top of page

NCTS ფაზა 5 უკვე ძალაშია: ყველაფერი რაც ლოჯისტიკურმა და სავაჭრო კომპანიებმა უნდა იცოდნენ

  • ibccstax
  • Aug 4
  • 3 min read
NCTS ეტაპი 5: ლოგისტიკური და სავაჭრო კომპანიებისთვის

როგორ ეხმარება IBCCS TAX საქართველო ლოჯისტიკურ კომპანიებს ევროკავშირის საბაჟო ტრანზიტის ახალ სისტემასთან ადაპტაციაში?


2024 წლის დეკემბრიდან, “ტრანზიტის საერთო პროცედურის შესახებ” კონვენციის (CTC) წევრებმა განახლებული საბაჟო სატრანზიტო  სისტემა დანერგეს - New Computerised Transit System. მიმდინარე წლის 15 მაისიდან კი NCT-ის ახალი, მეხუთე ფაზა ამოქმედდა და სავალდებულო გახდა მისი გამოყენება ლოჯისტიკური და სავაჭრო კომპანიებისთვის - ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული გარე გადამუშავების, ექსპორტის პროცედურასა ან რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის მიმართ, ხოლო 1 ივლისიდან ეს ვალდებულება გავრცელდა ტრანზიტის პროცედურაში მოქცეულ საქონელზეც. 


შესაბამისად, ეს ცლილება პირდაპირ კავშირშია იმ კომპანიებთან, რომლებიც საერთაშორისო ვაჭრობასა და ლოჯისტიკაში არიან ჩართულები. IBCCS TAX საქართველო კი უკვე უწევს კლიენტებს შესაბამის კონსულტაციას აღნიშნული ლიცენზიის მისაღებად ახალი მოთხოვენბის გათვალისწინებით.


რას გულისხმობს NCTS და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი საერთაშორისოდ მოვაჭრე ლოჯისტიკური კომპანიებისთვის?


NCTS (ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა) ციფრული საბაჟო პლატფორმაა, რომელიც ამარტივებს და აჩქარებს საქონლის ტრანზიტის პროცესს ევროკავშირსა და საერთო ტრანზიტის კონვენვიის პარტნიორ ქვეყნებს შორის. იგი საშუალებას იძლევა გათვალისწინებული დეკლარაციის მეშვეობით საქონელი გადაადგილდეს: CTC-ის წევრი ქვეყნიდან CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით, მესამე ქვეყნიდან CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით ან CTC-ის წევრი ქვეყნიდან მესამე ქვეყნის გავლით CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით.


სისტემა საშუალებას აძლევს კომპანიებს ელექტრონულად წარადგინონ სატრანზიტო დეკლარაციები და აკონტროლონ ტვირთი MRN (Master Reference Number) კოდის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას, ეფექტურობასა და შესაბამისობას ყველა მონაწილე მხარისთვის.



მთავარი ცვლილებები - რა შეიცვალა  NCTS-ის მე-5 ფაზის ტრანზიტის პროცესში? 


NCTS სამ ძირითად ლოჯისტიკურ კომუნიკაციის ნაკადს მოიცავს:

 

  • ბიზნესი ↔ საბაჟო ადმინისტრაცია

  • საბაჟო ოფისები ერთი ქვეყნის ფარგლებში

  • ეროვნული საბაჟო ადმინისტრაციები ↔ ევროკომისია


NCTS-ის ახალ, მეხუთე ფაზაში კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა:


  • განახლებული მონაცემთა მოთხოვნები ევროკავშირის საბაჟო კოდექსთან (UCC) შესაბამისობის მიხედვით

  • ახალი, ოთხდონიანი დეკლარაციის სტრუქტურა

    • განცხადების/დეკლარაციის დონე

    • ძირითადი კონსიგნაცია 

    • შიდა კონსიგნაცია

    • საქონლის ერთეულები

  • დამატებითი ფუნქციონალი

    • დეკლარაციის წარდგენა საქონლის წარდგენამდე 

    • გამარტივებული პროცედურები

    • მარშუტზე დაფიქსირებული ინციდენტების ციფრული რესგისტრაცია/აღრიცხვა 


  • ინტეგრაცია სხვა საბაჟო სისტემებთან, როგორიცაა AES-თან (ავტომატური ექსპორტის სისტემა) და ICS2-თან (იმპორტის კონტროლის სისტემა 2, რომელიც ამოქმედდება 2025 წელს)


აღნიშნული ცვლილებები ლოჯისტიკურ კომპანიებს ტვირთის უკეთ მონიტორინგში ეხმარება და ბიზნესებს უქმნის მეტად ავტომატიზირებულ პროცესებს.


რა სჭირდებათ ლოჯისტიკურ კომპანიებსიმისათვის, რომ NCTS-ის ახალი ფაზის შესაბამისობასი მოიყვანონ კომპანიები?


ახალ სისტემაზე გადასვლა და მორგება შესაძლოა საჭიროებდეს: 


  • შიდა სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას

  • დეკლარაციების ახალი სტრუქტურის მოთხოვნებთან შესაბამისობას

  • შესაბამისობის ტესტირების დაგეგმვას 

  • აქტიურ კომუნიკაციას საბაჟო ორგანოებთან და სერვის მიმწოდებლებთან


IBCCS TAX კი უკვე აქტიურად უჭერს მხარს კლიენტებს ახალ ფაზაზე გადასვლის პორცესში - რეგულაციების განხილვა, შესაბამისობის სტრატეგიის დაგეგმვა და  ლიცენზიის მიღების პროცესის მხადაჭერა სისტემასთან სრულ შესაბამისობაში.


