ფიზიკური პირის ქონების გადასახადი საქართველოში: სრული გზამკვლევი ფიზიკური პირებისთვის
- ibccstax
- 3 days ago
- 3 min read

საქართველოში ქონების შეძენა ბევრისთვის მიმზიდველი ინვესტიციაა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები პირებისთვის. ქონების შეძენისა და რეგისტრაციის პროცესი, როგორც წესი, მარტივია, თუმცა ქვეყანასი არსებული ქონების გადასახადების წესების გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის პროცედურები ერთ-ერთი ძირითადი ყოველწლიური ვალდებულებაა, რომელსაც ქონების მფლობელები აუცილებლად უნდა ასრულებდნენ, რათა აიცილონ პირველ რიგში - ჯარიმები და დაიცვან მათი აქტივები. არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქე ხართ თუ არა, ვადებისა და გადახდის მეთოდების ცოდნას შეუძლია დაგიზოგოთ დრო, თანხა და ზედმეტი გამოწვევები.
უძრავი ქონების გადასახადი საქართველოში: ვინ არის პასუხისმგებელი?
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ფიზიკური პირი, რომელსიც ფლობს ქონებას, შესაძლოა დაეკისროს ყოველწლიური ქონების გადასახადი, თუ მათი წინა წლის შემოსავალი აღემატება 40,000 ლარს. ქონების გადასახადი მოიცავს არა მხოლოდ უძრავ ქონებას და მიწას, არამედ მოძრავ აქტივებს, როგორიცაა ავტომობილები, იახტები და სხვა ღირებული ნივთები. დეკლარაციისა და გადახდის ვალდებულება ვრცელდება არა მხოლოდ საკუთრების დოკუმენტებში ჩამოთვლილ აქტივებზე, არამედ შეიძლება წარმოიშვას ქონების მფლობელობაში ყოფნის საფუძველზე, მაგალითად მემკვიდრეობის გზით. მნიშვნელობა არ აქვს, გამოიყენება თუ არა ქონება აქტიურად, გაქირავებულია თუ უფუნქციო რჩება - მფლობელს მაინც ეკისრება გადასახადის შესაბამისი რაოდენობის დეკლარაცია და გადასახადი ყოველ წელს.
რეზიდენტი და არარეზიდენტი: ქონების გადასახადის წესები
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის განაკვეთი, როგორც წესი, არ აღემატება ქონების საშუალო წლიური ღირებულების 1%-ს. თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის. საქართველოს რეზიდენტები, ჩვეულებრივ, აკონტროლებენ თავიანთ საგადასახადო ვალდებულებებს ადგილზე და ადვილად აქვთ წვდომა ადმინისტრაციულ სერვისებზე. ხოლო არარეზიდენტები ექვემდებარებიან იმავე განაკვეთს, მაგრამ უნდა უზრუნველყონ შესაბამისობის დაცვა დისტანციურად, ხშირად ონლაინ გადახდების სისტემების გამოყენებით, წარმომადგენლისთვის საყურადღებო უფლებამოსილების მიცემით ან საგადასახადო მრჩეველთან თანამშრომლობით.
არარეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა, რომელიც ქონებას ფლობს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ვადებს, რადგან დაგვიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯარიმების დაგროვება. ყველა ქონების მფლობელს, იქნება რეზიდენტი თუ არარეზიდენტი, აქვს მსგავსი ანგარიშგების ვალდებულებები, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ ქონების გაქირავების შემთხვევში შემოსავალს იღების. ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი ვალდებულებები სწორად.
საქართველოს რეზიდენტები იხდიან უძრავი ქონების გადასახადს მაქსიმუმ 1%-ით, ქონების წინა წლის ბოლოს არსებულ ღირებულებაზე.
არარეზიდენტები ექვემდებარებიან იმავე განაკვეთს, მაგრამ უნდა უზრუნველყონ შესაბამისობა საზღვარგარეთ ან ავტორიზებული წარმომადგენლის მეშვეობით.
თუ არარეზიდენტი იღებს ქონების გაქირავების შემოსავალს საქართველოში, იგი ვალდებულია ეს ასახოს ანგარიშგებაში და სწორად დაგეგმოს გადასახადები.
ქონების გადასახადი: რა ითვლება საგადასახადო ნივთად?
