მცირე ბიზნესების მხარდაჭერა: IBCCS TAX საქართველო Enterprise Georgia-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებულ მცირე ბიზნესებს საგადასახადო და საბუღალტრო მომსახურებას გაუწევს
- ibccstax
- 3 days ago
- 3 min read

მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს (MSME) საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ - ისინი მოქმედი კომპანიების უმრავლესობას წარმოადგენენ და უზრუნველყოფენ ქვეყანაში ათასობით სამუშაო ადგილის ხელმისაწვდომობას. მიუხედავად ამისა, მრავალი მცირე ბიზნესი აწყდება სირთულეებს საგადასახადო და საბუღალტრო სისტემის სწორად ჩამოყალბებაში.
სწორედ ამ საჭიროებებიდან გამომდინარე, „Enterprise Georgia“-სა და მისი პარტნიორი ბიზნესების წამოწყების ფარგლებში, მეწარმეებს საშუალება ეძლევათ, ექსპერტების დახმარებით, აღმოაჩინონ ბარიერები დროულად და შექმნან ბიზნეს განვითარებისთვის სათანადო გარემო პირობები.
პროგრამა მიზნად ისახავს მეწარმეთა გაძლიერებასა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას მაღალი ხარისხის საკონსულტაციო მომსახურებების შეთავაზებით. IBCCS TAX საქართველო სწორედ ის ერთ-ერთი ოფიციალური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბიზნესებს საგადასახადო და საბუღალტრო მომსახურებას უწევს.
ჩვენი მთავარი მისიაა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს დავეხმაროთ ძლიერი ფინანსური გარემოს შექმნაში, გადასახადების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანასა და ბიზნესის ზრდის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში.
ამ ბლოგში გაგაცნობთ, როგორ ეხმარება აღნიშნული პარტნიორობა ქართულ მცირე ბიზნესებს და რატომ არის IBCCS TAX საქართველო თქვენი სანდო პარტნიორი საგადასახადო და საბუღალტრო კონსულტაციის დარგში.
რას მოიცავს პროგრამა?
Enterprise Georgia-ს წამოწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით არსებულ მცირე ბიზნესებზე ვრცელდება, მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების (MSME) საკონსულტაციო მომსახურებას სხვადასხვა დარგში.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, IBCCS TAX საქართველო პროგრამის ფარგლებში ორი მიმართულებით გაუწევს ბიზნესებს მომსახურებას, რომელთა მთავარი ამოცანებია:
მეწარმეობისა და ინოვაციების წახალისება
პროცესების საქართველოს საგადასახადო რეგულაციებთან შესაბამისობასთან მოყვანა
ბიზნესებისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და ფინანსური მენეჯმენტის განვითარება
მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა ქვეყნის ყველა რეგიონში
Enterprise Georgia-ს პროგრამა: ქვეყნის მასშტაბით მიზნობრივი მხარდაჭერა ბიზნესებისთვის
პროგრამა გათვლილია საქართველოს ყველა რეგიონში ოპერირებადი ბიზნესებისთვის, მათ შორის: სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი და თბილისი.
მიგვაჩნია, რომ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი ყველა გამოწვევის დეტალურად განხილვა და გაანალიზება, რომელთა წინაშეც ისინი დგანან. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში, IBCCS TAX საქართველო უზრუნველყოფს პროგრამის თითოეული წევრი მცირე მეწარმისთვის პერსონალიზებულ, რეგიონზე მორგებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ საკონსულტაციო მომსახურებას, ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.

საგადასახადო საკონსულტაციო მომსახურების მიმართულებები:
პროგრამის ფარგლებში ჩვენ მიერ გაწეული საგადასახადო კონსულტაციები მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და გადასახადების ოპტიმიზაცია
საქართველოში არსებული საგადასახადო შეღავათებისა და სტიმულების იდენტიფიკაცია
ბიზნესპროცესების ანალიზი საგადასახადო რისკების შემცირების მიზნით
კონსულტაცია კონკრეტული ბიზნესისთვის შესაბამისი იურიდიული ფორმის შერჩევისთვის
ინდივიდუალურად მორგებული საგადასახადო სტრატეგიების შემუშავება - მათ შორის, საგადასახადო მოდელირება და სარგებლის ანალიზი
საბუღალტრო საკონსულტაციო მომსახურების მიმართულებები:
საგადასახადო მომსახურების გარდა, IBCCS TAX საქართველო ბიზნესებს სთავაზობს საბუღალტრო მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კომპანიებს, ჩამოაყალიბონ გამართული და საიმედო ფინანსური სისტემები, რომლებიც მათ მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.
