ინდივიდუალური მეწარმე თუ შპს? - ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო უპირატესობები
- 3 days ago
- 3 min read

არჩევანი ინდივიდუალურ მეწარმესა და შპს-ს შორის ბიზნესის მასშტაბსა და სამომავლო გეგმებზეა დამოკიდებული, რადგან გამართული ბუღალტრული აღრიცხვა ორივე შემთხვევაში განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. მცირე ბიზნესისთვის ინდ. მეწარმე 1%-იანი გადასახადით საუკეთესოა ხარჯების დასაზოგად, ხოლო შპს - პარტნიორობისა და პასუხისმგებლობის შეზღუდვისთვის.
საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია მარტივია, თუმცა რეალური სირთულეები რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში - საგადასახადო ვალდებულებების მართვისას იწყება. როდესაც დამწყები მეწარმე ან ფრილანსერი საქმიანობას იწყებს, პირველი კითხვა, რომელიც ჩნდება, არის: „რომელი იურიდიული ფორმა მომცემს მეტ თავისუფლებას და ნაკლებ საგადასახადო ტვირთს?“
ინდივიდუალური მეწარმე: სიმარტივე და დაბალი გადასახადები
ინდივიდუალური მეწარმე ყველაზე პოპულარული არჩევანია ფრილანსერებისა და მცირე სერვის-პროვაიდერებისთვის. მისი მთავარი მიმზიდველობა ე.წ. მცირე ბიზნესის სტატუსი გახლავთ.
1%-იანი დაბეგვრა: თუ თქვენი წლიური ერთობლივი შემოსავალი 500 000 ლარს არ აღემატება, თქვენ მხოლოდ შემოსავლის 1%-ს იხდით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგადასახადო შეღავათები, რაც კი რეგიონში არსებობს.
ფულადი სახსრების განკარგვა: ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში ბიზნესის ფული და თქვენი პირადი ფული არ არის მკაცრად გამიჯნული. მას შემდეგ, რაც გადაიხდით კუთვნილ 1%-ს, დარჩენილი თანხის გამოყენება პირადი მიზნებისთვის ყოველგვარი დამატებითი დაბეგვრის (მაგალითად, დივიდენდის) გარეშე შეგიძლიათ.
მარტივი ადმინისტრირება: მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტრული აღრიცხვა მცირე ბიზნესისთვის ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში შედარებით მარტივია, მაინც გჭირდებათ შემოსავლების ჟურნალის წარმოება და დეკლარაციების ყოველთვიური კონტროლი.
თუმცა, უნდა გახსოვდეთ ერთი რისკი. ინდივიდუალური მეწარმე პასუხისმგებელია მთელი თავისი პირადი ქონებით. ეს ნიშნავს, რომ ბიზნეს-ვალების შემთხვევაში, საფრთხე თქვენს პირად აქტივებსაც ექმნება.
შპს - მასშტაბირება და შეზღუდული პასუხისმგებლობა
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) უფრო სერიოზული ბიზნეს-განაცხადია. თუ თქვენ პარტნიორების შემოყვანას ან დიდი ინვესტიციების მოზიდვას გეგმავთ, ეს ფორმა იდეალურია.
შეზღუდული პასუხისმგებლობა: დამფუძნებლები პასუხს აგებენ მხოლოდ კომპანიის კაპიტალით. თქვენი პირადი სახლი ან მანქანა დაცულია ბიზნესის წარუმატებლობისგან.
ესტონური მოდელი: საქართველოში შპს-ებისთვის მოქმედებს მოგების გადასახადის რეფორმირებული მოდელი. თქვენ მოგების გადასახადს მხოლოდ მაშინ იხდით, როდესაც თანხის გატანა ხდება საწარმოდან არაეკონომიკური მიზნებისთვის, მაგალითად, როცა თანხა დივიდენდის სახით გაგაქვთ. რეინვესტირებული მოგება 0%-ით იბეგრება.
პრესტიჟი და ნდობა: საერთაშორისო ბაზარზე შპს (LLC) უფრო მეტი ნდობით სარგებლობს, ვიდრე ფიზიკური პირი მეწარმე.
აქ უკვე აუცილებელია კვალიფიციური ბუღალტერი, რადგან შპს-ს ფინანსები მკაცრად უნდა იყოს გამიჯნული პირადი ხარჯებისგან. ნებისმიერი არამიზნობრივი ხარჯი შეიძლება დივიდენდად ან ხელფასად ჩაითვალოს და შესაბამისად დაიბეგროს.
