top of page

საგადასახადო დავა - როგორ გავასაჩივროთ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება?

2 days ago
4 min read


თუ კომპანია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, შეუძლია ის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში გაასაჩივროს. გასაჩივრების ვადა დამოკიდებულია გადაწყვეტილების ტიპზე. მნიშვნელოვანია, დროულად გადაამოწმოთ დოკუმენტის ჩაბარების თარიღი და კანონით განსაზღვრული ვადა. დაგვიანებამ შეიძლება გასაჩივრების შესაძლებლობა დაგვაკარგინოს.


საგადასახადო დავის დროს საჭიროა გადაწყვეტილების საფუძვლების შესწავლა, შესაბამისი დოკუმენტების შეგროვება და ისეთი საჩივრის მომზადება, რომელშიც კომპანიის პოზიცია მკაფიოდ იქნება დასაბუთებული. ამ დროს დაშვებულმა შეცდომამ ან პროცედურული მოთხოვნების დაუცველობამ შეიძლება საქმის განხილვას ხელი შეუშალოს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ საქმე კვალიფიციურ სპეციალისტებს მიანდოთ.

 

IBCCS TAX Georgia-ში კომპანიებს იურიდიულ მომსახურებას ვთავაზობთ და საგადასახადო დავის სხვადასხვა ეტაპზე ვეხმარებით. ჩვენ ვაფასებთ საქმის გარემოებებს, ვამზადებთ დასაბუთებულ საჩივარს და წარმოვადგენთ კლიენტის ინტერესებს. 


რა შეიძლება გახდეს საგადასახადო დავის მიზეზი?

კომპანიამ კონკრეტული საგადასახადო გადაწყვეტილება შეიძლება სხვადასხვა მიზეზით გაასაჩივროს. მაგალითად, თუ:

  • საგადასახადო შემოწმების შედეგად დამატებითი გადასახადი ან ჯარიმა დაერიცხა და ამას არ ეთანხმება, რადგან სადავოდ ხდის დარიცხვის საფუძველებს;

  • თვლის, რომ საგადასახადო ორგანომ ფაქტობრივი გარემოებები ან კანონმდებლობა არასწორად შეაფასა.


საჩივრის მომზადებისას მნიშვნელოვანია იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების განსაზღვრა, რომლებიც თქვენს პოზიციას გაამყარებს.

საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად უნდა გაასაჩივროთ. საჩივარში უნდა ახსნათ, რატომ არ ეთანხმებით საგადასახადო მოთხოვნას და რატომ ფიქრობთ, რომ შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებაც არასწორია. 


საგადასახადო დავა - გასაჩივრების ეტაპები

ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავა ორეტაპიანია: პირველად საჩივარი შემოსავლების სამსახურში შეაქვთ, შემდეგ - დავების განხილვის საბჭოში. დავის ნებისმიერ ეტაპზე შეგიძლიათ სასამართლოსაც მიმართოთ. 


პირველი ეტაპი - შემოსავლების სამსახური

საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება თავდაპირველად შემოსავლების სამსახურში უნდა გასაჩივრდეს. საჩივარში უნდა მიუთითოთ, გადაწყვეტილების რომელ ნაწილს არ ეთანხმებით, რა გარემოებებს ეყრდნობით და რას ითხოვთ.


მეორე ეტაპი - დავების განხილვის საბჭო ან სასამართლო

თუ შემოსავლების სამსახური საჩივარს არ დააკმაყოფილებს ან თქვენთვის არასასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს, შეგიძლიათ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროთ. ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს ან სასამართლოს. გაითვალისწინეთ, რომ გასაჩივრებისთვის კონკრეტული ვადა გაქვთ - გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღე.


როდის შეგიძლიათ სასამართლოს მიმართოთ?

ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე დავის ნებისმიერ ეტაპზე პირს უფლება აქვს, რომ სასამართლოს მიმართოს. თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი შესაბამისი სამართლებრივი ნორმებით უნდა განისაზღვროს. ამიტომ ყველა შემთხვევისთვის ერთი და იმავე პროცედურის გამოყენება არ შეიძლება. სწორედ ამიტომ სჭირდება ბიზნესს იმ გუნდის დახმარება, რომელმაც ეს ეტაპები და პროცედურები კარგად იცის. 


რა ვადაში უნდა გაასაჩივროთ საგადასახადო გადაწყვეტილება?

გასაჩივრების ვადა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ეტაპზეა დავა და რომელი გადაწყვეტილების გასაჩივრება გსურთ.

  • საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება (მაგ. შემოწმების აქტის მის საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად) შემოსავლების სამსახურში საჩივრდება ჩაბარებიდან 30 კალენდარულ დღეში.

  • შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება - ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადაში გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.

  • დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება - მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღე გაქვთ სასამართლოში გასაჩივრებისთვის.

ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღიდან იწყება. ამიტომ შეინახეთ დოკუმენტი და მისი ჩაბარების დამადასტურებელი ინფორმაცია.


რა ხდება, თუ გასაჩივრების ვადა უკვე გავიდა?

ვადის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ საჩივრის წარდგენის ვადა გასულია, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს, როგორც წესი, არ განიხილავს. გარდა ამისა, თუ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას 20 კალენდარული დღის განმავლობაში არ გაასაჩივრებთ, კანონი ამას საგადასახადო დავალიანების აღიარებად მიიჩნევს.


ზოგიერთ შემთხვევაში დავის დაწყება შესაძლებელია მაშინაც, თუ გასაჩივრების ვადა უკვე გავიდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლი გარკვეულ გამონაკლისებს ითვალისწინებს:

  • დავის დაწყება შესაძლებელია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებებისა თუ მტკიცებულებების საფუძველზე, თუ ისინი კანონით განსაზღვრულ პირობებს აკმაყოფილებს;

  • საჩივრის ვადის დარღვევის შემდეგ გასაჩივრება შეიძლება, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ დაგვიანება მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული;

  • თუ დადგინდება, რომ გადაწყვეტილება მომჩივანს არ გაეგზავნა, ვადა აითვლება იმ დღიდან, როდესაც მისთვის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა.


ეს გამონაკლისები ავტომატურად ყველა შემთხვევაზე არ ვრცელდება. საჭიროა

შესაბამისი გარემოების არსებობა და კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილება.


როგორ მოამზადოთ საჩივარი და რა დოკუმენტები დაგჭირდებათ?

საჩივარში მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი რატომ არ ეთანხმებით გადაწყვეტილებას და რას ითხოვთ საგადასახადო ორგანოსგან. ზოგადი უკმაყოფილება საკმარისი არ არის - საჭიროა კონკრეტული გარემოებებისა და მტკიცებულებების წარმოდგენა.


საჩივრის მომზადებისას:

  • უნდა განისაზღვროს დავის საგანი. აუცილებლად მისათითებელია რომელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებით ან საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრება რატომ გახდა საჭირო;

  • მოთხოვნა უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული - როგორი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვთ და რა საფუძვლით;

  • მნიშვნელოვანია შესაბამისი დოკუმენტების შეგროვება და წარდგენაც. ესენია: გასაჩივრებული გადაწყვეტილება, საგადასახადო მოთხოვნა და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც თქვენს პოზიციას გაამყარებს. 


საჩივარი, როგორც წესი, შესაბამის ორგანოს ელექტრონულად წარედგინება.

გარდა ამისა, საჩივარში მითითებული უნდა იყოს მომჩივნის საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია. მოთხოვნის არსი კი მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს. 


თუ საჩივარი კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ორგანომ ამის შესახებ უნდა შეგატყობინოთ. ხარვეზის გამოსასწორებლად მინიმუმ 5 კალენდარული დღე გექნებათ. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს. თუ ხარვეზს დადგენილ ვადაში არ გამოასწორებთ, საჩივარი შეიძლება განუხილველი დარჩეს. 


ამ ეტაპების გავლა, ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვება და მცირე დეტალების გათვალისწინება მარტივი არ არის. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტთა გუნდის გამოცდილებით ისარგებლოთ. 


რა ხდება საჩივრის წარდგენის შემდეგ?

საჩივრის მიღების შემდეგ მოწმდება, აკმაყოფილებს თუ არა ის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შემდეგ კი დავის არსი განიხილება. მნიშვნელოვანია, საჩივარში მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული რას ითხოვთ. 


საჩივრის განხილვის ვადა 20 კალენდარული დღეა. თუ დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტების მოპოვება გახდება საჭირო, საგადასახადო დავის განხილვა შეიძლება შეჩერდეს. ამ მიზეზით განხილვის შეჩერების საერთო ხანგრძლივობა 45 კალენდარული დღეს არ უნდა აღემატებოდეს.