მომსახურება მოიცავს:
ყოველდღიური ფინანსური მენეჯმენტისთვის აუცილებელი საბაზისო ინსტრუმენტების შექმნას
ფინანსური ანალიზისა და ანგარიშგების განხორციელებას
მკაფიო და რეგულაციებთან შესაბამისი ბუღალტრული პოლიტიკის შემუშავებას
ბიზნესის გაფართოებისთვის დაფინანსების შესაძლო წყაროების იდენტიფიცირებას
Enterprise Georgia: პროგრამაში მონაწილეობის უპირატესობები:
პროგრამის მონაწილეებს, Enterprise Georgia-სა და IBCCS TAX საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა, შემდეგ უპირატესობებს სთავაზობს:
თანადაფინანსებული საკონსულტაციო მომსახურება
ინდივიდუალურ გარემოებებზე მორგებული რჩევები - ბიზნეს სექტორისა და რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით
მხარდაჭერა საგადასახადო რისკების შემცირებასა და არსებული შეღავათების მოძიებაში
გუნდის სათანადოდ მომზადება ფინანსების ეფექტურად მართვისთვის
კონსულტაცია პოტენციური დაფინანსების შესაძლებლობებისა და ბიზნესის განვითარების სტრატეგიებზე
პროგრამის საშუალებით, მეწარმეები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებასა და საგადასახადო ცოდნას ჩვენს გამოცდილ ექსპერტებთან მუშაობის საშუალებით.
მნიშვნელობა არ აქვს, ახალ ბიზნესს იწყებთ თუ არსებულს აფართოებთ, ჩვენ ვქმნიტ თქვენზე მორგებული მხარდაჭერას, რათა დაგეხმაროთ თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები და აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები ეფექტურობისა და ზრდისთვის.
რატომ IBCCS TAX საქართველო?
IBCCS TAX საქართველო საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეულ ცოდნას აერთიანებს.
ჩვენ, როგორც პროგრამის ოფიციალური საკონსულტაციო პარტნიორი:
გვაქვს საგადასახადო და საბუღალტრო კონსულტაციის 10 წელზე მეტი გამოცდილება
ვფლობთ ღრმა ცოდნას საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ
გთავაზობთ მომხმარებელზე ორიენტირებულ, გრძელვადიან წარმატებაზე დამყარებულ მიდგომებს
ვართ თქვენს გვერდით პროცესის ყველა ეტაპზე - განაცხადის შევსებიდან მომსახურების სრულ ამოქმედებამდე
გსურთ ძლიერი ფინანსური საფუძვლის შექმნა თქვენი ბიზნესისთვის?
თუ ხართ მიკრო, მცირე ან საშუალო ბიზნესი საქართველოში და გსურთ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, დაგვიკავშირდით მითითებულ ელ.ფოსტაზე: hellogeorgia@ibccs.tax და გაიგეთ მეტი ინფორმაცია, როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესის ზრდაში პროფესიული საგადასახადო და საბუღალტრო კონსულტაციის გზით.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ გრძელვადიანი ურთიერთობები კლიენტებთან და გვერდში დავუდგეთ მათ განვითარების ყველა ეტაპზე!
IBCCS TAX საქართველო - თქვენი სანდო პარტნიორი საგადასახადო ოპტიმიზაციასა და ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულებაში.
ხშირად დასმული კითხვები
არის თუ არა საკონსულტაციო მომსახურება უფასო?
პროგრამა გთავაზობთ სრულად ან ნაწილობრივ თანადაფინანსებულ მომსახურებას - თქვენი ბიზნესის ზომის, მდებარეობისა და საჭიროებების მიხედვით.
ვის შეუძლია განაცხადის შეტანა?
ნებისმიერ საქართველოში რეგისტრირებულ მიკრო, მცირე ან საშუალო ბიზნესს.
რამდენ ხანს გრძელდება კონსულტაცია?
საშუალოდ 2-დან 6 თვემდე, ბიზნესის სპეციფიკისა და სამუშაოს მოცულობის შესაბამისად.
რომელ რეგიონებს მოიცავს პროგრამა?
პროგრამა მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს, მათ შორის თბილის.
როგორ გავხდე პროგრამის მონაწილე?
უბრალოდ დაგვიკავშირდით აღნიშნულ მეილზე: hellogeorgia@ibccs.tax
Comentarios