონი საერთოდ არ ვრცელდება (ხვდებასაგამონაკლისო სიაში), საქმე დარჩება განუხილველი, ხოლო გადახდილიმომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება.
9. წლიური ბრუნვის დოკუმენტის წარდგენის საგამონაკლისო პირობა
უცხოელი თვითდასაქმებული თავისუფლდება შემოსავლების სამსახურის მიერგაცემული წლიური ბრუნვის დოკუმენტის წარდგენისგან (რაც გულისხმობსთითოეულ უცხოელ დასაქმებულზე 50,000 ლარის ბრუნვას), თუ ერთდროულადსრულდება შემდეგი პირობები:
• მისი რეგისტრაციიდან არ გასულა 3 თვე და კომპანიას არ ჰყავს დასაქმებული 3 უცხოელზე მეტი.
თუ კომპანია/ინდმეწარმე არ არის დღგ-ის გადამხდელი:
წარადგენსკომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ:
• არ არის დღგ-ის გადამხდელი და ბოლო უწყვეტი 12 თვის ბრუნვა აკმაყოფილებსზემოთ ხსენებულ ლიმიტებს (50 000 ან 35 000 ლარს).
• თუ კომპანიის დაფუძნებიდან ან ინდმეწარმედ რეგისტრაციიდან გასულიაარაუმეტეს 3 თვე და არ ჰყავს დასაქმებული 3 უცხოელზე მეტი ბრუნვის დოკუმენტისწარდგენა საერთოდ არ არის საჭირო.
საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილებების სწორად მართვა მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესის შესაბამისობისა და ოპერაციების შეუფერხებლად გაგრძელებისთვის.
გსურთ გაიგოთ, როგორ აისახება ახალი რეგულაციები თქვენს ბიზნესზე ან საქართველოში შრომით საქმიანობაზე? IBCCS TAX საქართველოს გუნდი მზად არის გაგიწიოთ კვალიფიციური კონსულტაცია საემიგრაციო სერვისებში და დაგეხმაროთ შრომითი იმიგრაციის მოთხოვნების სწორად შესრულებაში.
დაგვიკავშირდით: helloGeorgia@ibccs.tax | +995 32 24 24 837



Comments