საგადასახადო უპირატესობების შედარება
მთავარი განსხვავება ამ ორ ფორმას შორის ხარჯების აღიარებაშია. ინდ. მეწარმის (მცირე ბიზნესის სტატუსით) შემთხვევაში, თქვენ არ გაქვთ ვალდებულება ხარჯები გადასახადის შესამცირებლად დაამტკიცოთ. თქვენ მაინც ფიქსირებულ 1%-ს იხდით მთლიანი შემოსავლიდან.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში კი, პროფესიული ბუღალტრული აღრიცხვა საშუალებას გაძლევთ რეალური მოგება დაინახოთ. აქ მნიშვნელოვანია ხარჯების დოკუმენტური დასაბუთება. თუ თქვენს ბიზნესს მაღალი ხარჯები აქვს (მაგალითად, წარმოება), შესაძლოა შპს უფრო მომგებიანი აღმოჩნდეს, ვიდრე ინდ. მეწარმის სტატუსი, რადგან გადასახადს მხოლოდ განაწილებული მოგებიდან გადაიხდით.
ასევე გასათვალისწინებელია სოციალური შენატანი (საპენსიო). ინდ. მეწარმისთვის ეს ხშირად უფრო მარტივია, ხოლო შპს-ში ხელფასის გაცემისას 2%+2% პრინციპი მოქმედებს. სწორედ აქ ეხმარება პროფესიონალი საბუღალტრო მომსახურება მეწარმეს სწორი არჩევანის გაკეთებაში, რათა 2026 წლის ფინანსური წელი მაქსიმალურად ოპტიმიზებული იყოს.
ბუღალტერიის წარმოების თავისებურებები
მიუხედავად იურიდიული ფორმისა, დეკლარირების ვადები საქართველოში მკაცრია - ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. თუმცა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის დოკუმენტბრუნვა ბევრად მოცულობითია.
რატომ არის მნიშვნელოვანი ბუღალტრული აღრიცხვა ბიზნესის გამჭვირვალობისთვის? - ამაზე ახლა მოგიყვებით.
ინვესტორებისთვის - ვერცერთი სერიოზული პარტნიორი ვერ დაიწყებს თქვენთან თანამშრომლობას, თუ თქვენი ფინანსური ისტორია ბუნდოვანია.
ბანკებისთვის - სესხის მისაღებად აუცილებელია მოწესრიგებული ბალანსი.
საგადასახადო აუდიტისთვის - RS.GE-ს მხრიდან კითხვების გაჩენის შემთხვევაში, თქვენი მთავარი თავდაცვა სწორად წარმოებული პირველადი დოკუმენტაციაა.
თუ ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლია მარტივი ოპერაციები გარკვეული პერიოდი დამოუკიდებლად მართოს, შპს-სთვის ბუღალტრული აღრიცხვა თავიდანვე პროფესიონალებმა უნდა დაგეგმონ.
თქვენს ინტერესებზე მორგებული არჩევანი გააკეთეთ
რომელი ფორმაა თქვენი ბიზნესისთვის მომგებიანი 2026 წლის პერსპექტივაში? პასუხი მარტივია: თუ თქვენ მარტო მუშაობთ და თქვენი ხარჯები მცირეა, მცირე ბიზნესის სტატუსი საუკეთესოა. მეორე მხრივ, თუ გუნდის შექმნას, ინვენტარის შეძენასა და მასშტაბირებას გეგმავთ, შპს ერთადერთი სწორი გზაა.
ორივე შემთხვევაში, თუ თქვენი მიზანია გამართული ბუღალტრული აღრიცხვა გქონდეთ IBCCS TAX Georgia-ს გუნდი მზად ვართ კვალიფიციური კონსულტაცია გაგიწიოთ და ოპტიმალური სტრუქტურის შერჩევაში დაგეხმაროთ. ეს ყველაფერი კი თქვენს ფინანსურ სიმშვიდეს უზრუნველყოფს.
დარეკეთ ნომერზე +995 32 24 24 837 და დაჯავშნეთ კონსულტაცია.
ხშირად დასმული კითხვები
რამდენად განსხვავდება ბუღალტრული აღრიცხვა შპს-სა და ინდ. მეწარმისთვის?
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში საჭიროა ორმაგი ჩაწერის პრინციპის დაცვა, დივიდენდების დაბეგვრის კონტროლი და ხარჯების მკაცრი დოკუმენტირება. ინდივიდუალური მეწარმისთვის პროცესი უფრო გამარტივებულია და ძირითადად, ბრუნვის აღრიცხვას ეყრდნობა.
შემიძლია თუ არა ინდ. მეწარმიდან შპს-ზე გადასვლა მოგვიანებით?
დიახ, ეს შესაძლებელია. ბევრი ბიზნესი იწყებს როგორც ინდივიდუალური მეწარმე და გარკვეული ბრუნვის (მაგალითად, 500,000 ლარის გადაცილებისას) ან მასშტაბის მიღწევის შემდეგ, შპს-ს ფორმატზე გადადის.
რა ძირითადი გადასახადები აქვთ შპს-ებს საქართველოში?
ძირითადი გადასახადებია: მოგების გადასახადი (15% დივიდენდის განაწილებისას), დივიდენდის გადასახადი (5%), საშემოსავლო გადასახადი ხელფასებზე (20%) და დღგ (18%), თუ ბრუნვა 100,000 ლარს აჭარბებს.



Comments