top of page

Going Global Live 2025: როგორ წარმოაჩენს IBCCS TAX Georgia საქართველოს ლონდონის ბაზარზე - როგორც საერთაშორისო ბიზნესებისთვის სტრატეგიულ ადგილს

  • ibccstax
  • 4 days ago
  • 2 min read
გლობალურ დონეზე გასვლა ლაივ 2025 ბიზნეს შოუ IBCCS TAX

Going Global Live - მა ლონდონში კიდევ ერთხელ გაერთიანდა მეწარმეები, ბიზნეს კონსულტანტები, ინვესტორები და გლობალური ბიზნესის ლიდერები, რომლებიც ახალი ბაზრებისა და ბიზნესის საერთაშორისო გაფართოების ახალი შესაძლებლობლები სურთ.


წლევანდელ ღონისძიებაში IBCCS TAX Georgia-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა და გვქონდა შესაძლებლობა წარმოგვეჩინა საქართველო, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ადგილი გადასახადების, კორპორატიული სტრუქტურის და უცხოური ბიზნესის ზრდის მიმართულებით.


საქართველოს მზარდი როლი საერთაშორისო ბიზნესსა და საგადასახადო გარემოში


ღონისძიებაზე ჩვენს გუნდს შესაძლებლობა ჰქონდა გაეზიარებინა ექსპერტული გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმოადგენდნენ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საემიროები, კვიპროსი, სინგაპური, აშშ და ევროპის რიგი ქვეყნები. ბევრი მათგანისთვის საქართველო ახალი აღმოჩენა იყო  და სწორედ აქვე გამოიკვეთა ჩვენი ლოკალური ბაზრის რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა.


ყველაზე აქტიური დისკუსიები იმ თემებს შეეხებოდა, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე ორიენტირებული კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:


● გლობალური ოპერაციებისთვის კორპორატიული სტრუქტურა

ბიზნესის რელოკაცია და ბაზარე შესვლა 

შესაბამისობა და ანგარიშგება 

● შესაძლებლობები ციფრული / ტექნოლოგიური დამფუძნებლებისთვის და ფინანსური სფეროს პროფესიონალებისთვის


სტუმრების ძირითად ყურადღებას განსაკუთრებით იქცევდა საქართველოს ბაზნის უნიკალური შესაძლებლობები:


● სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის,

● კონკურენტული და გამჭვირვალე საგადასახადო სისტემა,

● ხელმისაწვდომი რეგულაციები,

● და გარემო, რომელიც შექმნილია ბიზნესის ეფექტურობისა და ზრდის ხელშესაწყობად.


საქართველოს ბაზრის მიმართ აღიარება ყოველდღიურად იზრდება - ქვეყანა სულ უფრო მეტად განიხილება როგორც თანამედროვე, ეფექტური და სტაბილური ადგილი საერთაშორისო ზრდაზე ორიენტირებული კომპანიებისთვის.



Going Global Live-ის მთავარი მომენტი: ქეთევან აღოშაშვილის პრეზენტაცია განვითარებად ბაზრებზე


ღონისძიებაზე ჩვენი მონაწილეობის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს  IBCCS TAX Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ქეთევან აღოშაშვილის სესია წარმოადგენდა. მისმა პრეზენტაციამ - “Emerging Markets Rising: Why Georgia Is the One to Watch” განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო იმ მონაწილეთა მხრიდან, რომლებსაც სურთ იცოდნენ, თუ როგორ შეუძლიათ განვითარებად ბაზრებს გლობალური ოპერაციების გაძლიერება.


