საგადასახადო დეკლარაცია საქართველოში - ჩაბარების ვადები და წესები

საქართველოში საგადასახადო დეკლარაცია ყოველთვიურად ან წლიურად ბარდება. ყოველთვიური დეკლარაციების ჩაბარების ვადა მომდევნო თვის 15 რიცხვამდეა - ამ დროში უნდა წარადგინოთ დღგ-ის, მოგების გადასახადისა და გაცემული ხელფასების დეკლარაციები. წლიური დეკლარაციები კი მომდევნო წლის 1-ელ აპრილამდე ბარდება. განსხვავებული ვადები მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ბიზნესი საქმიანობას წყვეტს, ლიკვიდაციის პროცესშია ან გაკოტრების რეჟიმში გადადის.
ბლოგის საშუალებით გაიგებთ, რა ვადებში უნდა ჩაბარდეს ძირითადი საგადასახადო დეკლარაციები, რა გამონაკლისები არსებობს და როგორია კვალიფიციური ბუღალტრული მომსახურების როლი.
ის, რაც უნდა იცოდეთ:
ყოველთვიური დეკლარაციების ჩაბარების ვადა მომდევნო თვის 15 რიცხვია;
წლიური დეკლარაციები საგადასახადო ორგანოს 1-ელ აპრილამდე წარედგინება;
წლიურ გადასახადებზე მოქმედებს ვადის 3 თვით გაგრძელების წესი;
დეკლარაციაში თანხები სრულ ლარებში იანგარიშება.
რა არის საგადასახადო დეკლარაცია და როგორ ბარდება იგი?
ბიზნესის მართვისას ვადების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. საგადასახადო დეკლარაცია არის დოკუმენტი, სადაც მითითებულია თქვენი შემოსავალი და გამოთვლილი გადასახადი. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა რამდენიმე გზითაა შესაძლებელი. გადამხდელს შეუძლია ის საგადასახადო ორგანოში თავად მიიტანოს, დაზღვეული ფოსტით გაგზავნოს ან ელექტრონულად წარადგინოს.
აღსანიშნავია, რომ ყველა თანხა იანგარიშება სრულ ლარებში. ამ მიზნით, კანონის მიხედვით, 1 ლარამდე საგადასახადო ვალდებულება ნულდება.
თუ დეკლარაციას საერთოდ არ წარადგენთ, იგი ნულოვან დეკლარაციად ჩაითვლება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ კონკრეტულ საანგარიშო პერიოდზე მოგვიანებით წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია დაგვიანებულად ჩაითვლება.
თუ წარდგენილ დოკუმენტში შეცდომას აღმოაჩენთ, ვალდებული ხართ, ის შეცვალოთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას დეკლარაციაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია.
ყოველთვიური და წლიური დეკლარირების ვადები
ბიზნესისთვის დეკლარაციის ჩაბარება რეგულარული პროცესია. მაგალითად, მოგების გადასახადის დეკლარაცია ყოველთვიურად ბარდება. მისი ჩაბარებისა და გადახდის ბოლო ვადა მომდევნო თვის 15 რიცხვია.
ამავე ვადაში ბარდება დღგ-ის დეკლარაცია, რომლის საანგარიშო პერიოდი კალენდარული თვეა. ასევე, 15 რიცხვამდე ბარდება დეკლარაცია გაცემული შრომის ანაზღაურებისა და დაკავებული გადასახადის შესახებაც. აღსანიშნავია, რომ დღგ საქართველოში 18%-ია.
რაც შეეხება საშემოსავლო დეკლარაციასა და წლიური მოგების დეკლარაციას, ეს დოკუმენტები მომდევნო წლის 1-ელ აპრილამდე უნდა ჩაბარდეს. 1-ელი აპრილის ვადა ეხებათ რეზიდენტ ფიზიკურ პირებს, რომელთა შემოსავალი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება.
ჩვენი გუნდი ბიზნესებს პროცესების გამართვაში ეხმარება, რათა ფინანსური მხარე მოწესრიგებული იყოს.
საგადასახადო შეღავათები და სპეციალური ვადები
წლიური საშემოსავლო, მოგების ან ქონების დეკლარაციის ჩაბარების ვადა შეგიძლიათ 3 თვით გადაავადოთ. ამისთვის ორი რამ არის საჭირო:
გადახდილი უნდა გქონდეთ მიმდინარე გადასახადები;
ვადის ამოწურვამდე წერილობით უნდა აცნობოთ საგადასახადო ორგანოს.
გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ დეკლარაციის ჩაბარების ვადას ეხება. გადასახადის გადახდის ვადა კი იგივე რჩება.
გარდა ამისა, კანონმდებლობა განსაზღვრავს სპეციალურ ვადებსაც:
ინდმეწარმემ საქმიანობის შეწყვეტისას დეკლარაცია 30 სამუშაო დღეში უნდა წარადგინოს;
თუ კომპანია იშლება, დეკლარაცია ლიკვიდაციის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღეში უნდა ჩააბაროს;
გაკოტრების რეჟიმის გახსნისას, ძველი ჩაუბარებელი დეკლარაციების წარდგენისთვის 15 დღე გაქვთ;
თუ უწყვეტი 12 თვის განმავლობაში დასაბეგრმა ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბა, დღგ-ის გადამხდელად დასარეგისტრირებლად საგადასახადოს 2 სამუშაო დღეში უნდა მიმართოთ.
საგადასახადო პროცესების სწორად მართვისთვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური ბუღალტრული მომსახურება. IBCCS TAX Georgia-ში ვზრუნავთ, რომ ბიზნესმა დეკლარაციები სწორად, ვადების ზუსტი დაცვით წარადგინოს.
გსურთ საგადასახადო დეკლარაციების საკითხი მოწესრიგებული გქონდეთ? დაგვირეკეთ ნომერზე +995 32 24 24 837 და დაჯავშნეთ კონსულტაცია ჩვენს ექსპერტებთან.
ხშირად დასმული კითხვები
როდის უნდა ჩაბარდეს საშემოსავლო დეკლარაცია?
წარდგენის ვადა დამოკიდებულია იმაზე, ყოველთვიურ დეკლარაციას აბარებთ თუ წლიურს. ყოველთვიური დეკლარაცია (გაცემულ ხელფასებსა და დაკავებულ გადასახადზე) ბარდება საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. წლიური დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მომდევნო წლის 1-ელ აპრილამდე.
შემიძლია თუ არა წარდგენილ დეკლარაციაში შეცდომის შესწორება?
დიახ. თუ დეკლარაციაში შეცდომას აღმოაჩენთ, ვალდებული ხართ ცვლილება შეიტანოთ. თუმცა დაიმახსოვრეთ: საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას დეკლარაციაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია.
შემიძლია დეკლარაცია თავად ჩავაბარო rs.ge-ზე?
დიახ, კანონის მიხედვით, უფლება გაქვთ დეკლარაცია ელექტრონული ფორმით წარადგინოთ. ამისთვის უნდა შეხვიდეთ შემოსავლების სამსახურის გვერდზე (rs.ge) და აირჩიოთ შესაბამისი ფორმა.



Comments