top of page

საქართველოში 2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა IT-პროფესიონალებისთვის სპეციალური ბინადრობის ნებართვა

  • ibccstax
  • Oct 3, 2025
  • 3 min read
საქართველო-სპეციალური-IT-ნებართვები-2025

საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საერთაშორისო ტექნოლოგიური ტალანტების მოსაზიდად. 2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან ხელმისაწვდომი გახდა დროებითი ბინადრობის ახალი ტიპის ნებართვა, რომელიც სპეციალურად IT სპეციალისტებსა და მათ ოჯახებს ეხებათ. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს, საქართველო უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარზე და გაუადვილოს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს ქვეყანაში როგორც ცხოვრება და ასევე მუშაობა.


ვის შეუძლია ისარგებლოს საქართველოს ახალი IT-ბინადრობის ნებართვით?


ბინადრობის ნებართვის მიღება შეუძლიათ:


  • IT სპეციალისტებს, რომლებიც ადგილობრივ შრომით კონტრაქტზე მუშაობენ;

  • საქართველოში  IT სფეროში რეგისტრირებულ მცირე მეწარმეებს;

  • საერთაშორისო IT კომპანიების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს.


აღნიშნული ნებართვა საქართველოს პოზიციას ამყარებს რეგიონში, როგორც ტექნოლოგიური პროფესიონალებისთვის მიმზიდველ ქვეყანას.


განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1-ლი მარტიდან ყველა უცხოელს, რომელიც საქართველოში IT სფეროში მუშაობს და ბინადრობის არც ერთ ტიპს არ ფლობს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილის გარდა), საჭირო ექნება ან სტანდარტული სამუშაოს ბინადრობის ნებართვა, ან ახალი IT-ბინადრობის ნებართვის მიღება. ეს საშუალებას მისცემს როგორც სპეციალისტებს, ასევე კომპანიებს, წინასწარ დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა ქვეყანაში.


აუცილებელი დოკუმენტები IT ბინადრობის ნებართვის მისაღებად


მონაწილეებმა განაცხადი უნდა წარადგინონ სერვისების განვითარების სააგენტოში. მოთხოვნები განსხვავდება სტატუსის მიხედვით:


IT-თანამშრომლებისა და მცირე მეწარმეებისთვის:


  • მინიმუმ ორი წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი IT სფეროში;

  • წლიური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი - მინიმუმ 25,000 აშშ დოლარის (ან ექვივალენტი ლარში);

  • საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსის ფლობა და IT სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის მტკიცებულება.


კომპანიის ხელმძღვანელებისა და წარმომადგენლებისთვის:


  • საერთაშორისო IT კომპანიის მართვის ან წარმომადგენლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.


ყველა ეს მოთხოვნა ადასტურებს, რომ საქართველოში შემოსული უცხოელი  IT პროფესიონალები არიან მაღალკვალიფიციურები და ადგილობრივ ეკონომიკაში რეალურად ჩართულნი.


კომპანიის ხელმძღვანელებისთვის დამატებით საჭირო იქნება კომპანიის შიგნით მათი როლის დამადასტურებელი დოკუმენტი. გასათვალისწინებელია, რომ მთავრობამ შესაძლოა მომავალში მოთხოვნები განაახლოს, თუმცა მოცემული დოკუმენტების ჩამონათვალი ძირითადი კრიტერიუმებია.


IT ბინადრობის ნებართვის ვადა საქართველოში


ნებართვა თავდაპირველად გაიცემა 3 წლის ვადით. ის შესაძლებელია განახლდეს ყოველ 3 წელიწადში ერთხელ, მაქსიმუმ 12 წლამდე.


ბინადრობის ნებართვის შენარჩუნების პირობები


ბინადრობის ნებართვა გაუქმდება, თუ მფლობელი საქართველოს ფარგლებს გარეთ 12-თვიან პერიოდში 183 დღეზე მეტ ხანს გაატარებს (გარდა სამედიცინო მიზნებისა). აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს, რომ IT სპეციალისტები საქართველოში მუდმივად ცხოვრობენ და პროფესიულ საქმიანობას ნამდვილად ეწევიან.


რა მიზნით გაამარტივა საქართველომ IT ბინადრობის ნებართვები?


ამ ცვლილებების მიზანი უცხოელი IT სპეციალისტების შენარჩუნებაა. უკრაინაში ომის შემდეგ მრავალი ტექნოლოგიური პროფესიონალი საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა წინა ბინადრობის წესები ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდა და ბევრმა ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა თუ პორტუგალიაში გადაინაცვლა.


ახალი ნებართვა კი ამარტივებს საქართველოში დარჩენის, მუშაობისა და ადგილობრივი ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობას.