საჩივარი, როგორც წესი, მომჩივნის მონაწილეობით განიხილება. სხდომა შეიძლება დისტანციურადაც ჩატარდეს. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი საჩივარი მომჩივნის დაუსწრებლადაც შეიძლება განიხილონ.


განხილვის შედეგად ორგანოს შეუძლია:

  • საჩივარი სრულად დააკმაყოფილოს;

  • საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილოს;

  • საჩივარი არ დააკმაყოფილოს

  • შუალედური გადაწყვეტილება მიიღოს და განხილვა შეაჩეროს;

  • საჩივარი განუხილველად დატოვოს.


გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას თავისთავად არ აჩერებს. საჩივრის შეტანის მიუხედავად, გადაწყვეტილება ძალაში რჩება და მისგან გამომდინარე ვალდებულებები ავტომატურად არ წყდება. 


როდის არის საჭირო საგადასახადო დავაში პროფესიული დახმარება?

საგადასახადო დავის დროს კომპანიამ ფინანსური მონაცემები, შემოწმების შედეგები და სამართლებრივი მოთხოვნები ერთობლივად უნდა შეაფასოს. ზოგჯერ სადავოა არა მხოლოდ დარიცხული თანხა, არამედ ისიც, როგორ განმარტა საგადასახადო ორგანომ კონკრეტული ოპერაცია ან რომელი დოკუმენტები გაითვალისწინა გადაწყვეტილების მიღებისას.


საგადასახადო აუდიტი კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოწმებას გულისხმობს. თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებს არ ეთანხმებით, შესაბამისი დოკუმენტები დეტალურად უნდა გადაიხედოს.


პროფესიული დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საჭიროა:

  • დარიცხვის საფუძვლისა და შემოწმების შედეგების დეტალური შეფასება;

  • ფინანსური დოკუმენტებისა და მტკიცებულებების გაანალიზება;

  • საჩივრის არგუმენტების ჩამოყალიბება;

  • პროცედურული მოთხოვნებისა და გასაჩივრების ვადების დაცვა;

  • ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში წარმომადგენლობა.


IBCCS TAX Georgia-ს სერვისები მოიცავს საგადასახადო დავების წარმოებას, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში წარმომადგენლობას, ასევე სასამართლოს სისტემაში წარმომადგენლობას, საგადასახადო კონსულტაციასა და საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარდაჭერას. 


გარდა ამისა, შეიძლება დაგჭირდეთ იურიდიული მომსახურება ან საგადასახადო მომსახურება. ამ ყველაფერს ჩვენი სერვისები მოიცავს. 


დაგვირეკეთ ნომერზე: +995 32 24 24 837 და დაჯავშნეთ კონსულტაცია საჩივრის ვადის ამოწურვამდე.


ხშირად დასმული კითხვები

შეიძლება თუ არა საგადასახადო დავის პირდაპირ სასამართლოში დაწყება?

დიახ, სასამართლოსთვის მიმართვა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ნებისმიერ ეტაპზე შეგიძლიათ. თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა შესაბამისი სამართლებრივი ნორმების მიხედვით უნდა განისაზღვროს.


უნდა გადაიხადოთ თუ არა სადავო თანხა საჩივრის განხილვისას?

საჩივრის შეტანა საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების მოქმედებას არ აჩერებს. ამიტომ მხოლოდ საჩივრის წარდგენა არ ნიშნავს, რომ გადასახადის გადახდის ვალდებულებაც გადაიდო. კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ კანონით დადგენილი წესები და შესაძლო გამონაკლისები.


აუცილებელია თუ არა იურისტის ჩართულობა საგადასახადო დავის დროს?

არა, შეგიძლიათ საჩივარი თავად წარადგინოთ და თქვენი ინტერესები პირადად დაიცვათ. ასევე შეგიძლიათ უფლებამოსილი წარმომადგენლის დახმარებით იმოქმედოთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში იურისტის დახმარება შეიძლება ძალიან გამოგადგეთ. 



 
 
 

Recent Posts

See All
საგადასახადო აუდიტი - რას ამოწმებს და როდის სჭირდება კომპანიას კვალიფიციური გუნდის დახმარება?

საგადასახადო აუდიტი კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისა და დოკუმენტაციის შეფასებას გულისხმობს. ის ბიზნესს ეხმარება, დროულად აღმოაჩინოს დეკლარაციებში, დღგ-ის სწორად აღრიცხვასა და სხვა საგადასახადო ს

 
 
 

Comments


bottom of page