საქართველოს ქონების გადასახადი ვრცელდება ყველა სახის ფიქსირებულ ქონებაზე, რომელიც ფიზიკურ პირს ეკუთვნის. მათ შორის:
უძრავ ქონებაზე (მათ შორის დაუსრულებელ მშენებლობებზე),
არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე,
სატრანსპორტო საშუალებებზე, იახტებზე, ვერტმფრენებზე, თვითმფრინავებზე,
არარეზიდენტისგან ფინანსური ლიზინგით მიღებულ ქონებაზე.
საგადასახადო ღირებულება განისაზღვრება ქონების საშუალო წლიური ღირებულებით, წინა წლის ბოლოს ბაზრის ფასის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, თუ ქონება არ გამოიყენება კომერციული მიზნებისთვის ან არ იძლევა შემოსავალს, მფლობელი მაინც ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი, მაქსიმუმ 1%-იანი განაკვეთით.
საქართველოს ქონების გადასახადის ვადები და გადახდის პირობები
ფიზიკური პირებისათვის უძრავი ქონების გადასახადების გადახდის ვადა განისაზღვრება ყოველწლიურად 15 ნოემბერს. ამ ვადამდე ქონების მფლობელებმა უნდა უზრუნველყონ გადასახადი სრულად. გადახდა შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის პორტალის მეშვეობით ან უშუალოდ ავტორიზებულ ბანკებში და სერვისცენტრებში. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა შეტყობინებას გზავნის ვადის დასრულებამდე, მნისვნელოვანია ქონების მფლობელმა აკონტროლოს თავისი საგადასახადო ვალდებულებები.
თუ გადასახადს ვერ გადაიხდით დროულად, სახელმწიფოსგან დაგეკისრებათ ჯარიმები და პროცენტი, რომლებიც სამომავლოდ სწრაფად შეიძლება დაგროვდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არარეზიდენტებისა და ემიგრანტებისთვის, რომლებმაც შეიძლება ზფიზიკურად ვერ მიიღონ შეტყობინება დოუმენტაციის სახით ან დაავიწყდეთ ვადები საზღვარგარეთ ყოფნის გამო. შესაბამისად, ორგანიზებულობის დაცვა ან პასუხისმგებლობის მინდობილ ქონებასთან გადაცემას შეუძლია დაგეხმაროთ არასაჭირო ჯარიმების თავიდან აცილებაში.
ემიგრანტები და არარეზიდენტები: ძირითადი წესები და ვალდებულებები
ბევრი საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, შესაძლოა მაინც ჰქონდეს ვალდებულებები საქართველოში ქონების მიმართ. თუმცა, თუ პირი არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და იღებს შემოსავალს მხოლოდ საზღვარგარეთ, ის თავისუფალია უძრავი ქონების გადასახადისგან.
როგორ გეხმარებათ IBCCS TAX Georgia უძრავი ქონების გადასახადის აღრიცხვაში?
უძრავი ქონების გადასახადის მართვა საქართველოში შეიძლება მარტივი პროცესი ცანდეს, როდესაც მას სწორი ექსპერტები აკონტროლებენ და სრული პროცესი სანდოდ მიმდინარეობს, მაგრამ ბევრი ფიზიკურ პირისთვის - განსაკუთრებით არარეზიდენტებისთვის, ეს პროცესი განსაკუთრებით კპომპლექსური და გამოწვევებით სავსე შეიძლება აღმოჩნდეს. IBCCS TAX Georgia გთავაზობთ ექსპერტულ დახმარებას, რათა თქვენი ქონების გადასახადის აღრიცხვა გახდეს მეტად მარტივი და სანდო.
ჩვენ ვმუშაობთ როგორც საქართველოს რეზიდენტებთან, ისე ემიგრანტებთან, რათა უზრუნველვყოთ სრული შესაბამისობა ქვეყნის საგადასახადო რეგულაციებთან. თუ გჭირდებათ დახმარება გადასახადებში, საქართველოს რეგულაციებთა შესაბამისობაში ან თქვენი ქონების სტრატეგიულ საგადასახადო დაგეგმვაში, ჩვენი ექსპერტები უზრუნველყოფენ ნათელ და სანდო გზამკვლევს მთელი პროცესის განმავლობაში.
IBCCS TAX Georgia: საკონსულტაციო მომსახურება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადისთვის
განსაზღვრეთ ზუსტად უძრავი ქონების გადასახადის ვალდებულებები
მართეთ დეკლარაცია და გადახდები დროულად
აიცილეთ ჯარიმები და სამართლებრივი პრობლემები
დარჩით სრულ შესაბამისობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან
საკონსულტაციო მომსახურებისთვის,გთხოვთ დაგვიკავშირდით: helloGeorgia@ibccs.tax ან +995 32 24 24 837
Comments