ბოლო მონაცემებით, საქართველოს IT-სექტორი განსაკუთრებით საერთაშორისო ხასიათისაა:  IT თანამშრომლების დაახლოებით 75% არარეზიდენტია, ხოლო IT კომპანიების 84%-ში უცხოური კაპიტალია. სხვა სექტორებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 16%-ს შეადგენს. სწორედ ამიტომ მოქნილი ბინადრობის წესები საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია.


ეკონომიკური გავლენა


აღნიშნული ცვლილებები საქართველოს ეკონომიკას პირდაპირ და არაპირდაპირ სარგებელს მოუტანს:


  • პირდაპირი: მეტი IT სპეციალისტი გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს საქართველოში.

  • არაპირდაპირი: მაღალშემოსავლიანი სპეციალისტები რესურსებს ადგილობრივ ბაზარზე  დახარჯავენ, რაც ასევე წაახალისებს ეკონომიკურ ზრდას.


ამ ნებართვით საქართველო არა მხოლოდ საერთაშორისო ტალანტს იზიდავს, არამედ ტექნოლოგიური სექტორისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს.


ძირითადი პუნქტები, რაც უნდა აუცილებლად გახსოვდეთ


  • სპეციალური IT-ბინადრობის ნებართვები ამოქმედდა 2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან;

  • განაცხადის შეტანის უფლება აქვთ:  IT სფეროში მომუშავე თანამშრომლებს, მცირე მეწარმეებსა და კომპანიის ხელმძღვანელებს ამავე სექტორში;

  • მინიმალური წლიური შემოსავლის მქონე პირებს: 25,000 აშშ დოლარი;

  • ბინადრობის ვადა: 3 წელი, განახლებადი მაქსიმუმ 12 წლამდე;

  • თუ ნებართვის მფლობელი საქართველოს ფარგლებს გარეთ წელიწადში 183 დღეზე მეტ ხანს იმყოფება (სამედიცინო მიზეზების გარდა), მისი ბინადრობის ნებართვა გაუქმდება.



ვინ ითვლება IT თანამშრომლად?


  • უცხოელი მოქალაქე, რომელიც ჩართულია საქმიანობაში, განსაზღვრულ საერთაშორისო პროფესიული კლასიფიკატორის (ISCO-08) 25-ე კოდითა და მისი ქვეკოდებით.

  • უცხოელი მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე მეწარმედ და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ეროვნული ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკატორის (NACE) კოდებით: 58.21, 58.29, 62.01, 62.02, 62.03, 62.09, 63.1, 63.12.


ახლა უკვე საქართველო საერთაშორისო IT პროფესიონალებისთვის ხელმისაწვდომია, სთავაზობს მოქნილ ბინადრობის პირობებს და ნათელ გზას, რომ ქვეყნის ფარგლებში წარმატებული კარიერა შექმნან.


როგორ გეხმარებათ IBCCS TAX საქართველო:


საქართველოში გადასახადებსა და ბინადრობის საკითხებში გარკვევა IT პროფესიონალებისა და ბიზნესის მფლობელებისთვის ხშირად ბევრ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. IBCCS TAX საქართველო გთავაზობთ ექსპერტულ კონსულტაციას ბინადრობის ნებართვებთან და ადგილობრივ კანონმდებლობის შესაბამისობასთან დაკავშირებით. ჩვენი დახმარებით თქვენ შეძლებთ საგადასახადო ვალდებულებების ოპტიმიზაციას და სანქციების თავიდან აცილებას. ჩვენი მხარდაჭერით შეგიძლიათ დაზოგოთ დრო და ენერგია, რაც საშუალებას მოგცემთ, მთლიანად ფოკუსირდეთ თქვენი IT ბიზნესის ზრდაზე საქართველოში.


გაეცანით საქართველოს ახალი IT ბინადრობის ნებართვის პროცესს! დაგვიკავშირდით დღესვე, რათა დაგეხმაროთ განაცხადის პროცესში და უზრუნველვყოთ თქვენი ბინადრობის სტატუსი ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში: helloGeorgia@ibccs.tax



 
 
 

Comments


გვითხარით თქვენი საჭიროებების შესახებ

ჩვენ სიამოვნებით ვმუშაობთ ახალ კლიენტებთან და გარდავქმნით მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს შესაძლებლობებად.

მოგვაწოდეთ ინფორმაცია და გაგიწევთ ბიზნეს კონსულტაციას

ibccs logo.png

მეილი: helloGeorgia@ibccs.ge

T: +995 32 24 24 837

  • Facebook
  • LinkedIn
  • Youtube
  • Instagram

© 2025 IBCCS-ის მიერ

თბილისის ოფისი

ატენის 16ა, 0179

თბილისი, საქართველო

ბათუმის ოფისი

ჟიული შარტავას გამზირი 8, 6010

ბათუმი, საქართველო

bottom of page