რა ღირს ბუღალტერია? - ბუღალტრული სერვისების ღირებულება და ფასწარმოების მოდელები
- Feb 25
- 3 min read

ბუღალტრული სერვისების ღირებულება საქართველოში 2026 წელს ინდივიდუალურია და შეიძლება ბიზნესის სპეციფიკის, ტრანზაქციების მოცულობისა და თანამშრომელთა რაოდენობის მიხედვით განსხვავდებოდეს. ნაცვლად სტატიკური ტარიფებისა, ფასი კომპანიის კონკრეტულ საჭიროებებს ერგება. ეს კი, უზრუნველყოფს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და ამცირებს საგადასახდო რისკებს. ასევე, RS.GE-ს მართვასა და ფინანსურ რეპორტინგს მოიცავს, რაც რესურსების მაქსიმალურ ოპტიმიზაციას განაპირობებს.
ბიზნესის მფლობელებისა და მენეჯერებისთვის ბიუჯეტირება ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პროცესია. როდესაც კომპანია ზრდის ეტაპზეა, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: რა ღირს ბუღალტრული მომსახურება და როგორ შევარჩიოთ ისეთი მოდელი, რომელიც ხარისხსა და ფასს შორის ოპტიმალურ ბალანსს შემოგვთავაზებს? ბაზარზე არსებული მრავალფეროვნების პირობებში, ბუღალტრული სერვისების ღირებულება ხშირად, პარტნიორის შერჩევისას, გადამწყვეტი ფაქტორი ხდება.
IBCCS TAX Georgia, როგორც საერთაშორისო ბრენდი, გამჭვირვალე ფასწარმოებაზეა ორიენტირებული. ჩვენ გვესმის, რომ ინვესტორისთვის ყოველი დახარჯული ლარი ეფექტურობის გარანტია უნდა იყოს.
რა განსაზღვრავს ბუღალტრული სერვისების ფასს საქართველოში?
თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ ბუღალტერია არ არის სტატიკური პროდუქტი. ეს არის დინამიური სერვისი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ძირითად კომპონენტზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ მომსახურების ტარიფები სწორად შეაფასოთ, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი. უფრო კონკრეტულად, ესენია:
ტრანზაქციების რაოდენობა: სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. რამდენი ინვოისი იწერება თვეში? რამდენი საბანკო ტრანზაქცია სრულდება? რაც უფრო დიდია დოკუმენტბრუნვა, მით მეტი დრო სჭირდება დამუშავებას;
თანამშრომელთა რაოდენობა: მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ხელფასების დაანგარიშება, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება და დეკლარირება, ასევე საპენსიო ფონდის ანგარიშგება დამატებით რესურსს მოითხოვს;
საქმიანობის სფერო: წარმოებას, მშენებლობას ან ექსპორტ-იმპორტს ბევრად უფრო რთული ბუღალტრული აღრიცხვა სჭირდება, ვიდრე საკონსულტაციო მომსახურებას;
დღგ-ს გადამხდელის სტატუსი: აღსანიშნავია, რომ დღგ-ს გადამხდელი კომპანიისთვის ყოველთვიური დეკლარირება და საგადასახადო დოკუმენტბრუნვის მართვა ადმინისტრაციულ დატვირთვას მნიშვნელოვნად ზრდის.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ღირებულება, რაც ბუღალტრულ სერვისებში უნდა გადაიხადოთ, ინდივიდუალურად გამოითვლება. ეს მნიშვნელოვანია, რათა კლიენტმა იმაზე მეტი არ გადაიხადოს, ვიდრე მას რეალურად სჭირდება.
ფასწარმოების მოდელები - როგორ შეარჩიოთ საბუღალტრო პაკეტები?
თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ ბაზარზე მოქმედი პროფესიული საბუღალტრო კომპანიები, როგორც წესი, მომხმარებელს ფასწარმოების რამდენიმე ძირითად მოდელს სთავაზობენ. მოდით, შედარებით ვრცლად განვიხილოთ, თუ რომელია თქვენი ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი.
1. ფიქსირებული ყოველთვიური პაკეტი
ეს მოდელი იდეალურია სტაბილური ბიზნესისთვის. ფიქსირებული პაკეტი, ჩვეულებრივ, ეფუძნება წინასწარ განსაზღვრულ ოპერაციულ მოცულობას. თქვენ წინასწარ იცით, ყოველ თვეში რა იქნება ბუღალტრული სერვისების ფასი, რაც ბიუჯეტირებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. პაკეტები ხშირად იყოფა „სტარტაპ“, „ბიზნეს“ და „პრემიუმ“ კატეგორიებად.
2. ტრანზაქციებზე დაფუძნებული ფასი
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბიზნესი სეზონურია, ეს მოდელი უფრო მოქნილია. თქვენ იხდით იმის მიხედვით, თუ რამდენი საბუთი დამუშავდა კონკრეტულ თვეში. ამ დროს, ბუღალტრული მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია დამუშავებული დოკუმენტების რაოდენობაზე.
3. კომპლექსური აუთსორსინგი
კომპლექსური ბუღალტრული მომსახურება აუთსორსინგზე ხშირად არა მხოლოდ აღრიცხვას, არამედ იურიდიულ მხარდაჭერასა და საგადასახადო აუდიტს მოიცავს. ასეთ დროს ბუღალტრული სერვისების ღირებულება უფრო მაღალია. თუმცა რისკების დაზღვევის ხარჯზე, კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში ფულს ზოგავს.