NCTS ლიცენზია - როგორ გეხმარებათ IBCCS TAX საქართველო ლიცენზიის მიღების პროცესში?


ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას ლიცენზიის მოსაპოვებლად, მათ შორის:


საწყისი კონსულტაცია 

  • ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადების პორცესში მხარდაჭერა

  • შიდა აუდიტისა და კომპანიის შესაბამისობის შემოწმება

  • განაცხადის პროცესის სრული მენეჯმენტი

  • შემდგომი საკონსულტაცია მხარდაჭერა


ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებათ დროულად აღმოაჩინოთ და აღმოფხვრათ პრობლემები, რომლებიც შესაძლოა ამცირებდეს ლიცენზიის მიღების პროცესს ან ზრდიდეს ლიცენზიის მიღების თაობაზე უარყოფითი პასუხის რისკს.


ციფრულ საბაჟო პროცესებთან ადაპტაცია


NCTS-ის მეხუთე ფაზა მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ევროპაში საბაჟო პროცესების სრულად გაციფრულებისა და მოდერნიზაციის მიმართულებით. ეს სისტემა უზრუნველყოფს ტვირთის ტრანზიტის მეტად თანამედროვე, გამჭვირვალე და ეფექტურ მართვას, რაც საბაჟო პროცესებს აჩქარება და ამცირებს ადმინისტრაციულ ბიუროკრატიას, ამავდროულად ზრდის ყველა მხარის უსაფრთხოებასა და კონტროლის შესაძლებლობებს.


დაუკავშირდით IBCCS TAX საქართველოს ექსპერტებს საბაჟო კონსულტაციისთვის


თუ ხართ საერთაშორისო ბაზარზე მოვაჭრე ლოჯისტიკური ბიზნესი და გსურთ კომპანიიას ახალ საბაჟო რეგულაციებთან მოყვანა, მოგვწერეთ მითითებულ ელ. ფოსტაზე:  helloGeorgia@ibccs.tax.


გაიგეთ, როგორ გეხმარებათ IBCCS TAX საქართველო NCTS-ის ახალი ფაზის რეგულაციებთან მორგებასა და ლიცენზიის წარმატებით მიღებაში. 


ჩვენთან ერთად საბაჟო პროცესებიც კი უფრო მარტივი და შეუფერხებელი ხდება!



ხშირად დასმული კითხვები NCTS-P5-ისა და IBCCS TAX-ის მხარდაჭერის შესახებ

რა არის NCTS-P5-ის სისტემა?

NCTS-P5 (ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა - მეხუთე ფაზა) არის ევროკავშირის მასშტაბით გაციფრულებული საბაჟო ტრანზიტის უახლესი სისტემა. იგი უზრუნველყოფს საქონლის სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილებას ტრანზიტის კონვენციის ფარგლებში, ელექტრონული დეკლარაციების შეტანის, რეალურ დროში ტრანსპორტის მონიტორინგსა და სხვა საბაჟო სისტემებთან გაუმჯობესებული ინტეგრაციის მეშვეობით.

როდის გახდება NCTS-P5 სავალდებულო?

NCTS-P5 ლიცენზიის ქონა სავალდებულო გახდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 2025 წლიდან, მას შემდეგ რაც დასრულდება მეხუთე ფაზის სრულად დანერგვა და ყველა ოპერატორი იქნება დაკავშირებული ახალ სისტემასთან.

ვის სჭირდება  NCTS-P5 ლიცენზია?

აღნიშნული ლიცენზიის შესახებ დეკლარაციის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა აქვს საბროკერო ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე კომპანიებს.

რამდენი ხანი სჭირდება ლიცენზიის მიღებას?

ლიცენზიის მიღების ხანგრძლივოვა თავად ქვეყანაზეა დამოკიდებული, მაგრამ საშუალოდ შესაძლოა იგი რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გაგრძელდეს, რაც დამოკიდებულია საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილებასა და შესაბამისის უწყებების პროცესების ოპერატიულობაზე.

როგორ შეუძლია IBCCS TAX-ის გუნდს დაგეხმაროთ ახალი ლიცენზიის შესაბამისობაში მოიყვანოთ თქვენი კომპანია?

IBCCS TAX საქართველო გთავაზობთ ექსპერტულ კონსულტაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც მოიცავს რეგულაციების გააზრებასა, ლიცენზიების პროცესში დახმარებას, სისტემასთან ადაპტაციასა და პერსონალურ კონსულტაციას, რათა თქვენი კომპანია მარტივად და ეფექტურად გადაერთოს ლიცენზიის ახალ მოთხოვნებზე.


 
 
 

Comments


გვითხარით თქვენი საჭიროებების შესახებ

ჩვენ სიამოვნებით ვმუშაობთ ახალ კლიენტებთან და გარდავქმნით მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს შესაძლებლობებად.

მოგვაწოდეთ ინფორმაცია და გაგიწევთ ბიზნეს კონსულტაციას

ibccs logo.png

მეილი: helloGeorgia@ibccs.ge

T: +995 32 24 24 837

  • Facebook
  • LinkedIn
  • Youtube
  • Instagram

© 2025 IBCCS-ის მიერ

თბილისის ოფისი

ატენის 16ა, 0179

თბილისი, საქართველო

ბათუმის ოფისი

ჟიული შარტავას გამზირი 8, 6010

ბათუმი, საქართველო

bottom of page