ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა: როგორ გამოვასწოროთ ხარვეზები დეკლარაციებში?
- 33 minutes ago
- 2 min read

ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა რამდენიმე საკითხს მოიცავს. ესენია: გასული პერიოდების ფინანსური მონაცემების დამუშავება, ხარვეზიანი დეკლარაციების კორექტირება და პირველადი დოკუმენტაციის მოწესრიგება. ეს პროცესი საგადასახადო რისკების მინიმუმამდე დაყვანას, ჯარიმების თავიდან აცილებასა და კომპანიის ფინანსური სურათის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას უზრუნველყოფს.
ბიზნესის წარმოებისას ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ფინანსური დოკუმენტაცია არასრულად არის შევსებული ან დეკლარაციებში ასახული მონაცემები რეალობას არ შეესაბამება.
არაზუსტი ბუღალტრული აღრიცხვა მეწარმეს საგადასახადო ორგანოს მხრიდან მნიშვნელოვანი სანქციების წინაშე აყენებს. მსგავსი პრობლემების აღმოჩენისთანავე, გადამწყვეტია დროული რეაგირება და მონაცემების სისტემატიზაცია. ეს მნიშვნელოვანია, რათა ფინანსური ზარალი თავიდან აიცილოთ.
რატომ ხდება ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა პრიორიტეტული?
საბუღალტრო დოკუმენტაციის მოუწესრიგებლობას სხვადასხვა მიზეზი იწვევს. ეს შეიძლება იყოს ბუღალტრის ხშირი ცვლა, პროგრამული ხარვეზები ან უბრალოდ ყურადღების მიღმა დარჩენილი პირველადი საბუთები. როდესაც კომპანიის საქმიანობაში წყვეტა ფიქსირდება, საჭიროა პროფესიული საბუღალტრო მომსახურება. ეს ბიზნესს წარსული შეცდომების იდენტიფიცირებასა და მათ გამოსწორებაში ეხმარება.
მონაცემების აღდგენა არსებული მდგომარეობის სრული აუდიტით იწყება. აუცილებელია შემოსავლების სამსახურის (RS.ge) ბაზაში არსებული ჩანაწერები და კომპანიის რეალურ საბანკო ოპერაციებთან მათი თანხვედრა შემოწმდეს. თუ აღმოჩნდება, რომ გასულ პერიოდებში ბუღალტრული გატარებები არასწორად ან დაგვიანებით განხორციელდა, საჭირო ხდება შესაბამისი კორექტირება. ფინანსური ჩანაწერების ვალიდურობა პირდაპირ კავშირშია თითოეული საბუთის სიზუსტესა და მათ ქრონოლოგიურ თანმიმდევრობასთან.
პროცესის ძირითადი ეტაპები
პრობლემური ჩანაწერების გასწორება სისტემურ მიდგომას მოითხოვს. პირველ ეტაპზე პირველადი საბუთები: ინვოისები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და საბანკო ამონაწერები გროვდება. ხშირად, დოკუმენტების ნაწილი დაკარგულია, რაც მათ ხელახლა მოძიებას ან კონტრაგენტებთან შედარების აქტების გაფორმებას მოითხოვს.
მეორე ეტაპი საბუღალტრო პროგრამაში მონაცემების შეყვანაა. ზუსტად ამ დროს მოწმდება, რამდენად სწორად არის ასახული საბუღალტრო აღრიცხვა კომპანიის შიდა სისტემებში. თუ აცდენა დაფიქსირდება, გასული პერიოდებისთვის ახალი ბუღალტრული აღრიცხვა ტარდება. პროცესის სირთულიდან გამომდინარე, ბევრი კომპანია ირჩევს ისეთ მოდელს, როგორიცაა ბუღალტერი დისტანციურად. ამ სერვისის საშუალებით, ხარვეზები ოპერატიულად და მოქნილად სწორდება.
დეკლარაციების კორექტირება და საგადასახადო რისკები
ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხი საგადასახადო დეკლარაციების დაზუსტებაა. თუ კომპანიამ აღმოაჩინა, რომ დეკლარირებული მონაცემები რეალურზე ნაკლებია, მას უფლება აქვს დაზუსტებული დეკლარაცია წარადგინოს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მონაცემების ზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი გადასახადების, ჯარიმებისა და საურავების დარიცხვა, ასევე დამატებითი ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის საჭიროება. პროფესიული საბუღალტრო მომსახურება ასეთ დროს ოპტიმალური გზის მოძებნას გულისხმობს. ეს მნიშვნელოვანია, რათა საგადასახადო ტვირთი, კანონის ფარგლებში, მინიმალური იყოს.
გასათვალისწინებელია, რომ ბუღალტრული აღრიცხვა მხოლოდ ციფრების დაჯამება არ არის. ეს არის იურიდიული პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე. არასწორი დეკლარირება შესაძლოა საგადასახადო შემოწმების საფუძველი გახდეს, რაც ბიზნესისთვის დამატებით გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
დეტალური ბუღალტრული აღრიცხვა და მისი აღდგენის პროცესი შემდეგ საკითხებს მოიცავს:
საბანკო ამონაწერების სრულ შედარებას საბუღალტრო გატარებებთან;
ხელფასების, იჯარისა და სხვა რეგულარული ხარჯების გადამოწმებას;
ბუღალტრული გატარებების სისწორის კონტროლს;
სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციას.
როდესაც ყველა ოპერაცია თავიდან გადაიხედება, საბოლოო სურათი დგება. სწორედ ის ედება საფუძვლად ფინანსურ ანგარიშგებას. მოწესრიგებული საბუღალტრო აღრიცხვა ბიზნესის მფლობელს შესაძლებლობას აძლევს, ფინანსურ უწყისებზე რეალური წარმოდგენა ჰქონდეს.
კვალიფიციური საბუღალტრო მომსახურება ბიზნესისთვის სტაბილურობის გარანტიაა. IBCCS TAX Georgia-ს გუნდი საბუღალტრო ჩანაწერების აღდგენაში დაგეხმარებით. ეს კი გაუთვალისწინებელი ფინანსური სანქციებისგან დაგიცავთ. გახსოვდეთ, რომ სრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვა თქვენი კომპანიის გამჭვირვალობისა და წარმატების საფუძველია.
ეძებთ საიმედო და სანდო პარტნიორ კომპანიას?
დარეკეთ ნომერზე +995 32 24 24 837 და დაჯავშნეთ კონსულტაცია.
ხშირად დასმული კითხვები
რამდენი ხანი სჭირდება ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენას?
აღდგენის პერიოდი დამოკიდებულია კომპანიის ბრუნვაზე, ოპერაციების რაოდენობასა და არსებული ხარვეზების სირთულეზე. როგორც წესი, ერთწლიანი პერიოდის სრულ დამუშავებას 3-4 კვირამდე სჭირდება.
შესაძლებელია თუ არა ძველი დეკლარაციების შესწორება ჯარიმის გარეშე?
თუ დეკლარაციას თავად აზუსტებთ საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე, თქვენ თავისუფლდებით ჯარიმისგან. თუმცა დაგვიანებული გადახდის შემთხვევაში შესაძლოა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სავურავი დაგერიცხოთ.
რა დოკუმენტებია საჭირო ბუღალტერიის აღსადგენად?
საჭიროა RS.ge-ზე წვდომა, საბანკო ამონაწერები (Excel ფორმატში), ყველა ხელმისაწვდომი პირველადი დოკუმენტი (იმპორტისა და ექსპორტის ინვოისები) და წინა პერიოდების ნაშთების შესახებ ინფორმაცია.



Comments