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება აუთსორსინგზე შიდა ბუღალტერთან შედარებით?
ბევრი მენეჯერი ფიქრობს, როგორ მოიქცეს: შტატიანი თანამშრომელი აიყვანოს თუ გარე კომპანიას მიმართოს. ამ შემთხვევაში, უნდა იცოდეთ, რომ შტატიანი ბუღალტრის დასაქმება, როგორც წესი, უფრო ძვირია. ეს ხშირად დაკავშირებულია დამატებით ფიქსირებულ ხარჯებთან. რომლებიც მოიცავს ხელფასს, დამსაქმებლის საპენსიო შენატანს, სამუშაო ადგილის მოწყობას, პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიებსა და თანამშრომლის პროფესიულ განვითარებას. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე, მნიშვნელოვანია სრული ხარჯების ანალიზი და არა მხოლოდ სახელფასო კომპონენტის შეფასება.
ამის საპირისპიროდ, აუთსორსინგის შემთხვევაში მომსახურების საფასურში უკვე გათვალისწინებულია პროფესიული გუნდი, პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა. კომპანიას აღარ უწევს დამატებითი ინვესტიცია პროგრამულ ლიცენზიებში, სამუშაო სივრცეში ან კადრების გადამზადებაში. გარდა ამისა, აუთსორსინგის მოდელი გულისხმობს არა ერთი თანამშრომლის, არამედ სპეციალისტთა გუნდის ჩართულობას, რაც შიდა კონტროლის მექანიზმების ხარჯზე ამცირებს საგადასახადო და ოპერაციულ რისკებს.
ფასწარმოების კალკულატორი - როგორ უნდა გამოთვალოთ ხარჯი?
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ზუსტ ციფრებს ეძებთ, უნდა იცოდეთ, რომ არსებობს სერვისის ღირებულების კალკულატორი, რომელსაც კლიენტებს ბევრი კომპანია სთავაზობს. ეს არის მარტივი ინსტრუმენტი, სადაც შემდეგ მონაცემებს უთითებთ:
ბრუნვის მოცულობა;
საბანკო ამონაწერების რაოდენობა;
სალარო აპარატების რიცხვი;
ტრანზაქციების/ინვოისების რაოდენობა;
თანამშრომელთა რაოდენობა;
დღგ-ს სტატუსი.
შედეგად კი, იღებთ სავარაუდო ციფრს, თუ რა იქნება თქვენი ბუღალტრული სერვისების ღირებულება. ეს გეხმარებათ სხვადასხვა კომპანიის საბუღალტრო პაკეტები ერთმანეთს შეადაროთ და თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღოთ.
რატომ არის IBCCS TAX Georgia შეთავაზება კონკურენტული?
ჩვენი მიზანია, რომ ბუღალტრული სერვისების ღირებულება იმ სარგებლის პროპორციული იყოს, რასაც ბიზნესი მიიღებს. ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიებს ვიყენებთ, რაც შრომითი დანახარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია, რომ კლიენტებს ბაზარზე კონკურენტული და გამართლებული ტარიფები შევთავაზოთ.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ხარისხიან მომსახურებაში ინვესტიცია თქვენი სიმშვიდისა და ბიზნესის ზრდის გარანტიაა. შეცდომით დაზოგილმა მცირე თანხამ შეიძლება გამოიწვიოს საგადასახადო რისკები და დამატებითი ფინანსური ვალდებულებები. ამიტომ, როდესაც კითხულობთ, თუ რა ღირს ბუღალტრული მომსახურება, ყურადღება მიაქციეთ კომპანიის პასუხისმგებლობის სტანდარტებსა და შიდა კონტროლის მექანიზმებს. ენდეთ პროფესიონალებს და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღეთ.
დარეკეთ ნომერზე +995 32 24 24 837 და დაჯავშნეთ კონსულტაცია.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის ბუღალტრული მომსახურების საშუალო ფასი მცირე ბიზნესისთვის საქართველოში
მცირე ბიზნესისთვის ტარიფი დამოკიდებულია ოპერაციების მოცულობასა და საგადასახადო სტატუსზე. როგორც წესი, მომსახურება მოიცავს საბუღალტრო აღრიცხვას, საგადასახადო დეკლარაციების მომზადებასა და საკონსულტაციო მხარდაჭერას. საბოლოო ღირებულება განისაზღვრება კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის მიხედვით.
2. შედის თუ არა ბუღალტრული სერვისების ღირებულებაში საგადასახადო შემოწმების დროს წარმომადგენლობა?
IBCCS TAX Georgia-ს შემთხვევაში, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურთან პროფესიულ კომუნიკაციას და კლიენტის ინტერესების წარმომადგენლობას მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში
3. როგორ მუშაობს ფასწარმოების კალკულატორი?
სისტემა ავტომატურად აჩვენებს ინდიკატიურ (სავარაუდო) ტარიფს, ხოლო საბოლოო ღირებულება განისაზღვრება დეტალური შეფასებისა და მომსახურების მოცულობის დადასტურების შემდეგ.



Comments