პრეზენტაციის განმავლობაში მან წარმოადგინა:


● ხედვები იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ქვეყანა საერთაშორისო კომპანიებისათვის უფრო და უფრო სასურველი ლოკაცია

● ჩვენი საგადასახადო და იურიდიული პრაქტიკის რეალური მაგალითები

● პრაქტიკული რეკომენდაციები საქართველოს ბაზარზე შესვლის შესახებ

● ხედვა იმაზე, თუ როგორ უწყობენ განვითარებადი ბაზრები ხელს გლობალურ გაფართოებას


საგადასახადო, ფინანსურ და საერთაშორისო ბაზარზე ბიზნეს საკონსულტაციო  სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით - IFRS, ACCA, EBRD, GIZ, ADB, ქეთევანმა მონაწილეებს გააცნო პრაქტიკული ცოდნით გამყარებული, პროგრესული და სტრატეგიული ხედვები.



ნეთვორქინგი, ექსპერტული გამოცდილების გაზიარება და ახალი საერთაშორისო კავშირები


Going Global Live-მა ნამდვილად შექმნა იდეალური სივრცე სტარტაპების დამფუძნებლებთან, CFO-ებთან, ბიზნეს კონსულტანტებთან და ინოვატორებთან ერთად.


ჩვენს სტენდთან გამართული დისკუსიები კიდევ ერთხელ ადასტურებს მზარდ ინტერესს საქართველოს მიმართ, როგორც ლოკალური ბაზრის, რომელიც გლობალური კომპანიებისთვის უზრუნველყოფს სტაბილურობას, ხელმისაწვდომობას და მარტივ პირობებს საერთაშორისო სტრუქტურირებისთვის.


● როგორ ხდება ბიზნესის რელოკაცია საქართველოში

● კორპორატიული საგადასახადო ოპტიმიზაცია

● საგადასახო შესაძლებლობები და მოთხოვნები

● ბაზარზე გრძელვადიანი გაფართოების სტრატეგიები


სტუმრების კეთილგანწყობამ, ჩართულობამ და ინტერესმა ღონისძიებას განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა და მკაფიოდ წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია სანდო და კომპეტენტური კონსულტაცია ახალი ბაზრების ათვისების პროცესში.


დაგვიკავშირდით


მადლობა ყველას, ვინც ეწვია ჩვენს სტენდს, დაესწრო ქეთევანის პრეზენტაციას ან უბრალოდ დაგვიკავშირდა ღონისძიების განმავლობაში. თქვენი ხედვები და ენთუზიაზმი ამ ღონისძიებას მართლაც განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევდა.


IBCCS TAX Georgia - თქვენი საერთაშორისო ზრდის პარტნიორი


Going Global Live-ზე მონაწილეობა ჩვენი მისიის კიდევ ერთი გამოხატულებაა - ბიზნესების მხარდაჭერა მათი საერთაშორისო ოპერაციების უსაფრთხო, სტრატეგიული და გამართული განვითარებაში.


IBCCS TAX Georgia გთავაზობთ სრულყოფილ მხარდაჭერას შემდეგ მიმართულებებში:


● ბიზნესის რელოკაცია

● შესაბამისობა და ანგარიშგება

● საერთაშორისო ოპერაციების სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა


თუ გეგმავთ ახალი ბაზრის ათვისებას ან უკვე არსებულ საერთაშორისო სტრუქტურის ოპტიმიზაციას, ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ.


გაგვიკავშირდით: helloGeorgia@ibccs.tax

დაგვირეკეთ: +995 32 24 24 837






 
 
 
გვითხარით თქვენი საჭიროებების შესახებ

ჩვენ სიამოვნებით ვმუშაობთ ახალ კლიენტებთან და გარდავქმნით მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს შესაძლებლობებად.

მოგვაწოდეთ ინფორმაცია და გაგიწევთ ბიზნეს კონსულტაციას

ibccs logo.png

მეილი: helloGeorgia@ibccs.ge

T: +995 32 24 24 837

  • Facebook
  • LinkedIn
  • Youtube
  • Instagram

© 2025 IBCCS-ის მიერ

თბილისის ოფისი

ატენის 16ა, 0179

თბილისი, საქართველო

ბათუმის ოფისი

ჟიული შარტავას გამზირი 8, 6010

ბათუმი, საქართველო

bottom of page